მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრონიკე II დიდი კომნენოსი (ბერძ. Ανδρόνικος Β΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1236, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია – გ. 1266, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია) — ტრაპიზონის იმპერიის მეხუთე იმპერატორი 1263–1266 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ მანუელ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ტრაპიზონელი აზნაურის, ანა ქსილალოიას უფროსი შვილი. მისი სამწლიანი მმართველობის დროს იმპერიამ დაკარგა სინოპი. ანდონიკეს გარდაცვალების შემდეგ იმპერატორის ტახტზე ავიდა მისი ძმა გიორგი I კომნენოსი.
- ყაუხჩიშვილი, ს., მიქელ პანარეტოსი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 168.
- The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991,