შინაარსზე გადასვლა

აგრიპა (ასტრონომი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგრიპა
დაბ. თარიღი I საუკუნე
გარდ. თარიღი I საუკუნე
საქმიანობა ასტრონომი

აგრიპა (ბერძ. Αγρίππας ο Βιθύνιος) — ძველი ბერძენი ასტრონომი, რომელიც ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში. მისი ერთადერთი ხსენება ეხება 92 წელს გაკეთებულ დაკვირვებებს. პტოლემე „ალმაგესტში“ (VII, 3) აღნიშნავს, რომ დომიციანის მეფობის მეთორმეტე წელს, ბიზანტიური მეტროსის თვის მეშვიდე დღეს, აგრიპამ დააკვირდა პლეადების ვარსკვლავური გროვის დაფარვას მთვარის ყველაზე სამხრეთით. აგრიპას დაკვირვების მიზანი ალბათ ჰიპარქეს მიერ აღმოჩენილი ბუნიობის მოლოდინის შემოწმება იყო[1].

მთვარის ერთ-ერთ კრატერს, რომელიც მდებარეობს ორთქლის ზღვაში, მის პატივსაცემად ეწოდა აგრიპა.

  • Колчинский И.Г., Корсунь А.А., Родригес М.Г. Астрономы.Биографический справочник. — Киев: Наукова думка, 1977.
  1. «Αγρίππας δ' εν Βιθυνία τηρήσας αναγράφει, ότι τω ιβ΄ έτει Δομετιανού κατ' αυτούς Μητρώου ζ΄ νυκτός ώρας γ΄ αρχούσης η σελήνη επεκάλυψε τω νοτίω κέρατι το επόμενον και νότιον μέρος της Πλειάδος.» (Αλμαγέστη, Ζ΄, 3)