შინაარსზე გადასვლა

ფები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფები

სეის ფები (Sayornis saya)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ტირანისებრნი
გვარი:  ფები
ლათინური სახელი
Sayornis (Bonaparte, 1854)
სახეობები

ფები[1] (ლათ. Sayornis) — ფრინველთა გვარი ტირანისებრათა ოჯახისა. ცნობილია სამი სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ალასკიდან ჩრდილოეთ არგენტინის მთებამდე. ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე ცნობილი სახეობაა აღმოსავლური ფები (Sayornis phoebe), რომელიც სიგრძეში 18 სმ-მდეა; ზემოდან შეფერილია ერთფეროვან მოყავისფრო-მურად, ქვემოთ კი უფრო ღიაა. გამოსცემს „ჶი-ბი“-ს მსგავს ხმას. ხავსებისგან გაკეთებულ ბუდეს ტალახით ამაგრებს, აწყობს შვერილებზე, ხშირად ხიდების ქვეშაც. ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილის ღია ადგილებში ბინადრობს სეის ფები (Sayornis saya), რომელიც უფრო დიდი ზომისაა, ქვედა ნაწილი შეფერილია მოყვითალო-ყავისფრად. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია შავი ფები (Sayornis nigricans), რომელიც გვხვდება აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე წყალსატევებიდან არგენტინამდე. სიგრძეში 16 სმ-მდეა, მცირედ ჩამორჩება აღმოსავლურ ფების; მისი სხეულის ზედა ნაწილი მუქია, მუცელი კი თეთრი. ბუნებაში არცერთ სახეობას საფრთხე არ ემუქრება და სამივეს პოპულაცია მზარდია.[2]

  1. Sayornis — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Phoebe. Encyclopedia Britannica online (2018). ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2024
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფები&oldid=4661928“-დან