ნინო გვენეტაძე
ნინო გვენეტაძე | |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 მარტი, 2015 – 2 აგვისტო, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | კონსტანტინე კუბლაშვილი |
მემკვიდრე | მზია თოდუა |
დაბადებული | 27 იანვარი, 1964 ხაშური |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ნინო გვენეტაძე (დ. 27 იანვარი, 1964, ხაშური) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2015 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 2 აგვისტომდე.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნინო გვენეტაძე დაიბადა 1964 წლის 27 იანვარს, ქალაქ ხაშურში. 1985-1990 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2015 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 2 აგვისტომდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.[1][2]
2019 წლის 9 მაისს ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დანიშნეს[3].
სამუშაო გამოცდილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012-2014 წლებში — ევროკავშირის „კანონის უზენაესობის“ პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში“ - ექსპერტი;
2012-2011 წლებში — ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა“ - ექსპერტი;
2011-2014 წლებში იყო გერმანიის ქ. ფრაიბურგის მაქს-პლანკის საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ინსტიტუტის (MPI) სამეცნიერო სტიპენდიატი და პროექტის ,,სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარება და სამართლის როლი გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულებაში‘‘ - ექსპერტი საქართველოდან;
2012 წლიდან — სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი კომისიის წევრი;
2010-2012 წლებში — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის ექსპერტი;
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს რესპუბლიკური პარტიიდან ხაშურის რაიონის დეპუტატად იყრიდა.
1999-2006 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
1994-1999 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე: მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი, საკანონმდებლო განზრახულებათა განყოფილების უფროსი, საჯარო სამართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, საჯარო კანონმდებლობის განყოფილების უფროსი, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
1994-2001 წლებში იყო სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის წევრი;
1998-1999 წლებში — საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
2004 წლიდან — საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის გამგეობის წევრი და პედაგოგი სისხლის სამართალში;
2007 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
1999-2008 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი და ასოცირებული პროფესორი;
1990-1993 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი სისხლის სამართლის მიმართულებით.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნინო გვენეტაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნინო გვენეტაძის ბიოგრაფია დაარქივებული 2021-01-28 საიტზე Wayback Machine.
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|