აზორის კუნძულები
აზორის ავტონომიური რეგიონი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: „Antes morrer livres que em paz sujeitos“ (პორტუგალიური) „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ (ქართულად) |
||||||
ჰიმნი: A Portuguesa |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | პონტა-დელგადა1 | |||||
უდიდესი ქალაქი | პონტა-დელგადა | |||||
ოფიციალური ენა | პორტუგალიური | |||||
მთავრობა | ავტონომიური რეგიონი | |||||
- | პრეზიდენტი | ვასკო ალვეშ კორდეირო | ||||
- | აზორის ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტი | ანა ლუისა პერეირა ლუისი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 326 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 245 374 | ||||
- | სიმჭიდროვე | 104 კაცი/კმ2 | ||||
ვალუტა | ევრო | |||||
დროის სარტყელი | UTC-01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC±00:00 (UTC) | ||||
Internet TLD | .pt | |||||
სატელეფონო კოდი | 351 |
აზორის კუნძულები (პორტ. Açores) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში. პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი. დედაქალაქი – პონტა-დელგადა. ამ არქიპელაგის ცხრა მთავარი კუნძული, სამ ცალკეულ ჯგუფს ქმნის და პორტუგალიის დასავლეთით 1600 კმ-ზეა გადაჭიმული. კუნძულები ვულკანთა ამოფრქვევისა და მიწისძვრათა შედეგად წარმოიქმნა. კლიმატი აქ ნოტიო სუბტროპიკულია და ამიტომ მცენარეები კარგად ხარობს. კუნძულ პიკოზე მდებარეობს პორტუგალიის ყველაზე მაღალი მწვერვალი - პიკო (2351 მ).
აზორის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეგიონული ავტონომია ხორციელდება პორტუგალიის კონსტიტუციის ფარგლებში და არ ლახავს სახელმწიფო სუვერენიტეტს. ავტონომიის ძირითადი სამართლებრივი საფუძვლებია პორტუგალიის კონსტიტუცია და აზორის ავტონომიური რეგიონის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუტი.
აზორის ავტონომიურ რეგიონს აქვს საკუთარი დროშა, გერბი, ბეჭედი და ჰიმნი, რომელიც მტკიცდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ.
სახელისუფლებო ორგანოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზორის ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონის საკანონმდებლო ორგანოა რეგიონის ერთ პალატიანი საკანონმდებლო ასამბლეა. იგი წარმოადგენს რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და ზედამხედველობს რეგიონის მთავრობის საქმიანობას. საკანონმდებლო ასამბლეა შედგება 4 წლის ვადით არჩეული 57 დეპუტატისაგან.
საკანონმდებლო ასამბლეის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ასამბლეის სხდომა ირჩევს პრეზიდენტს და ბიუროს. პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იქნეს ის დეპუტატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა დადგენილი უმრავლესობა კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც ვერ აირჩა იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა და არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. საკანონმდებლო ასამბელის პრეზიდენტი წარმოადგენს ასამბლეას, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას.
აზორის ავტონომიური რეგიონის მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზორის ავტონომიური რეგიონის აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს რეგიონის მთავრობა, რომელიც აზორის რეგიონული ადმინისტრაციის უმაღლეს ორგანოოს წარმოადგენს. პრეზიდენტი და რეგიონული სამდივნოები წარმოადგენს რეგიონულ სამთავრობო დეპარტამენტებს.
რეგიონული მთავრობა შედგება პრეზიდენტისა და რეგიონული მდივნებისაგან. რეგიონული მთავრობის წევრთა რაოდენობა და დასახელება, მათი სამოქმედო არეალი, კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება რეგიონული აქტით.
რეგიონული მთავრობის პრეზიდენტი ინიშნება რესპუბლიკის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით მასში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ. ვიცე-პრეზიდენტები და რეგიონული მდივნები ინიშნებიან რესპუბლიკის წარმომადგენლის მიერ რეგიონის პრეზიდენტის წარდგინებით. რეგიონის მთავრობა უფლებამოსილებას იღებს რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის წინაშე.
რეგიონის მთავრობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელიც შეიცავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
რესპუბლიკის წარმომადგენელი აზორის ავტონომიურ რეგიონში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზორის ავტონომიურ რეგიონში რესპუბლიკის წარმომადგენელს ნიშნავს რესპუბლიკის პრეზიდენტი რესპუბლიკის მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ. თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევების გარდა, რესპუბლიკის წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა ემთხვევა რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას და იგი წყდება რესპუბლიკის ახალი წარმომადგენლის მიერ თანამდებობის დაკავებისთანავე. რესპუბლიკის წარმომადგენელი:
- არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ნიშნავს რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს;
- რეგიონის მთავრობის პრეზიდენტის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს რეგიონის მთავრობის სხვა წევრებს;
- ხელს აწერს და აქვეყნებს რეგიონის კანონებს;
- პორტუგალიის კონსტიტუციის 227-ე და 228-ე მუხლებით განსაზღვრული წესით იყენებს ვეტოს უფლებას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Costa, Antonieta (2007). Pelo sinal do Espírito Santo By the sign of the Holy Spirit. Angra do Heroísmo: Presidência do Governo Reginal dos Açores. Direcção Regional da Cultural, გვ. 120p.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Azores Regional Government
- Assembleia Legislativa da Região Autónoma dos Açores http://www.alra.pt/
- Azores Weather & Climate დაარქივებული 2009-05-14 საიტზე Wayback Machine.
- Açoreanos: the Azores online community დაარქივებული 2010-10-12 საიტზე Wayback Machine.
|
|