ადამიანის უფლებები ბაჰრეინში
ადამიანის უფლებები ბაჰრეინში — Human Rights Watch ბაჰრეინის ჩანაწერებში ადამიანის უფლებების შესახებ იქ არსებულ მდგომარეობას აღწერს, როგორც „სავალალო, რომელიც მკვეთრად გაუარესდა 2010 წლის მეორე ნახევარში“. ბაჰრეინის მთავრობამ ადგილობრივი შიიტი მუსლიმური მოსახლეობა მარგინალიზებული გახადა. [1] წამება და იძულებითი გაუჩინარება ბაჰრეინში ხშირია. 2011 წლის არაბული გაზაფხულის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულმა ზომებმა ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოიწვია, [2] მათ შორის ათობით ძველი შიიტური მეჩეთის განადგურება. [3]
ბაჰრეინის დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა 2011 წლის 29 ივნისს მეფე ჰამად ბინ ისა ალ-ჰალიფას მიერ, 2011 წლის თებერვალსა და მარტში არეულობის პერიოდში სამეფოში მომხდარი ინციდენტების და ამ მოვლენების შედეგების შესაფასებლად. [4] ანგარიში გამოქვეყნდა იმავე წლის 23 ნოემბერს და დაადასტურა, რომ დაკავებულებზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. [5] [6]
მოქალაქეობის არმქონე ხალხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მზარდ პრობლემას წარმოადგენს მოქალაქეობის არმქონე ადამიანები, რომლებიც ცნობილი არიან ბედუნის სახელით, რომლებიც არიან ირანელთა (განსაკუთრებით ეთნიკური სპარსელების ) შთამომავლები. ისინი ბაჰრეინში მრავალი ათწლეულია ცხოვრობენ. ბაჰრეინის მოქალაქეების უმეტესობა მუსლიმია, ზოგი ბაჰრეინელი ქრისტიანია.
ბაჰრეინში მოქალაქეობის არმქონე პირებს ეკრძალებათ კანონიერი ბინადრობის უფლება, არ აქვთ უფლება იმოგზაურონ საზღვარგარეთ, შეიძინონ სახლები და შეასრულონ სამთავრობო სამუშაოები. მათ ასევე არ აქვთ მიწის საკუთრება, ბიზნესის დაწყების და სესხების აღების უფლება. ცოტა ხნის წინ, ბაჰრეინის მთავრობამ გამოსცა დებულებები, რომლებიც ხელს უშლის მათი შვილების საჯარო სკოლებში გაგზავნასა და უფასო სამედიცინო დახმარების მიღებაში. მოქალაქეობის არმქონე პირის დეპორტაცია შეუძლიათ ნებისმიერ დროს. 1980-იანი წლების დასაწყისიდან ბაჰრეინის მთავრობამ ასობით ბედუნი გადაასახლა ირანში.
წამება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად მრავალი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ განმეორებითი პრეტენზიებისა გაუმჯობესების შესახებ, [7] Human Rights Watch ირწმუნება, რომ „წამება ბაჰრეინში სამართლებრივი პროცესის რეგულარული ნაწილია“. [8]
ჰეკიმ ალ-არაიბის დაკავება ტაილანდში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის ნოემბერში ბაჰრეინელ ფეხბურთელ ჰაკიემ ალ-არაიბის ბაჰრეინმა დაუსწრებლად მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიციის განყოფილების ვანდალურად დაზიანების გამო. იგი დააკავეს ტაილანდში მეუღლესთან ერთად თაფლობის თვის გატარებისას. ფეხბურთელმა, რომელსაც ავსტრალიამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 2014 წელს, მოუწოდა ტაილანდის ხელისუფლებას, რომ არ გადაეყვანათ იგი ბაჰრეინში, რადგან იგი ადრე აწამეს ბაჰრეინში პოლიტიკური შეხედულებების გამო. [9]
მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია ლობირებდა მის გათავისუფლებას. 2019 წლის 11 თებერვალს ტაილანდის გენერალურმა პროკურატურამ (OAG) შეწყვიტა ექსტრადიციის საქმე და ფეხბურთელი მელბურნში დაბრუნდა.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 2002 წლის არჩევნების აღდგენიდან მეფე ჰამადის მიერ რეფორმების ფარგლებში ქალებმა პირველად მიიღეს ხმის მიცემის უფლება. შურას საბჭოში წარმოდგენილი არიან ბაჰრეინის ქრისტიანული და ებრაული თემების წევრები.
სიტყვის თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავრობა აცხადებს, რომ პრესა თავისუფალია. [10] Human Rights Watch–მა 2004 წელს აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი მთავრობას აძლევს „ფართო თავისუფლებას საზოგადოებრივი კრიტიკის აღსაკვეთად“ [11] და რომ მას „აქვს დებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს“. [12] Amnesty International–მა 2004 წელს განაცხადა, რომ კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნას „როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამართლება“. [13]
Human Rights Watch-ის 2011 ქვეყნის ანგარიშისა და საერთაშორისო პრესის თანახმად, პრესის თავისუფლება როგორც ბეჭდურ, ისე ვებ–გვერდებზე მკაცრად იზღუდება, ვებ–გვერდები დაბლოკილია, ჟურნალისტები აწამეს და რედაქტორები გაათავისუფლეს. [14] [15]
ინტერნეტის ცენზურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაჰრეინში ინტერნეტის ცენზურა კლასიფიცირებულია პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში, როგორც მნიშვნელოვანი ინტერნეტ–ინსტრუმენტი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. [16]
შეკრების თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Human Human Watch 2011-ის ქვეყნის ანგარიშის თანახმად, შეკრების თავისუფლება მკაცრად იზღუდება შეკრების შესახებ კანონის თანახმად, "რომელიც კრძალავს ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. დაიხურა ან დახურეს ბაჰრეინის ადამიანის უფლებათა საზოგადოება, ბაჰრეინის ადამიანის უფლებათა ცენტრი და ბაჰრეინის ახალგაზრდა ადამიანის უფლებათა საზოგადოება .
რელიგიის თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ისლამი არის ოფიციალური რელიგია და რომ შარიათი (ისლამური კანონი) არის კანონმდებლობის ძირითადი წყარო. კონსტიტუციის 22-ე მუხლი ითვალისწინებს სინდისის თავისუფლებას, ღვთისმსახურების ხელშეუხებლობას და რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულების თავისუფლებას და რელიგიური აღლუმებისა და შეხვედრების ჩატარებას, ქვეყანაში დაცული წესების შესაბამისად. ამასთან, მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები დააკისრა ამ უფლების გამოყენებას. მთავრობა განაგრძობს შიიტი მუსლიმების დისკრიმინაციას გარკვეულ სფეროებში. სხვა რელიგიური ჯგუფების წევრები, რომლებიც თავიანთ რწმენას პირადად ასრულებენ, ამას მთავრობის მხრიდან ჩარევის გარეშე აკეთებენ.
ქალთა უფლებები და გენდერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფე ჰამადის ნაბიჯები ქალთა უფლებების დამკვიდრების შესახებ Amnesty International–მა აღწერა, როგორც „ახალი ცისკარი ბაჰრეინელი ქალებისათვის“. 2002 წელს ქალებმა პირველად მიიღეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება და თანაბარი პოლიტიკური უფლებები.
ლგბტ პრობლემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰომოსექსუალობა არ არის უკანონო. ბაჰრეინში ლგბტ ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივი სანქციები არსებობს რამდენიმე ძალიან ფართოდ დაწერილი კანონის შესაბამისად და აღქმულია „უზნეობად“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Human Rights Watch: Bahrain
- Amnesty International: Bahrain დაარქივებული 2011-04-29 საიტზე Wayback Machine.
- Bahrain Centre for Human Rights დაარქივებული 2012-06-14 საიტზე Wayback Machine.
- Bahrain Human Rights Watch Society დაარქივებული 2021-04-14 საიტზე Wayback Machine.
- Redress Trust: Bahrain
- International Freedom of Expression Exchange: Bahrain
- National Democratic Institute: Bahrain
- Country Reports on Human Rights Practices – 2005, US Department of State
- International Confederation of Free Trade Unions: Bahrain
- Bahrain: Five years of lost opportunities, Proceeding of a seminar held under the auspices of Lord Avebury, the Vice-Chairman of the Parliamentary Human Rights Group in the House of Lords, 15 December 2005
- Review of Bahrain by the United Nations Human Rights Council's Universal Periodic Review, 7 April 2008
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-06. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
- ↑ Human rights organizations criticize rampant abuses in Bahrain, jurist.org 8 April 2011
- ↑ Bahrain stages trials of opponents, despite new US criticism.
- ↑ Bahrain News Agency – HM King Hamad Sets up Royal Independent Investigation commission.
- ↑ BICI – Bahrain Independent Commission of Inquiry.
- ↑ Bahrain's uncertain future.
- ↑ Conclusions and recommendations of the Committee against Torture : Bahrain., Committee Against Torture, United Nations Commission for Human Rights, 21 June 2005
- ↑ Bahrain's torture problem. Human Rights Watch.
- ↑ Bahraini footballer pleads in court against deportation. BBC News. ციტირების თარიღი: 4 February 2019.
- ↑ Bahrain Press one of freest დაარქივებული 2007-10-29 საიტზე Wayback Machine. , Gulf Daily News, 8 April 2007
- ↑ Bahrain: Activist Jailed After Criticizing Prime Minister, Human Rights Watch, 29 September 2004
- ↑ Bahrain: King Should Reject Law on Public Gatherings, Human Rights Watch, 8 June 2006
- ↑ Bahrain: Amnesty International welcomes the release of Abdul Hadi al-Khawaja, Amnesty International, 22 November 2004
- ↑ Bahrain protests: After crushed protests, Bahrain is accused of increased oppression of Shiites.
- ↑ Bahrain News Agency – Al-Wasat Board of Directors Sacks Al-Jamri And Appoints Abidli Al-Abidli.
- ↑ "ONI Country Profiles", Research section at the OpenNet Initiative web site, a collaborative partnership of the Citizen Lab at the Munk School of Global Affairs, University of Toronto; the Berkman Center for Internet & Society at Harvard University; and the SecDev Group, Ottawa