ბანბერი
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ბანბერი ინგლ. Bunbury | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | დასავლეთი ავსტრალია |
კოორდინატები | 33°21′00″ ს. გ. 115°39′00″ ა. გ. / 33.35000° ს. გ. 115.65000° ა. გ. |
დაარსდა | 1836 |
ფართობი | 138,7 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
მოსახლეობა | 64 385 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 464,20 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
საფოსტო ინდექსი | 6230 |
ოფიციალური საიტი | bunbury.wa.gov.au/index.php |
ბანბერი (ინგლ. Bunbury) — ქალაქი დასავლეთი ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 64 385 კაცს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას 27-ე ადგილი უკავია. ფართობი — 138,7 კმ², სიმჭიდროვე — 464,20 ადამიანი/კმ²-ზე. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტიდან დაშორებულია 175 კილომეტრით, ქალაქ მონდურაჰიდან 108 კილომეტრით. ბანბერი საპორტო ქალაქია, რომელიც გაშენებულია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დაარსდა 1836 წელს.
ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური რაოდენობა უდრის 737.9 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბანბერის საიტი
- Bunbury Historical Society's King Cottage Museum
- Local History of Bunbury
- Bunbury Port Authority დაარქივებული 2019-10-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-02-20.
|