დეზურა
იერსახე
დეზურა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Delphinium elatum | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Delphinium elatum | ||||||||||||
|
დეზურა[1] (ლათ.Delphinium elatum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ხარისძირასებრთა ოჯახიდან. ფოთოლი სამნაკვთოვანია, თათისებრი, ძლიერ დანაწევრებული. მისი ლურჯი, ცისფერი ან იისფერი ყვავილები შეკრებილია საგველა ან მტევნისებრ ყვავილედებად. ყვავილსაფარის ზედა ფოთოლი დეზიანია, ნაყოფი — ფოთლურა.
მცენარის ყველა ნაწილი, განსაკუთრებით ნაყოფი შეიცავს მომწამვლელ ალკოლოიდებს. კულტივირებული სახით დედამიწაზე ყველგანაა გავრცელებული, გარდა ავსტრალიისა და პოლარული სარტყელისა.
საქართველოში ველურად იზრდება მთის შუა, ზედა, სუბალპურ და ალპური სარტყელის ველებსა, ტყისპირებსა და მაღალბალახეულში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 439.
- Die große Pflanzen-Enzyklopädie, Bd.2, გვ.359