Concerto for Group and Orchestra
Concerto for Group and Orchestra | ||||
---|---|---|---|---|
საკონცერტო ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
დეკემბერი, 1969 (აშშ) იანვარი, 1970 (ბრიტანეთი) | |||
ჩაიწერა | 24 სექტემბერი, 1969 | |||
ჟანრი | კლასიკური მუსიკა, პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 59:26 | |||
ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Tetragrammaton (აშშ) Warner Bros. (აშშ) (ახალი გამოცემა) | |||
პროდიუსერი | Deep Purple | |||
Deep Purple — ქრონოლოგია | ||||
|
Concerto for Group and Orchestra | ||||
---|---|---|---|---|
ვიდეო — | ||||
გამოცემის თარიღი |
6 მაისი 2003 4 აპრილი 1970 (ტელეეთერი), | |||
ჩაიწერა | 24 სექტემბერი, 1969 | |||
ჟანრი | შერეული ჟანრები | |||
ხანგრძლივობა | 52:30 | |||
ლეიბლი | Eagle Rock Ent | |||
Deep Purple — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Concerto for Group and Orchestra — ჯონ ლორდის მიერ დაწერილი კონცერტი, იენ გილანის ტექსტებით. იგი მძიმე როკ-ჯგუფ Deep Purple-მა სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად შეარსულა როიალ ალბერტ ჰოლში (დირიჟორი - მალკოლმ არნოლდი) 1969 წელს. ეს იყო პირველი ალბომი, რომელშიც ჯგუფის ვოკალისტი იენ გილანი მღეროდა. კონცერტი DVD ფორმატში 2003 წელს გამოვიდა.
მუსიკალური ფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთლიანობაში ეს გამოსვლა მასშტაბური კონცერტის, საკონცერტო სიმფონიისა და ორკესტრული სიმფონიის სახეს ატარებს:
- პირველი განყოფილება (მოდერატო - ალეგრო: ჯგუფიც და ორკესტრიც ასრულებენ ცალ-ცალკე. თითოეული, თავის მხრივ, ცდილობს მთავარი თემის საკუთარი ვერსიის წარმოდგენას.
- მეორე განყოფილება (ანდანტე), იენ გილანის ტექსტებით გაჯერებული ნაწილი. აქ ჯგუფი უფრო აქტიურად ერწყმის ორკესტრის ჟღერადობას.
- მესამე განყოფილება (ვივაჩე - პრესტო): რომ არ ჩავთვალოთ იენ პეისის პარტიები, ბალანსი ჯგუფსა და ორკესტრს შორის თანაბარია და მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრამფირფიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქ შეტანილი იყო თავად კონცერტი, ორ ნაწილად დაყოფილ მეორე განყოფილებით.
აუდიო დისკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990-იანებში გამოიცა CD ამ კონცერტის ჩანაწერით, რასაც დაემატა Wring That Neck და Child in Time, რომელიც იმავე კონცერტზე ჩაიწერა, 1969 წელს.
DVD დისკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წელის კომპანიამ EMI გამოსცა ალბომის DVD-აუდიო ვერსია, რომელშიც შეტანილი იქნა ყველა კომპოზიცია, რომელიც ჯგუფმა დაუკრა 1969 წელს.
- სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრი მალკოლმ არნოლდის ხელმძღვანელობით
- მალკოლმ არნოლდის 6ე სიმფონია, ოპუსი 95
- 1 განყოფილება: ენერგიკო - 9 : 19
- 2 განყოფილება: ლენტო - 8 : 52
- 3 განყოფილება: კონ ფუოკო - 7 : 02
- მალკოლმ არნოლდის 6ე სიმფონია, ოპუსი 95
- Deep Purple:
- სიმღერები:
- Hush (ჯო საუზი) - 4 : 42
- Wring That Neck (რიჩი ბლეკმორი, ნიკ სიმპერი, ჯონ ლორდი, იენ პეისი) - 13 : 23
- Child in Time (იენ გილანი, რიჩი ბლეკმორი, როჯერ გლოვერი, ჯონ ლორდი, იენ პეისი) - 12 : 06
- სიმღერები:
- Deep Purple და სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრი მალკოლმ არნოლდის ხელმძღვანელობით
1999 წლის შესრულება და ჩანაწერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999 წლის 26 და 27 სექტემბერს, პირველი შესრულებიდან 30 წლის შემდეგ, „კონცერტი ჯგუფისა და ორკესტრისთვის“ პირველად შესრულდა Deep Purple-ის მიერ, როიალ ალბერტ ჰოლში.
კონცერტის ჩანაწერი გამოიცა ორმაგ CD-სა და ვიდეოფილმის სახით, სახელწოდებით In Concert with the London Symphony Orchestra.
2006 წლის ვერსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წლის ივლისში, ჰენლის ფესტივალზე შესრულდა ნაწარმოების კიდევ ერთი ვერსია.
2007 წლის ვერსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის 7 ოქტომბერს მალკოლმ არნოლდის ფესტივალზე, ნორთჰემპტონში, შესრულდა არნოლდის მეექვსე სიმფონია და ჯონ ლორდის MAsque, რომელიც მიეძღვნა მის მეგობარს.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯონ ლორდი - ორგანი, კლავიშები
- რიჩი ბლეკმორი - ელექტრო გიტარა
- იენ გილანი - ვოკალი
- როჯერ გლოვერი - ბას გიტარა
- იენ პეისი - დასარტყმელი საკრავები
- სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრი მალკოლმ არნოლდის ხელმძღვანელობით
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Eder, Bruce. Concerto for Group and Orchestra AllMusic-ზე