ფედერიკო ფასიო
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფედერიკო ხულიან ფასიო | ||
დაბადების თარიღი | (27 წლის)17 მარტი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 195 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სალერნიტანა | ||
ნომერი | 17 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003-2005 | ფეროკარილ ოესტე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005-2006 | ფეროკარილ ოესტე | 48 | (3) |
2007-2008 | სევილია ატლეტიკო | 20 | (2) |
2007–2014 | სევილია | 148 | (12) |
2014–2017 | ტოტენჰემ ჰოტსპური | 20 | (0) |
2016 | → სევილია | 4 | (0) |
2016–2017 | → რომა | 37 | (2) |
2017–2022 | რომა | 90 | (9) |
2022– | სალერნიტანა | 38 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
2006–2007 | არგენტინა 20-წლ. | 13 | (1) |
2008 | არგენტინა 23-წლ. | 2 | (0) |
2011–2018 | არგენტინა | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 დეკემბერი, 2023 |
ფედერიკო ხულიან ფასიო (ესპ. Federico Julián Fazio; დ. 17 მარტი 1987, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „სალერნიტანას“ ცენტრალური მცველი და კაპიტანი
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ფეროკარილ ოესტე“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფედერიკო დაიბადა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში და თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ფეროკარილ ოესტეში“. მის კარიერაში დიდ როლს თამაშობს მისი სიმაღლე, რაც ეხმარება მას საჰაერო ორთაბრძოლებში. ფასიო თავს კლუბში კარგად გრძნობდა, თუმცა ეს კლუბი არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა, ამიტომ ახალგაზრდა ამბიციურმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა კლუბის შეცვლა.
„სევილია“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის იანვარში ფასიო გადავიდა ესპანურ „სევილიაში“, მაგრამ მისი კარიერა ისე არ გაგრძელდა როგორც თავის ყოფილ კლუბში, თავიდან ის ვერ ხვდებოდა სისტემატიურად ძირითად შემადგენლობაში. უეფა-ს თასის ფინალში, სადაც „სევილიას“ ტრავმირებული ჰყავდა ძირითადის მცველები (ხავი ნავაროს ჰქონდა პრობლემები მუხლზე, ასევე ჟულიან ესკუდესაც არ შეეძლო თამაში), ამიტომ ფედერიკო ძირითადში მოხვდა. „სევილიამ“ კი შეძლო და ზედიზედ მეორედ მოიგო უეფას თასი.
მისი დებიუტი ესპანურ პრიმერაში 2007 წლის 25 აგვისტოს შედგა. ახალი სეზონის გახსნით მატჩში. მისმა კლუბმა „ხეტაფეს“ სძლია 4–1. ფასიო ასევე დაეხმარა კლუბს მადრიდის „რეალის“ ძლევაში, 2007 წელს, ესპანეთის სუპერთასზე.
2008 წლის 7 მაისს არგენტინელმა გაიტანა თავისი პირველი გოლი „სევილიას“ შემადგენლობაში. ამ მატჩში „სევილიამ“ სანტანდერის „რასინგი“ დაამარცხა 3–0. ერთი კვირის შემდეგ მან გაიტანა თავისი მეორე გოლი, ამჯერად „ბეტისის“ კარში. შეხვედრა 2–0 დასრულდა.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არგენტინის ეროვნული ნაკრების რიგებში ფასიომ ჩაატარა სულ 2 შეხვედრა, თუმცა მან დიდ წარმატებას მიაღწია ახალგაზრდული ნაკრების რიგებში. მის აქტივში არის ორი უდიდესი გამარჯვება საერთაშორისო დონეზე იგი არის 2007 წლის ფიფა-ს ოც წლამდე მსოფლიო ჩემპიონატისა და 2008 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სეგუნდა დივიზიონი: 2006–07[1]
- ესპანეთის თასი: 2009–10[2]
- ესპანეთის სუპერთასი: 2007[3]
- უეფა-ს ევროპა ლიგა: 2013–14[4]
- ოლიმპიური თამაშები: 2008
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 17 მარტი
- დაბადებული 1987
- იტალიელი არგენტინელები
- არგენტინელი ფეხბურთელები
- სეგუნდა დივიზიონი B-ის ფეხბურთელები
- ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- სევილია ატლეტიკოს ფეხბურთელები
- სევილიის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ტოტენჰემ ჰოტსპურის ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- რომას ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები