ალბერტ-ჰოლი
ალბერტ-ჰოლი (ინგლ. Royal Albert Hall of Arts and Sciences) — ვიქტორიანულ ეპოქაში აგებული საკონცერტო დარბაზი, რომელიც სამხრეთ კენსინგტონში (ლონდონი) მდებარეობს და ბრიტანეთის ერთ ერთი ყველაზე ცნობადი ნაგებობაა. დარბაზი წელიწადში დაახლოებით 350 ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის კლასიკური მუსიკისა და საქველმოქმედო კონცერტებს ოპერას, ბალეტს, დაჯილდოების ცერემონიებსა და ბანკეტებს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბერტ-ჰოლი 1871 წლის 28 მარტს გაიხსნა. იგი დედოფალი ვიქტორიას მეუღლის, პრინც–კონსორტ ალბერტის სახელობისაა, რომელიც 1861 წელს გარდაიცვალა. მშენებლობის ბრძანებას 1867 წელს მოეწერა ხელი. დარბაზს თავიდანვე აკუსტიკური პრობლემები აღმოაჩნდა, რომელთა გამოსწორებაც მხოლოდ 1969 წელს მოხერხდა.
ალბერტ-ჰოლში რეგულარულად იმართება ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ცერემონიები. ტარდება ასევე ექსკურსიები.
ცნობილი კონცერტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Beatles — 9 მაისი 1963 წ.
- Deep Purple — 24 სექტემბერი 1969 წ (Concerto for Group and Orchestra).
- პინკ ფლოიდი — 1969 წ.
- ლედ ზეპელინი — 9 იანვარი 1970 წ.
- ABBA — 1977 წ. ბილეთები იყიდებოდა ფოსტით, დაფიქსირდა 3 500 000 მოთხოვნა
- ჯენესისი — 16 ნოემბერი 1992 წ. - ტური We Can’t Dance Tour.
- The Corrs — 1998 წ. წმინდა პატრიკის დღეს.
- კრის დე ბურგი — დეკემბერი 2000.
- The Who — 2000 წ. ჩაწერეს DVD და ალბომი Live at the Royal Albert Hall.
- 2001 წლის 10 ოქტომბერს რობი უილიამსმა შეასრულა სიმღერები ალბომიდან Swing When You're Winning
- დევიდ გილმორი — 2006 წლის მაისი
- აკვარიუმი და ბორის გრებენშიკოვი – 19 მაისი 2008 წ.
- The Killers — ივნისი 2009 წ.
- Depeche Mode — 17 თებერვალი 2010 წ. - საქველმოქმედო კონცერტი A Concert For Teenage Cancer Trust ბილეთები გაიყიდა 4 წუთში.