სალავათ იულაევი
სალავატ იულაევი (ბაშკ. Салауат Юлай улы; დ. 16 ივნისი, 1752[1] — გ. 26 სექტემბერი 1800[2]) — ბაშკირეთის ეროვნული გმირი. ემილიანე პუგაჩოვის მიერ წამოწყებული გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. პოეტ-იმპროვიზატორი (სესენი).
დაიბადა ბაშკირეთის სოფელ ტეკეევოში. აღნიშნული სოფელი დღეს უკვე აღარ არსებობს. იგი აჯანყებაში მონაწილე სხვა სოფლებთან ერთად ეკატერინე II-ის ბრძანებით გადაწვეს.
როდესაც სალავატ იულაიევმა გაიცნო ემილიანე პუგაჩოვი იგი 19 წლის იყო. ამ დღიდან მოყოლებული დაპატიმრებამდე (1774 წლის 25 ნოემბერი) იგი იმყოფებოდა გლეხთა აჯანყების ეპიცენტრში. 1775 წლის 15 ივლისს, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ გამოაცხადეს სალავატ იულაევის განაჩენი. მას და მამამისს, როგორც სახელმწიფო დამნაშავეებს მიუსაჯეს გამათრახება და კატორღაში მუშაობა. 2 ოქტომბერს მამა-შვილი ბალტიისპირეთში თანამედროვე ესტონეთის ქალაქ პალდისკიში (მაშინ როგერვიკი) გააგზავნეს.
უკანასკნელი დოკუმენტი, რომელშიც მოიხსენიება სალავატი, მიეკუთვნება 1800 წელს. ამ პერიოდამდე იგი 25 წელი ტყვეობაში იმყოფებოდა.
სალავატ იულაევი გარდაიცვალა 1800 წლის 26 სექტემბერს.
რესურსები ინტერნეტში
- სალავატ იულაევის ლექსები
- «Салават Юлаев — герой Крестьянской войны». ГТРК «Южный Урал», 2009 г. დაარქივებული 2013-04-17 საიტზე Archive.is
- «Личность в башкирской истории: Салават Юлаев». ТРК «Башкортостан», 2010 г. YouTube-ზე
- «Лик Салавата». ТРК «Башкортостан», 2013 г. YouTube-ზე
- «В несвободной стране жил как свободный человек» დაარქივებული 2015-11-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ [https://web.archive.org/web/20181009173437/http://www.biografii.com/biogr_dop/salavat_ulaev/salavat_ulaev_2.htm დაარქივებული 2018-10-09 საიტზე Wayback Machine. согласно опросу в Тайной экспедиции Сената 25 თებერვალი 1775]
- ↑ Юлаев Салават დაარქივებული 2013-10-14 საიტზე Wayback Machine. , ИА «Башинформ»