Autumn Leaves
იერსახე
Autumn Leaves (ქართ. შემოდგომის ფოთლები) — მრავალჯერ ჩაწერილი სიმღერა, რომელიც გახდა ჯაზის სტანდარტი. ორიგინალი დაწერა ფრანგმა კომპოზიტორმა ჟოზეფ კოზმამ 1945 წელს, კინოსურათისთვის Les Portes de la Nuit, და ერქვა "Les feuilles mortes" ("მკვდარი ფოთლები").[2] მოგვიანებით ჯონი მერსერმა თარგმნა ლირიკა ფრანგულიდან - ინგლისურად. 1950 წლის 24 დეკემბერს ედიტ პიაფმა პირველად შეასრულა სიმღერა ორივე ენაზე.[3] ამას მოჰყვა ნატ კინგ კოულის ქავერი, რომელიც საუნდტრეკი იყო 1956 წლის ფილმისთვის Autumn Leaves. კომპოზიცია არანჟირებულია: ერიკ კლეპტონის[4], ბილ ევანზის[5], ფრენკ სინატრას[6], სტენ გეტსის[7] და სხვა მრავალი მუსიკოსის მიერ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ოძელაშვილი, მერაბ (2011). ჯაზის თეორიისა და პრაქტიკის სისტემური კურსი, გვ. 335.
- ↑ Massin B. Les Joachim – Une famille de musiciens. Fayard, Paris, 1999.
- ↑ The Big Show. BigShow-02. BigShow. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-26. ციტატა: „As carried on Internet radio at“ ციტირების თარიღი: 2008-12-25.
- ↑ ერიკ კლეპტონის ალბომი Clapton (2010)
- ↑ ბილ ევანზის ალბომი Portrait in Jazz (1960)
- ↑ ფრენკ სინატრას ალბომი Where Are You? (1957)
- ↑ სტენ გეტსის ალბომი Midnite Jazz & Blues (2000)