შინაარსზე გადასვლა

დავით სალარიძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით სალარიძე
დავით სალარიძე
საქართველოს სახალხო დამცველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ოქტომბერი, 1997 – 1 სექტემბერი, 2000
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
მემკვიდრენანა დევდარიანი

საგადასახადო სამსახურის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1993 – 1997

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, კომიტეტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1999 – 2004

დაბადებული24 ოქტომბერი, 1947 (1947-10-24) (77 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მამავახტანგ სალარიძე, საქართველოს სახალხო არტისტი
დედათინა სალარიძე, ექიმი
პროფესიაინჟინერი
იურისტი
რელიგიამართლმადიდებელი

დავით სალარიძე (დ. 24 ოქტომბერი, 1947, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ინჟინერი, იურისტი. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004).

დავით სალარიძემ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტები.

1968-1972 წლებში იყო რკინიგზის ტექნიკუმში ლაბორანტი; 1972-1973 წლებში პოლიტექნიკური ტექნიკუმის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1973-1975 წლებში თბილისის პირველი მაისის რაიონის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი; 1975-1978 წლებში კპ საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი. 1980-1981 წლებში თბილისის 26 კომისრის სახელობის კპ რაიკომის მდივანი; 1981-1982 წლებში საქალაქო კომიტეტის განყოფილების უფროსი; 1982-1986 თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი. 1986-1990 წლებში, ქალაქ თბილისის პროკურატურის განყოფილების უფროსი, თბილისის საქალაქო სასამართლოს წევრი; 1990-1993 წლებში შსს მინისტრის მოადგილე-პირველი მოადგილე; 1993-1997 წლებში საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1997-2000 წლებში საქართველოს პირველი სახალხო დამცველი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, ამავე წლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის წევრი. ქალაქი, სტრასბურგი. 2004 წლიდან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბილისი, 1998-1999. — გვ. 286.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]