შინაარსზე გადასვლა

დაშნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაშნა — მოკლე, დანასავით ცალმხრივ გალესილი სწორი საკიდარი ხმალი.

დაშნა ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, ხევსურეთში. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ხევსურები ხმალ-ხანჯალთან ერთად ხმარობდნენ აგრეთვე „ხმალ-დაშნას“, რომელსაც სახელოში ან ზურგზე ტანსაცმლის ქვემოდან შეფარულად ატარებდნენ. მაგალითად, სტუმრობის დროს, როდესაც წესის მიხედვით, იარაღს მასპინძელი ჩამოართმევდა, ხევსური დაშნის, უბისფარისა და საცერულების ამარა რჩებოდა.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • დაშნა. // ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - ISBN 978-9941-10-489-3.