კლუბის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი და დამსახურება მიუძღვის ჩეხ საზოგადო მოღვაწესა და პედაგოგს იაროსლავ სვატოშს. XIX საუკუნის ბოლოს პრაღის სპორტსაზოგადოება „სოკოლიდან“ საქართველოში დაპატიჟა ტანვარჯიშის მწვრთნელები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სპორტული სექცია „სოკოლი“, 1906 წლიდან — „შევარდენი“. სპორტსაზოგადოებას ხელმძღვანელობდნენ ა. ლუკეში, ი. ნოვაკი, გ. ეგნატაშვილი.
კლუბი „შევარდენი“ ტფილისი ჩამოყალიბდა 1906 წელს. 1911 წლის 23 ოქტომბერს შევარდნელებმა გამართეს თამაში სხვადასხვა სპორტული წრეებისგან გაერთიანებულ ნაკრებ გუნდთან და იმარჯვეს 1–0. 1986 წლამდე მონაწილეობდა ადგილობრივ შეჯიბრებებში.
1980-იანები
1987 წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო სსრ კავშირის პირველობაზე, მეორე ლიგის IX ზონაში, სადაც 30 ჩატარებული თამაშიდან 14 მოიგო, 12 დათმო, 4 ფრედ დაამთავრა და 32 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.[2]
1988 წელს იმავე პირველობაზე ჩატარებული 30 თამაშიდან 8 მოიგო, 18 დათმო, 4 ფრედ დაამთავრა და 20 ქულით 16 გუნდში მე-14 ადგილზე გავიდა.[3]
1989 წელს იმავე პირველობაზე და იმავე ზონაში ჩატარებული 42 თამაშიდან 11 მოიგო, 25 დათმო, 6 ფრედ დაამთავრა და 28 ქულით გათამაშების მონაწილე 22 გუნდს შორის მე-20 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.[4]
საქართველოს 1986 წლის ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდის, თბილისის „შევარდენის“ (სპი) შემადგენლობაში იყვნენ: ი. ბერაძე, მ. კორსავა, ბ, ჩადუნელი, გ. ბანცური, გ. მენთეშაშვილი, გ. ქობელაშვილი თ. დეკანოსიძე, გ. ჯოჯუა, მ. შალამბერიძე, დ. ქადაგიძე, გ. ჯიშკარიანი, კ. კოპალეიშვილი, ზ. ბაკურაძე, გ. ჯაკობია, კ. გოგიჩაიშვილი, გ. მესხაძე, გ. ლოგუა, დ. უგრელიძე, თ. ყოლბაია, გ. ხატიაშვილი, გუნდის უფროსი მწვრთნელი — მ. ხურცილავა, გუნდის უფროსი — ნ. ბუსკაძე.[5]
საქართველოს სუპერთასი 1986
1986 წლის 21 დეკემბერს თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის სტადიონზე გაიმართა საქართველოს სუპერთასის მატჩი ფეხბურთში. ერთმანეთს შეხვდნენ რესპუბლიკის ჩემპიონი „შევარდენი“-სპი (თბილისი) და თასის მფლობელი „მადნეული“ (ბოლნისი). სპორტული პრესის შეფასებით ეს იყო სეზონის ფინიშის მეტად საინტერესო თამაში, სადაც გამარჯვებულებმაც და დამარცხებულებმაც დიდი მონდომება, ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და, თუმცა, გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, ბოლნისელი ფეხბურთელებიც ღირსეულად გამოიყურებოდნენ.
თამაშის დასაწყისი „მადნეულის“ უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მე-18 წუთზე „შევარდენი“-სპი-მ სწრაფი კონტრიერიში განახორციელა, რაც მენთეშაშვილის ზუსტი დარტყმით დამთავრდა. ათიოდე წუთის შემდეგ ასეთივე კონტრშეტევის დროს მასპინძლები ჯოჯუამ დააწინაურა — 2–0. ბრძოლის სიმწვავე შესვენების შემდეგაც არ დამცხრალა, ქობელაშვილმა ანგარიში 3–0-მდე გაზარდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებზე თბილისელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბოლნისელთა მეკარე კუდუხოვმა ზუსტად გამოიყენა.
საქართველოს 1986 წლის სუპერთასი ჩემპიონის გამარჯვებით — 3–1 დამთავრდა, საპატიო ჯილდო თბილისის „შევარდენი“-სპი-მ (გუნდის მწვრთნელი სპორტის დამსახურებული ოსტატი მ. ხურცილავა) ჩაიბარა.[6]
შემადგენლობა 1989
მწვრთნელები
ალექსანდრე კოტრიკაძე (მთ. მწვრთნელი), ელგუჯა გიორგის ძე ხუციშვილი (მწვრთნელი), უშანგ ისიდორეს ძე შევარდნაძე (გუნდის უფროსი).
მეკარე
გიორგი მეცხვარიშვილი (1965).
მცველები
სულხან ახალბედაშვილი (1964), გოჩა ბოხუა (1967), გიორგი მღვდელაძე (1967), თამაზ სამხარაძე (1967), ფირუზ ხარებაშვილი (1972), გიორგი ელიაშვილი (1962).
გრიგოლ ჭანტურია, რევაზ ნაჭყეპია, გელა კვიტატიანი, ანზორ შურღაია, კოტე მელქაძე, გია ჯიშკარიანი, მამია ჯიქია, გიორგი ელიაშვილი, გიორგი ნადირაძე, ზაალ ქოჩლაძე, ზაზა ბაკურაძე, კახი გოგიჩაიშვილი, მამუკა ფანცულაია, ზაზა ჯანაშია.
გრიგოლ ჭანტურია, გიორგი ელიაშვილი, გელა კვიტატიანი, კოტე მელქაძე, გია ჯიშკარიანი, გიორგი ნადირაძე, ნორმენ ტარტარაშვილი, შერმადინ დანელია, რომეო გოგიტაძე, კახი გოგიჩაიშვილი, მამია ჯიქია, ლაშა ბუკია, ზაზა ჯანაშია.[9]
შემადგენლობა 1995
მწვრთნელები
ჯონი ჯანელიძე (მთ. მწვრთნელი).
გუნდის მოთამაშეები
ივანე ბერაძე, ედიშერ ალადაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, სოსო თამაზაშვილი, კობა ჟორჟიკაშვილი, გიზო ჯელაძე, ილია კანკავა, ნუკრი მინდიაშვილი, დავით გოდერძიშვილი, გიორგი მაზანიშვილი, ზურაბ ქოიავა, მერაბ ამისულაშვილი, კახა გოგოლაძე.
2000-იანები
2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან მოხსნა და ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში დააქვეითა, ასევე მოხსნა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდანაც, ხოლო გუნდის რამდენიმე მოთამაშეს სხვადასხვა ვადით თამაში აუკრძალა. ეროვნული ლიგის ადმინისტრაციის ცნობით, 13 ტურის შემდეგ, მოხდა გუნდის შედეგების ანულირება.[1][10]