გლომა
იერსახე
გლომა | |
---|---|
მდინარე გლომა | |
ქვეყანა | ნორვეგია |
სიგრძე | 611 კმ |
აუზის ფართობი | 40,5 კმ² |
გლომა ვიკისაწყობში |
გლომა (ნორვ. Glomma, Glåma) — მდინარე ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში. წარმოადგენს სკანდინავიის ნახევარკუნძულის უგრძეს მდინარეს. სიგრძე 611 კილომეტრი. აუზის ფართობი 40,5 ათასი კმ². სათავე აქვს ტბებში. სიორ-ტრიონელაგის აღმოსავლეთით. მიედინება ესტერდალის ხეობაში, ერთვის სკაგერაკის სრუტეს. აჩენს რამდენიმე ჩანჩქერს. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. წყლის საშუალო ხარჯი ქვემო დინებაში 400-440 მ³/წმ. მდინარეზე გაშენებულია 5 ჰესი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 189.