შინაარსზე გადასვლა

არდენის ოპერაცია (1945)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არდენის ოპერაცია1944 წლის 16 დეკემბერს ნიდერლანდების ფრონტის საზღვრები დიდი სისწრაფით გაარღვიეს გერმანულმა ტანკებმა. მათი მიზანი იყო ამერიკელ მოიერიშეთა კორპუსის განადგურება და ამ გზით ინგლისელთა და ამერიკელთა ერთობლივი არმიის ორად გაყოფა.

ამერიკელთათვის ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ შესაძლო იყო, გერმანელთა ასეთი მასიური შეტევა ვეღარ მოეგერიებინათ და დაეტოვებინათ ნიდერლანდები და საფრანგეთი. ეს კი გამოიწვევდა საფრანგეთის ხელახალ ოკუპაციას და მოკავშირეთა არმიების სრულ განადგურებას. ამერიკელები ჯერ კიდევ 14 დეკემბერს თვლიდნენ, რომ შობისათვის ისინი უკვე ბერლინში იქნებოდნენ.

გერმანელთა მიზანი იყო, რომ სწრაფი შეტევით გაენადგურებინათ ქალაქ არდენთან შეჩერებული ამერიკელთა მასიური ძალები და ამით ალყაში მოექციათ როგორც ინგლისელთა ჯარები, ისე ამერიკელთა ჯარების ნაწილი.

პირველივე დღეს, გერმანულმა არტილერიამ, ავიაციამ და ჯარმა გაარღვიეს არდენის დამცველთა ხაზი და ღრმად შეიჭრნენ მოწინააღმდეგეთა ბანაკში. ამას გარდა, მოკავშირეთა ზურგში გადმოსხეს გერმანული სს-ის 2500 კაციანი კონტინგენტი, რომლებმაც სრულიად მოულოდნელად, ზურგიდან მიიტანეს შეტევა ამერიკელებზე. მათ ამერიკელთა ფორმები ეცვათ. ასე რომ, შენიღბულად მოქმედებდნენ. მათი ცნობა ძალიან ჭირდა, რადგან ყველა მათგანმა კარგად იცოდა ინგლისური ენა და ამერიკის ისტორია.

მომდევნო დღეებში, მოკავშირეთა ბანაკში არეულობა არ ცხრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს არ გააჩნდათ დიდი სამხედრო კონტინგენტი, მაინც დიდი სისწრაფით მიიწევდნენ წინ. თუ ისინი მდინარე მასეს საზღვარს გადაკვეთდნენ, მათი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.

მოკავშირეებმა სასწრაფოდ გადააჯგუფეს არმიები და კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ბრძოლები 24–25 დეკემბერს, შობა დღეს გაიმართა. მიუხედავად მოკავშირეთა თავდადებული შეტევისა, გერმანული არმია უკან არ იხევდა, თუმცა 26 დეკემბერს დიდი დანაკარგების გამო, მათი წინსვლა მაინც ლიკვიდირებულ იქნა. ამერიკელებს კიდევ 2 თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ ფრონტის ძველი ხაზი აღედგინათ.

დანაკარგები მოკავშირეთა მხრიდანაც დიდი იყო. მარტო ამერიკელების მხრიდან, განადგურდა 700-ზე ემტი ტანკი, და 1000-ზე მეტი თვითმფრინავი. გერმანელთა ტყვეობაში კი 6500 ჯარისკაცი აღმოჩნდა. მთლიანობაში მოკავშირეებმა 90 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს.

რაც შეეხებათ გერმანელებს, მათ 60 000-დან 90 000 კაცამდე დაკარგეს.[1][2]

არდენის ოპერაციამ დაამტკიცა, რომ გერმანელთა მცირე ძალებსაც კი შეეძლოთ მოკავშირეთათვის რეალური საფრთხის შექმნა. ამის გამო, მათი მომდევნო შეტევა ბევრად უფრო მობილიზებული და ორგანიზებული იყო, ვიდრე მანამდე.

  • Caddick-Adams, Peter. Snow and Steel: The Battle of the Bulge, 1944–45 (Oxford University Press; 2015) 872 pages
  • Elstob, Peter (2003), Hitler's Last Offensive, Barnsley: Pen & Sword Military Classics, ISBN 0-85052-984-0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Heeresarzt 10-Day Casualty Reports per Army/Army Group, 1944. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 May 2013. ციტირების თარიღი: 29 May 2018.
  2. Heeresarzt 10-Day Casualty Reports per Army/Army Group, 1945. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 May 2013. ციტირების თარიღი: 29 May 2018.