სომალის ომი (2006-2009)
სომალის ომი (2006-2009) | |||||
---|---|---|---|---|---|
სომალის სამოქალაქო ომის, ომი ტერორიზმის წინააღმდეგ და ეთიოპია-სომალის კონფლიქტის ნაწილი | |||||
სომალის ომი. 3 თებერვალი, 2009 | |||||
თარიღი | 20 დეკემბერი, 2006 – 30 იანვარი, 2009 | ||||
მდებარეობა | მოგადიშო, სომალი | ||||
შედეგი | ეთიოპიის/გარდამავალი ფედერალური მთავრობის ჯარების გამარჯვება | ||||
მხარეები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|
სომალის ომი (2006-2009) — ასევე ცნობილი როგორც ეთიოპიის შეჭრა სომალიში ან ეთიოპიის ინტერვენცია სომალის სამოქალაქო ომში. [4] შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც ძირითადად მონაწილეობდნენ ეთიოპიისა და სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის (TFG) ძალები და სომალის ჯარები პუნტლანდიდან. სომალის ისლამური ქოლგის ჯგუფის, ისლამური სასამართლოს კავშირის (ICU) და სომალის კონტროლის მოსურნე სხვა ჯგუფების წინააღმდეგ. ეთიოპიის ქმედებები განპირობებული იყო იმით, რომ ისლამური სასამართლოების კავშირმა 2006 წლის ბოლოს სამხრეთ სომალის უმეტესობაზე კონტროლი მოიპოვა.
ჩართული ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომში ჩართული ძალების დადგენა რთულია მრავალი ფაქტორის გამო: არ არსებობს ოფიციალური ორგანიზაციების ჩანაწერები და მოთხოვნები. გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციით იყო დაფარული. ეთიოპია ომამდე, თვეების განმავლობაში, ამტკიცებდა, რომ მას მხოლოდ რამდენიმე ასეული მრჩეველი ჰყავდა ქვეყანაში, თუმცა დამოუკიდებელი ანგარიშები სამხედროების რაოდენობის შესახებ გაცილებით მეტ რაოდენობას მიუთითებდნენ. BBC- ის თანახმად, „ გაეროს შეფასებით, ქვეყანაში შეიძლება ყოფილიყო მინიმუმ 9000-ზე მეტი ეთიოპიელი ჯარისკაცი, ხოლო AP ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 12-15000-ს აღწევს. [5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სომალსა და ეთიოპიას შორის სასაზღვრო დავა ოგადენის რეგიონთან დაკავშირებით თარიღდება 1948 წლით, როდესაც ეს მიწა ეთიოპიას გადაეცა. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია სომალის უკმაყოფილება, განაახლა ეთიოპიაში შეჭრის განმეორებითი მცდელობები ოგადენზე კონტროლის აღების მიზნით დიდი სომალის შესაქმნელად. ეს გეგმა გააერთიანებდა ეთიოპიის მიერ კონტროლირებად ოგადენის სომალელებს სომალის რესპუბლიკაში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ამ ეთნიკურმა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ წლების განმავლობაში გამოიწვია საზღვრისპირა შეტაკებები.
- 1960–1964 სასაზღვრო დავა
- 1977–1978 ოგადენის ომი
- 1982 წლის აგვისტოს სასაზღვრო შეტაკება [6] [7]
- 1998–2000 საზღვრისპირა ომი ქაოტური ჯგუფის ლიდერების ეპოქაში. [8]
საინფორმაციო ომი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იყო მნიშვნელოვანი მტკიცებები და ბრალდებები სხვადასხვა მხარის მხრიდან დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ტაქტიკის გამოყენების შესახებ კონფლიქტის მიზეზებისა და მიმდინარეობის ფორმირებისთვის. ეს მოიცავს ჩართული ძალების არსებობის ან რაოდენობის გაყალბების მტკიცებულებებს, მიყენებული ან მიღებული მსხვერპლის რაოდენობის გაზვიადებას ან შემცირებას, მედიასაშუალებებზე გავლენას ან კონტროლს (ან მათ დახურვას) და სხვა საინფორმაციო საშუალებებისა და მედიის იმგვარად მართვას, რომ გავლენა ჰქონოდა სახალხო მხარდაჭერასა და საერთაშორისო აზრზე.
აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები და საერთაშორისო დამკვირვებლები შიშობდნენ, რომ ეთიოპიის თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს რეგიონული ომი, რომელშიც ერიტრეა ჩაერთვებოდა. ერიტრეას დაძაბული ურთიერთობა აქვს ეთიოპიასთან და ეთიოპია ამტკიცებდა, რომ ერიტრეა იყო ისლამური სასამართლოების კავშირის მხარდამჭერი. ერიტრეის მთავრობამ არაერთხელ უარყო რაიმე ჩარევა, მიუხედავად ეთიოპიის მხრიდან საპირისპირო მტკიცებისა.[9] [10]
შეჭრის პრელუდია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეთიოპიის ჯარები სომალის ტერიტორიაზე 2006 წლის 20 ივლისს შეიჭრნენ [11]
9 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეთიოპიის ჯარებმა დაიკავეს ბურჰაკაბა. ისლამისტები ამტკიცებენ, რომ ქალაქი ეთიოპელების წასვლის შემდეგ დაუბრუნდა მათ კონტროლს. SomaliNet იუწყება, რომ უხუცესებმა სთხოვეს გარდამავალ ფედერალურ მთავრობას წასვლა, რათა თავიდან აეცილებინათ სისხლისღვრა მათ ქალაქში. სტატიაში ნათქვამია, რომ ქალაქში ჩამოსული იყვნენ გარდამავალი ფედერალური მთავრობის ჯარები და არა ეთიოპელები.[12]
2006 წლის 8 დეკემბერს, ისლამური სასამართლოების გაერთიანებას თავს დაესხნენ გარდამავალი ფედერალური მთავრობის ძალები, რომლებსაც მხარს უჭერდნენ ეთიოპიის ჯარები. BBC-ის ცნობით, ისლამური სასამართლოების გაერთიანების თავმჯდომარემ შარიფ შეიხ აჰმედმა სომალელებს მოუწოდა „ადგნენ და დაამარცხონ მტრები“. [13] სხვა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეთიოპიის ჯარებმა დაბომბეს ქალაქი ბანდირადლი. გარდამავალი ფედერალური მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სალათ ალი ჯელემ დაადასტურა ბრძოლა, მაგრამ უარყო ეთიოპიის ჯარების მონაწილეობა. ეთიოპიის მთავრობამ უარყო განმეორებით განცხადებებში, რომ მისი ჯარები იბრძოდნენ გარდამავალი ფედერალური მთავრობის მილიციის გვერდით. მოწმეებმა ბანდირადლის მახლობლად მდებარე სოფელ დაგარში თქვეს, რომ მათ დაინახეს ასობით ეთიოპიელი ჯარისკაცი და ტანკი, რომლებიც პოზიციებს იკავებდნენ ქალაქთან ახლოს მილიციელებთან ერთად პუნტლანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნახევრად ავტონომიური რეგიონიდან. [14]
13 დეკემბერს, Reuters-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისლამურმა სასამართლოს გაერთიანებამ განაცხადა, რომ 30,000 ეთიოპიელი ჯარისკაცი მონაწილეობდა სომალის შეჭრაში.[15]
ომის განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუსტმა და მყიფე გარდამავალმა ფედერალურმა მთავრობამ, რომელსაც მხოლოდ მცირე მიწის ნაკვეთების გაკონტროლება შეეძლო მოგადიშოს სამხრეთით, მიიღო არაპოპულარული გადაწყვეტილება, მოეწვია ეთიოპია სომალის პოლიტიკაში ჩასარევად. [16]
ბაიდოას ბრძოლა დაიწყო 2006 წლის 20 დეკემბერს, როდესაც გარდამავალი ფედერალური მთავრობის ძალები ეთიოპიის საოკუპაციო ძალებთან ერთად თავს დაესხნენ ისლამური სასამართლოების კავშირს. ძლიერი შეტაკება მოხდა ბაიდოას სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ბანდირადლის ბრძოლა დაიწყო 2006 წლის 23 დეკემბერს, როდესაც პუნტლანდიისა და ეთიოპიის ძალები, ჯგუფის ლიდერ აბდი ქეიბდიდთან ერთად, ებრძოდნენ ისლამური სასამართლოების კავშირის მილიციას, რომლებიც იცავდნენ ბანდირადლის ბრძოლებმა ისლამისტები 25 დეკემბრისთვის აიძულა, გასულიყვნენ ბანდირადლიდან და გადაიწიეს საზღვრის გასწვრივ სამხრეთით ადადოს რაიონში, გალგუდუდის რეგიონში [17] .
24 დეკემბრისთვის, ეთიოპიის უშუალო ჩარევა კონფლიქტში გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარდასაჭერად დაასტურა ეთიოპიის მთავრობამ.[18]
2006 წლის 26 დეკემბერს, გაეროს წარმომადგენელმა სომალიში მოუწოდა ბრძოლების შეწყვეტისაკენ და გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტმა შესთავაზა განცხადების პროექტი, რომელშიც მოუწოდებდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა საერთაშორისო ძალის გაყვანას, რომელშიც ირიცხებოდნენ ეთიოპიის ჯარები. აშშ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა გააპროტესტეს განცხადება და განაცხადეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები და შეთანხმება აუცილებელია, სანამ ჯარების გაყვანა მოხდებოდა. [19] ისლამური სასამართლობის კავშირის თავმჯდომარემ შარიფ შეიხ აჰმედმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მილიციელები უკან იხევდნენ და მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს, ისაუბრონ ეთიოპიის აგრესიის წინააღმდეგ.
2006 წლის 27 დეკემბერს, ისლამური სასამართლოების კავშირის უმაღლესი ლიდერები, მათ შორის შეიხ ჰასან დაჰირ ავეისი, შეიხ შარიფ შეიხი აჰმედი და შეიხი აბდირაჰმან ჯანაკოვი, გადადგნენ 2006 წლის 27 დეკემბერს და ორგანიზაცია დაიშალა. [20]
29 დეკემბერს გარდამავალი ფედერალური მთავრობის და ეთიოპიის ჯარები დაპირისპირების გარეშე შევიდნენ მოგადიშოში .
2007 წლის იანვრის მდგომარეობით, ეთიოპიამ განაცხადა, რომ გავიდოდნენ ქვეყნიდან „რამდენიმე კვირაში“.[21]
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა აირჩია ზომიერი ისლამური ოპოზიციის 200 თანამდებობის პირი, ალიანსი სომალის ხელახალი გაერთიანების ლიდერი შარიფ შეიხ აჰმედი აირჩიეს გარდამავალი ფედერალური მთავრობის პრეზიდენტად 2009 წლის 31 იანვარს. [22] ამის შემდეგ ალ-შაბააბის რადიკალმა ისლამისტებმა დაადანაშაულეს ახალი პრეზიდენტი სეკულარული გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და განაგრძეს სამოქალაქო ომი მას შემდეგ, რაც ის მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლეში ჩავიდა. [23]
2009 წლის იანვარში ეთიოპიის ჯარები საბოლოოდ გამოვიდნენ სომალიდან.
ალ-შაბააბმა უარყო ყოველგვარი სამშვიდობო შეთანხმება და განაგრძო ტერიტორიების დაპკავება ბაიდოას ჩათვლით. კიდევ ერთმა ისლამურმა ჯგუფმა, აჰლუ სუნა ვალჯამ, რომელიც ეთიოპიის მიერ მხარდაჭერილი გარდამავალი ფედერალური მთავრობის მოკავშირეა, განაგრძო ალ-შაბააბის წინააღმდეგ შეტევა და ქალაქების დაპყრობა. [24] [25] [26]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „'Thousands' desert Somalia forces“. BBC News. დეკემბერი 12, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 13, 2008. ციტირების თარიღი: მაისი 27, 2010.
- ↑ „Sharif back in Mogadishu as death toll hits 16,210“. Reuters. December 11, 2008.
- ↑ Home. Garowe Online (March 10, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 12, 2009. ციტირების თარიღი: 2011-07-09
- ↑ „Ethiopia intervenes in Somali civil war“. The Christian Science Monitor. December 26, 2006.
- ↑ „Remnants of Somalia Islamists still pose a threat – official“. Associated Press. January 4, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 3, 2007. ციტირების თარიღი: 2007-01-04.
- ↑ Chick, Court; Albert Grandolini. (September 2, 2003) Somalia, 1980–1996. Central, eastern, and southern Africa database. onwar.com. ციტირების თარიღი: 2007-01-05
- ↑ Ethiopian-Somalian Border Clash 1982. Wars of the World. onwar.com (December 16, 2000). ციტირების თარიღი: 2007-01-05
- ↑ Somalia: Ethiopia Denies Troop Incursion Allegations. University of Pennsylvania – African Studies Center (April 12, 1999). ციტირების თარიღი: 2007-01-15
- ↑ Eritrea denies Somali involvement. BBC (16 May 2009).
- ↑ Eritrea denies involvement in Somali. Open Democracy (18 March 2010).
- ↑ „Ethiopian Troops Enter Somalia to Resist Islamic Militia“. PBS. July 20, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 19, 2014. ციტირების თარიღი: 2007-01-05.
- ↑ Somalis vow holy war on Ethiopia. EthioBlog. Nazret.com (October 9, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 30, 2006. ციტირების თარიღი: იანვარი 28, 2023.
- ↑ „'Heavy fighting' in Somali town“. BBC. December 8, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 1, 2007. ციტირების თარიღი: 2007-01-06.
- ↑ „Fresh fighting erupts in Somalia“. Al Jazeera. December 8, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 6, 2007. ციტირების თარიღი: 2007-01-06.
- ↑ Yare, Hassan (December 13, 2006). „Troops dig in as Somalia war fears grow“. Relief Web, Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 27, 2007. ციტირების თარიღი: 2007-01-05.
- ↑ „President Yusuf made the failed and unpopular decision to call in troops from neighbouring Ethiopia“. BBC News. December 30, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 31, 2008. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ „Ethiopia admits Somalia offensive“. BBC. December 24, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 16, 2007. ციტირების თარიღი: 2007-01-17.
- ↑ „U.N. Envoy seeks Security Council action on Somalia“. CNN. December 27, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-04. ციტირების თარიღი: 2007-01-01.
- ↑ Islamic Courts Union. Standford University.
- ↑ Rice, Xan (January 3, 2007). „Ethiopian troops to leave Somalia 'within weeks'“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 16, 2017. ციტირების თარიღი: 2010-05-27.
- ↑ „Moderate Islamist picked as Somali president“. Edition.cnn.com. January 31, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 2, 2009. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
- ↑ Sheikh, Abdi (February 7, 2009). „Rebels target new president“. In.reuters.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 14, 2009. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
- ↑ Moderate Islamists seize town from Somali insurgents. Monstersandcritics.com (January 29, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-04. ციტირების თარიღი: 2011-07-09
- ↑ Moderate Islamic group claims victory over rival hardline group. Mareeg.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-03. ციტირების თარიღი: 2011-07-09
- ↑ Ahlu Suna Wal Jamea supported by Ethiopian government. Ethioforum.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-13. ციტირების თარიღი: 2011-07-09