არეკიპა
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
არეკიპა Arequipa | |||||
არეკიპის კათედრალი | |||||
| |||||
ქვეყანა | პერუ | ||||
რეგიონი | არეკიპა | ||||
კოორდინატები | 16°23′55″ ს. გ. 71°32′12″ დ. გ. / 16.39861° ს. გ. 71.53667° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | სიმონ ბალბუენა მაროკინი | ||||
დაარსდა | 1540 | ||||
ფართობი | 9,862 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2380 მ | ||||
მოსახლეობა | 904,931 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 280.23 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 54 | ||||
საფოსტო ინდექსი | 04 | ||||
ოფიციალური საიტი | munarequipa.gob.pe | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1016 ინგლ. • რუს. • ფრ. |
არეკიპა (ესპ. Arequipa) — მოსახლეობის რაოდენობით მეორე უდიდესი ქალაქი პერუში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. არის არეკიპის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ვულკან ელ-მისტის მთისწინეთში, ნაყოფიერ ხეობაში.
თანამედროვე ეპოქაში არეკიპა წარმოადგენს ქვეყნის სამხრეთი ნაწილის მსხვილ ფინანსურ, სამრეწველო და სავაჭრო ცენტრს. აქვს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ბრაზილიასთან და ბოლივიასთან. რკინიგზის ხაზით უკავშირდება პერუში ტვირთბრუნვით მეორე ნავსადგურს - მატარანს.
1868 წელს ქალაქი პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა დამანგრეველმა მიწისძვრამ, თუმცა ქალაქს აღუდგინეს პირვანდელი სახე. არეკიპას ცენტრში დაცულია ბაროკოსა და ნეოგოთიკური სტილის ნაგებობები. ქალაქის ისტორიული ცენტრი 2000 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ხეობა სადაც მდებარეობს ქალაქი არეკიპა ჯერ კიდევ დასახლებული უნდა ყოფილიყო ძვ.წ. ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში. თანამედროვე ქალაქი 1540 წლის 15 აგვისტოს დააარსა ფრანსისკო პისაროს ემისარმა პედრო ანსურეს რედონდომ. იგი გახდა ქალაქის პირველი მმართველიც.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Arequipa Hotels დაარქივებული 2011-05-26 საიტზე Wayback Machine.
- General facts and travel information about Arequipa დაარქივებული 2010-07-05 საიტზე Wayback Machine.
- Local government of Arequipa დაარქივებული 2021-05-13 საიტზე Wayback Machine.
|
|