460-იანები
იერსახე
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | IV – V – VI |
ათწლეული: | 430-იანები 440-იანები 450-იანები
– 460-იანები – |
წლები: | 460 · 461 · 462 · 463 · 464 465 · 466 · 467 · 468 · 469 |
460-იანი (ოთხას სამოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 460-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 460 წლის 1 იანვარს და დასრულდა 469 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 460 461 462 463 464 465 466 467 468 469
- ოსტგუთებმა სამოსახლო ტერიტორიები მიიღეს ბიზანტიის იმპერიაში.
- სასანურმა ირანმა მეფობა გააუქმა კავკასიის ალბანეთში.
- ოლიბრიუსი კონსტანტინოპოლში კონსულად დაინიშნა.
- ბასილისკოსი თავისი დის ელია ვერინას (ლეონ I-ის ცოლი) დახმარებით გახდა ბიზანტიის იმპერიის კონსული.
- რიციმერმა დაამყარა კონტროლი რომზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
- პეტრე ფულონი გახდა ანტიოქიის პატრიარქი.
- სვანების აჯანყება ვახტანგ გორგასლის დახმარებით ეგრისის მეფის წინააღმდეგ.
- ოსტგუთების 15 წლის უფლისწული თეოდორიხი ბრუნდება პანონიაში ბიზანტიის იმპერატორ ლეონ I-ის კარზე ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ.
- ვანდალები შეესივნენ ეპირუსს (თანამედროვე ალბანეთი).
- ევრიხი დამოუკიდებლობას აცხადებს დასავლეთ რომის იმპერიისაგან.