შინაარსზე გადასვლა

ბრუკლინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრუკლინი ნიუ-იორკის რუკაზე.
ბრუკლინის ხიდი 1890 წელს, გახსნიდან შვიდ წელიწადში.

ბრუკლინი (ინგლ. Brooklyn) — ქალაქ ნიუ-იორკის ხუთი რაიონიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია (2,6 მილიონი მცხოვრები). 1898 წლამდე დამოუკიდებელი ქალაქი იყო და აღმოცენდა ჰოლანდიელთა მიერ დაარსებული დასახლებიდან „ბრუკელენ“ (Breuckelen) ლონგ-აილენდის მდინარე ისტის სანაპიროზე. დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში ბრუკლინი ამჟამად აშშ-ის სიდიდით მეოთხე დასახლება იქნებოდა ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესისა და ჩიკაგოს შემდეგ. ნიუ-იორკთან კუთვნილების მიუხედავად ბრუკლინს დამოუკიდებელი ხასიათი და საკუთარი ქალაქური სტილი აქვს ბრონქსისგან განსხვავებით, რომელიც ისტორიულად და ხასიათობრივად უფრო მანჰეტენის ჩრდილოეთ დამატებას ჰგავს. ბრუკლინი ქუინსთან ერთად ლონგ-აილენდის დასავლეთ ბოლოში მდებარეობს.

კინგსის ქაუნთი, რომელიც ტერიტორიულად ბრუკლინს ემთხვევა ნიუ-იორკის შტატის ყველაზე დასახლებული ოლქია. მას სახელი ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის პატივსაცემად დაერქვა. ადგილობრივი მოსახლეობა ბრუკლინს ხშირად „მეფეთა ქალაქს“ (City of Kings) უწოდებს ამ სახელის გამო.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრუკლინი“-დან