შინაარსზე გადასვლა

ჯინ გრეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯინ გრეი

ჯინ გრეი, როგორც ფენიქსი. გრეგ ლენდის ნამუშევარი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა იქს–ადამიანები (ნაწ. 1) #1 (1963 წლის სექტემბერი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო ჯინ გრეი-სამერსი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები მარველის გოგონა, ფენიქსი, შავი ფენიქსი
მოკავშირეები იქს-ადამიანები
Phoenix Corps
თორმეტნი
იქს–ფაქტორი
იქს–ტერმინატორები
შესაძლებლობა

ტელეპათია,
ტელეკინეზისი
ფენიქსის ძალის მეშვეობით: პიროკინეზი (ცეცხლის მართვა),
დროსა და სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი,
ნებისმიერი სახის ენერგიასა და მატერიაზე სრული კონტროლი,
განუსაზღვრელი კოსმიური და გონებრივი შესაძლებლობები,
სწრაფი ადაპტაცია ნებისმიერ გარემოში,
ცოცხალი ორგანიზმების ენერგიის მართვა,
სწრაფად განკურნების უნარი,

ტელეპორტაციის შეზღუდული უნარი

ჯინ გრეი (ჯინ გრეი-სამერსი) — გამოგონილი სუპერგმირი Marvel Comics-ის მსოფლიოში. ასევე ცნობილია, როგორც მარველის გოგონა და ფენიქსი. იგი იქს-ადამიანების ხუთი ძირითადი წევრიდან ერთ-ერთია.

ჯინ გრეი არის მუტანტი, რომელიც დაბადებიდან ფლობს ტელეკინეზურ და ტელეპათიურ შესაძლებლობებს. იგი მზრუნველი, მოსიყვარულე ფიგურაა, თუმცაღა გამკლავება უწევს ომეგა-დონის მუტანტად ყოფნასა და კოსმიური ფენიქსის ძალის ფიზიკურ გამოვლინებასთან. კომიქსის სერიების ისტორიაში ჯინ გრეი რამდენიმეჯერ დაიღუპა, პირველად შავი ფენიქსის საგაში ("Dark Phoenix Saga"), თუმცა, ფენიქსის ძალასთან არსებული კავშირის გამო, მასაც შეუძლია ფერფლიდან აღდგომა.

ჯინ გრეი მნიშვნელოვანი ფიგურაა მისი მეუღლის, ციკლოპის, ცხოვრებაში, პროფესორი ქსავიე მისი მამობილი და აღმზრდელია, სამურავი გრეის ახლო მეგობარია და, შესაძლოა, სიყვარულის ობიექტიც, შტორმი მისი საუკეთესო მეგობარი და დასავით ახლობელი ფიგურაა, მისი ქალიშვილია რეიჩელ სამერსი, ვაჟი - ადამიანი-იქსი, გერი - კეიბლი.

ფენიქსი მონაწილეობს იქს-ადამიანების ისტორიების უდიდეს ნაწილში, ანიმაციურ სერიებში, უამრავ ვიდეო თამაშში, სრულმეტრაჟიან ფილმებში, სადაც მას მსახიობი ფანკე იანსენი ანსახიერებს.

2006 წელს, IGN.com-ის 25 საუკეთესო იქს-ადამიანის სიაში ჯინ გრეიმ მე-6 ადგილი დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]