ანჟ ფელიქს პატასე
ანჟ ფელიქს პატასე | |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ოქტომბერი, 1993 – 15 მარტი, 2003 | |
წინამორბედი | ანდრე კოლინგბა |
მემკვიდრე | ფრანსუა ბოზიზე |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 სექტემბერი, 1976 – 14 ივლისი, 1978 | |
მონარქი | ბოკასა I |
წინამორბედი | ელისაბედ დომიტიენი |
მემკვიდრე | ანრი მაიდუ |
დაბადებული | 25 იანვარი, 1937 პაუა, საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა |
გარდაცვლილი | 5 აპრილი, 2011 (74 წლის) დუალა, კამერუნი |
ანჟ ფელიქს პატასე (ფრანგ. Ange-Félix Patassé; დ. 25 იანვარი, 1937, პაუა, საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა — გ. 5 აპრილი, 2011, დუალა, კამერუნი) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1993–2003 წლებში და პრემიერ-მინისტრი 1976 –1978 წლებში დაამხეს სამოქალაქო ომის შედეგად ამბოხებულებმა ფრანსუა ბოზიზეს მეთაურობით. იგი არის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანჟ ფელიქს პატასე დაიბადა 1937 წლის 25 იანვარს პაუაში. 1976–1978 წლებში იკავებდა ჯერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ხოლო შემდეგ იმპერიის პრემიერ-მინისტრის პოსტს. პატასემ გაიმარჯვა 1993 წელს ჩატარებულ მრავალპარტიულ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაჟინებული მოთხოვნით და გახდა ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მისი მმართველობის პერიოდში, კერძოდ 1996–1997 წლებში მოხდა სამი შეიარაღებული აჯანყება და გამწვავდა კონფლიქტი ე.წ. „ჩრდილოელებსა“ და „სამხრეთელებს“ შორის. პატასე „ჩრდილოელებს“ ეკუთვნოდა, მისი მთავარი მოწინააღმდეგე კოლინგბა კი „სამხრეთელებს“.
1999 წელს გაიმართა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც პატასე ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. ამ არჩევნებში მან დამაჯერებლად დაამარცხა ქვეყნის ექსპრეზიდენტები დავიდ დაკო და ანდრე კოლინგბა. მაგრამ მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს პატასემ დაკარგა ისეთ მოკავშირეთა მხარდაჭერა, როგორიც იყო საფრანგეთი, რომელიც აქტიურად ეხმარებოდა მას პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში.
2001 წელს ანდრე კოლინგბას მეთაურობით განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა, რომლის თანამონაწილეობაში პატასემ საფრანგეთის მთავრობა დაადანაშაულა.
პატასე დაამხეს 2003 წლის მარტში[1]. ხელისუფლებაში მოვიდა ფრანსუა ბოზიზე.
ამის შემდეგ პატასე ცხოვრობდა ტოგოში. ის გარდაიცვალა 2011 წლის 5 აპრილს კამერუნში[2].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jean-Marc Aractingi,La Politique à mes trousses( Politics at my heels ), Editions l'Harmattan, Paris, 2006, Central Africa Chapter (ISBN 978-2-296-00469-6).
- O’Toole, Thomas. "The Central African Republic: Political Reform and Social Malaise." In John F. Clark & David E. Gardinier, eds., Political Reform in Francophone Africa. Boulder, Colorado: Westview Press, 1997.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანჟ ფელიქს პატასეს ბიოგრაფია დაარქივებული 2011-12-04 საიტზე Wayback Machine.