ამიმონე
იერსახე
ამიმონე (ბერძ. Άμυμώνη) — დანაოსის ქალიშვილი, რომელსაც სატირი დევნიდა. ამიმონემ დასახმარებლად მოუხმო პოსეიდონს. პოსეიდონმა სატირს სამკბილა ჰკრა, სატირმა აიცდინა, კლეს მოხვდა და სამი ჭავლი წყალი გადმოედინა. ამის შემდეგ სატირი დაიმალა, ამონე კი პოსეიდონმა წაიყვანა და მისაგან შეეძინა გმირი ნავპულუსი. ესქილემ ამიმონეს მითი გამოიყენა ერთ-ერთ სატირულ დრამაში.