Combat Rock
Combat Rock | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 14 მაისი, 1982 | |||
ჩაიწერა | სექტემბერი-ნოემბერი 1981, იანვარი, აპრილი 1982 | |||
ჟანრი | პანკ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 46:21 | |||
ლეიბლი | CBS, Epic | |||
პროდიუსერი | The Clash | |||
The Clash-ის სტუდიური ალბომები — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Combat Rock | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Alternative Press | [2] |
Blender | [3] |
Punknews.org | [4] |
Q | [5] |
რობერტ კრისტგოუ | B+[6] |
Rolling Stone | [7] |
Combat Rock — პანკ-როკ ჯგუფ The Clash-ის მეხუთე სტუდიური ალბომი. ის გამოიცა 1982 წლის 14 მაისს, Epic Records-ზე. ესაა ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, რომელზეც უკრეავენ მიკ ჯოუნსი და ტოპერ ჰიდონი. ჰიდონი ალბომის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაუშვეს ჯგუფიდან ჰეროინზე დამოკიდებულების გამო. ჯოუნსმა კი მოგვიანებით დატოვა ჯგუფი შიდა უთანხმოების შედეგად.[8][9] ალბომი მოიცავს ბევრ მუსიკალურ სტილს, თუმცა ის ნაკლებად ექსპერიმენტულია წინა ალბომთან, Sandinista!-სთან შედარებით. გაერთიანებულ სამეფოში ალბომი ჩარტებში მეორე ადგილზე მოხვდა და ბრიტანულ ჩარტებში 23 კვირა გაატარა. აშშ-ში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა და 61 კვირის განმავლობაში დარჩა ჩარტებში. ალბომმა მიიღო ორმაგი პლატინის სერტიფიკატი.
ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად იგეგმებოდა Combat Rock-ის ორმაგი ალბომის სახით გამოცემა, სამუშაო სახელწოდებით Rat Patrol from Fort Bragg, მაგრამ ეს იდეა არ განხორციელდა ჯგუფის შიდა დაპირისპირების გამო. ალბომის პირველი მიქსი გააკეთა მიკ ჯოუნსმა, მაგრამ ის არ მოეწონათ დანარჩენ წევრებს და ეს საქმე გლინ ჯოუნსს მიანდეს, რის შემდეგაც ალბომი ერთმაგ დისკად გარდაიქმნა. პირველი მიქსი მოგვიანებით ბუტლეგის სახით გავრცელდა.
გაფორმება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის გარეკანის ფოტო გადაიღო პენი სმითმა მიტოვებულ რკინიგზაზე ბანგკოკის მახლობლად, ჯგუფის Far East ტურის დროს, 1982 წელს.
Sandinista!-ს მსგავსად, Combat Rock-ის კატალოგის ნომერი 'FMLN2'-იც პოლიტიკური პარტიის სახელწოდების აკრონიმს წარმოადგენს. Frente Farabundo Martí para la Liberación Nacional (ფარაბუნდო მარტის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტი), ანუ FMLN ელ-სალვადორის სოციალისტური პარტიაა.
გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წელს, ჯგუფის დანარჩენ ალბომებთან ერთად, Combat Rock ხელახლა გამოიცა რემასტერირებული სახით.
მარკუს გრეის თანახმად, სიმღერა Red Angel Dragnet შთაგონებულია Guardian Angels-ის წევრის, ფრენკ მელვინის სიკვდილით.[10][11] სიმღერა შეიცავს 1976 წლის ფილმის, ტაქსის მძღოლის მთავარი გმირის, ტრევის ბიკლის ციტატებს.
სიმღერაზე Ghetto Defendant მონაწილეობს ბიტნიკი პოეტი ალენ გინზბერგი. ის ჯგუფთან ერთად ასრულებდა სიმღერას მათ კონცერტებზე ნიუ-იორკში. სიმღერის ბოლოს ის კითხულობს გულის სუტრას, პოპულარულ ბუდისტურ მანტრას.
შეფასება და გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისაგან. ბრიტანულ ჩარტებში მან მეორე ადგილი დაიკავა. ბილბორდის პოპ ალბომებში კი – მეშვიდე. ასევე ის მოხვდა ბევრი სხვა ქვეყნის ჩარტების ტოპ ათეულში.[12][13][14][15] ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) Combat Rock-ს ოქროს ალბომის სერტიფიკატი მიანიჭა 1982 წლის ნოემბერში, პლატინის სერტიფიკატი – 1883 წლის იანვარში, ხოლო მულტი-პლატინის – 1995 წლის ივნისში.[16]
1999 წელს ჟურნალმა Q-მ ალბომი ხუთიდან სამი ვარსკვლავით შეაფასა და უწოდა „მათი ყველაზე გაყიდვადი ალბომი, მაგრამ დასასრულის დასაწყისი.“[17] 2000 წელს Alternative Press-მა Combat Rock-ს ხუთიდან სამი ვარსკვლავი მიანიჭა და დაწერა:„The Clash-ის ბოლოსწინა ალბომი...გამოიყენეს გაკვეთილები, რომლებიც წინა სამი წლის განმავლობაში ისწავლეს...მათი კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი“[18] 2004 წელს College Music Journal-მა Combat Rock მეხუთე ადგილზე შეიყვანა 1982 წლის 20 ყველაზე ხშირად დაკრული ალბომის სიაში.[19]
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორი — The Clash გარდა მითითებულისა..
პირველი მხარე | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | მთავარი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Know Your Rights“ (სტრამერი/ჯოუნსი) | ჯო სტრამერი | 3:39 |
2. | „Car Jamming“ | ჯო სტრამერი | 3:58 |
3. | „Should I Stay or Should I Go“ | მიკ ჯოუნსი | 3:06 |
4. | „Rock the Casbah“ | მიკ ჯოუნსი/ჯო სტრამერი/ტოპერ ჰიდონი | 3:44 |
5. | „Red Angel Dragnet“ | პოლ სიმონონი/ჯო სტრამერი | 3:48 |
6. | „Straight to Hell“ | ჯო სტრამერი | 5:30 |
მეორე მხარე | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | მთავარი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Overpowered by Funk“ | ჯო სტრამერი | 4:55 |
2. | „Atom Tan“ | მიკ ჯოუნსი/ჯო სტრამერი | 2:32 |
3. | „Sean Flynn“ | ჯო სტრამერი | 4:30 |
4. | „Ghetto Defendant“ | ჯო სტრამერი/ალენ გინზბერგი | 4:45 |
5. | „Inoculated City“ (ალბომის ზოგ ვერსიაზე შესულია განსხვავებული, 2:11-იანი ვერსია) | მიკ ჯოუნსი/ჯო სტრამერი | 2:43 |
6. | „Death is a Star“ | ჯო სტრამერი | 3:08 |
Rat Patrol From Fort Bragg
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Beautiful People Are Ugly Too – 3:45
- Kill Time – 4:58
- Should I Stay or Should I Go – 3:05
- Rock the Casbah – 3:47
- Know Your Rights (ხანგრძლივი ვერსია) – 5:04
- Red Angel Dragnet – 6:12
- Ghetto Defendant – 6:17
- Sean Flynn – 7:30
- Car Jamming – 3:53
- Inoculated City – 4:32
- Death Is a Star – 2:39
- Walk Evil Talk (ინსტრუმენტული) – 7:37
- Atom Tan – 2:45
- Overpowered by Funk (დემო) – 1:59
- Inoculated City (დაურედაქტირებელი ვერსია) – 2:30
- First Night Back in London – 2:56
- Cool Confusion – 3:10
- Straight to Hell (ხანგრძლივი ვერსია) – 6:56
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯო სტრამერი – გიტარა, მთავარი ვოკალი
- მიკ ჯოუნსი – გიტარა, ვოკალი
- პოლ სიმონონი – ბასი, ვოკალი
- ტოპერ ჰიდონი – დრამი, პიანინო და ბასი Rock the Casbah-ზე
დამატებითი მუსიკოსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალენ გინზბერგი – მოწვეული ვოკალი Ghetto Defendant-ზე
- Futura 2000 – მოწვეული ვოკალი Overpowered by Funk-ზე
- ელენ ფოლი – დამხმარე ვოკალი Car Jamming-ზე
- ჯო ელი – დამხმარე ვოკალი Should I Stay or Should I Go?-ზე
- ტიმონ დოგი – პიანინო Death Is a Star-ზე
- პოლი მენდელი – კლავიშები Overpowered by Funk-ზე
- გერი ბარნაკლი – საქსოფონი Sean Flynn-ზე
დამუშავება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Clash – პროდიუსერები
- გლინ ჯოუნსი – ხმის ინჟინერი, მიქსინგი
- ჯო ბლეინი – ინჟინერი
- ჯერი გრინი – ინჟინერი
- ედი გარსია – ინჟინერი
- პენი სმითი – ფოტოგრაფი
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ჩარტი | პოზიცია |
---|---|---|
1982 | კანადის RPM-ის ალბომების ჩარტი[20] | 12 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[21] | 29 | |
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[22] | 5 | |
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[14] | 7 | |
შვედეთის ალბომების ჩარტი[15] | 9 | |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[12] | 2 | |
1983 | აშშ-ის Billboard-ის პოპულარული ალბომები[13] | 7 |
სერტიფიცირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
გაერთიანებული სამეფო (BPI)[23] | ოქრო | 100 000^ |
აშშ (RIAA)[24] | ოქრო | 500 000^ |
კანადა (Music Canada)[25] | ოქრო | 50 000^ |
აშშ (RIAA)[26] | 2× პლატინა | 2 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრეი, მარკუს [1995] (2005). The Clash: Return of the Last Gang in Town, მეხუთე გამოცემა, ლონდონი: Helter Skelter. ISBN 1905139101. OCLC 60668626.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. Combat Rock The Clash. Allmusic. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
- ↑ „10 Essential '80s Albums“. Alternative Press: 112. აგვისტო, 2001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება);|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ Wolk, Douglas. Combat Rock. Reviews. Blender. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-02. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
- ↑ The Clash - Combat Rock. Reviews. Punknews.org. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
- ↑ „100 Greatest British Albums“. Q magazine: 152–153. დეკემბერი, 1999. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული
|journal=
-ში (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება);|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ კრისტგოუ, რობერტ. The Clash. Consumer Guide. რობერტ კრისტგოუ. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
- ↑ Fricke, დევიდ. (25 იანვარი 2000) Combat Rock by The Clash. Music Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-18. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
- ↑ დონ ლეტსი; ჯო სტრამერი, მიკ ჯოუნსი, პოლ სიმონონი, ტოპერ ჰიდონი, ტერი ჩაიმსი, რიკ ელგუდი, The Clash. (2001). The Clash, Westway to the World. [დოკუმენტური]. ნიუ-იორკი: Sony Music Entertainment; Dorismo; Uptown Films. Event occurs at 71:00–75:00. ISBN 0738900826. OCLC 49798077.
- ↑ კროუმლინი, რიჩარდ (31 იანვარი 1988). „სტრამერი ადამიანის, ღმერთის, კანონისა და The Clash-ის შესახებ“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2010.
- ↑ Gray (2005) p. 380
- ↑ Monday, Jan. 18, 1982. (1982-01-18) Time Magazine article 18 იანვარი 1982 ''Guardian Angels' Growing Pains''. Time.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-25. ციტირების თარიღი: 2010-04-03.
- ↑ 12.0 12.1 UK Chart Archive. everyHit.co.uk. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
- ↑ 13.0 13.1 The Clash > Charts & Awards > Billboard Albums. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
- ↑ 14.0 14.1 Discography The Clash. NorwegianCharts.com. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
- ↑ 15.0 15.1 Discography The Clash. SwedishCharts.com. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
- ↑ Gold and Platinum: Searchable Database. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2008-10-26.
- ↑ „100 საუკეთესო ბრიტანული ალბომი“. Q: 152–153. დეკემბერი, 1999. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული
|journal=
-ში (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება);|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ „'80-იანების 10 მნიშვნელოვანი ალბომი“. Alternative Press: 112. აგვისტო, 2001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება);|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ „1982 წლის 20 ყველაზე ხშირად დაკრული ალბომი“. College Music Journal: 10. 5 იანვარი 2004.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ Top Albums/CDs - Volume 36, No. 23, ივლისი 17, 1982. RPM. ციტირების თარიღი: 2012-02-17.
- ↑ „Dutchcharts.nl – The Clash – Combat Rock“ (ჰოლანდიურად). Hung Medien.
- ↑ "The Clash – Combat Rock". Charts.org.nz. Hung Medien.
- ↑ British album certifications – The Clash – Combat Rock. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია (1982-07-27). შეიყვანეთ Combat Rock ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – The Clash – Combat Rock. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (1982-11-08). საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
- ↑ Canadian album certifications – The Clash – Combat Rock. Music Canada (1982-12-01).
- ↑ American album certifications – The Clash – Combat Rock. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (1995-06-06). საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
დამატებითი მასალა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გილბერტი, პეტ [2004] (2005). Passion Is a Fashion: The Real Story of The Clash, მეოთხე გამოცემა, ლონდონი: Aurum Press. ISBN 1845131134. OCLC 61177239.
- გრინი, ჯონი; გერი ბარკერი [1997] (2003). A Riot of Our Own: Night and Day with The Clash, მესამე გამოცემა, ლონდონი: Orion. ISBN 0752858432. OCLC 52990890. ციტირების თარიღი: 2007-11-20.
- გრუენი, ბობ [2001] (2004). The Clash, მესამე გამოცემა, ლონდონი: Omnibus. ISBN 1903399343. OCLC 69241279.
- ნიდსი, კრის (2005-01-25). Joe Strummer and the Legend of the Clash. ლონდონი: Plexus. ISBN 085965348X. OCLC 53155325. ციტირების თარიღი: 2008-01-09.
- ტოპინგი, კით [2003] (2004). The Complete Clash, მეორე გამოცემა, რიჩმონდი: Reynolds & Hearn. ISBN 1903111706. OCLC 63129186.
|