გოტარდის გვირაბი
იერსახე
მიმოხილვა | |
---|---|
ადგილმდებარეობა | შვეიცარია |
ინფორმაცია | |
გაიხსნა | 1882 |
ტექნიკური მხარე | |
გვირაბის სიგრძე | 15 |
გოტარდის გვირაბი (გერმ. Gotthardtunnel) — სარკინიგზო გვირაბი შვეიცარიაში, ლეპონტის ალპებში. სიგრძე 15 კმ. გეშენენს აკავშირებს აიროლოსთან. აშენდა 1871-1881 წლებში. კონსტრუქციის პროექტი განხილული იყო შვეიცარიელი ინჟინერის ლუი ფავრის მიერ, რომელიც გულის შეტევით გარდაიცვალა 1879 წელს იქვე გვირაბში. ფინანსური და ტექნიკური პრობლემების გამო მშენებლობა რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა; გეოლოგიური სირთულეების გამო დაიღუპა დაახლოებით 200-მდე მუშა. 1875 წელს მუშების გაფიცვა დაარბია შვეიცარიულმა არმიამ, რის შემდეგ დაიღუპა 4 კაცი და დაიჭრა 13. გვირაბი გაიხსნა 1882 წელს. არის დაღუპულ მუშათა მემორიალი აიროლოში, შექმნილი შვეიცარიელი სკულპტორის ვინჩენცო ველას მიერ.