შინაარსზე გადასვლა

აკამანტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკამანტი (ბერძნ. Ἀκάμας, -αντος) — "დაუღალავი" — ბერძნულ მითოლოგიაში რამდენიმე პერსონაჟს ეწოდება. ქვემოთ ჩამოთვლილი სამივე აკამანტი ტროას ომში იღებდა მონაწილეობას. პირველი პერსონაჟი ერთადერთია, რომელიც ჰომეროსს არ ჰყავს ნახსენები.

აკამანტი თეზევსის ძე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკამანტი იყო თეზევსისა და ფედრას ვაჟი. დემოფონტეს ნახევარძმა. ვერგილუსს აღუნიშნავს, რომ აკამანტი ტროას ცხენში იმყოფებოდა.

აკამანტი ევსორეს ძე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტროელების დასახმარებლად მისული თრაკიელი ბელადი.

აკამანტი ანტენორის ძე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტროელი მეომარი, ანტენორისა და თეანოსის ვაჟი.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკამანტი“-დან