შინაარსზე გადასვლა

სერინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
L-სერინის სტრუქტურა

სერინი - α-ამინო-β-ოქსიპროპიონმჟავა, HOCH2CH(NH2)CÓÓH, ბუნებრივი ამინომჟავა. არსებობს ოპტიკურად აქტიური L-, D- და რაცემული DL-ფორმების სახით. უჯრედში სერინი მონაწილეობს გლიცინის, გოგირდშემცველი ამინომჟავების (მეთიონინი, ცისტეინი), ტრიპტოფანის, ეთანოლამინის, სფინგოლიპიდების ბიოსინთეზში. იძლევა ერთნახშირბადიან ფრაგმენტს ქოლინის, პურინული ფუძეებისა და სხვა ნაერთების წარმოქმნისას. ორგანიზმში სერინის დაშლისას წარმოიქმნება პიროყურძენმჟავა, რომელიც A კოენზიმის მეშვეობით ერთვება ტრიკარბომჟავების ციკლში. მთელი რიგი ფერმენტების კატალიზური ფუნქცია განპირობებულია სერინის ჰიდროქსილური ჯგუფის რეაქციულობით. სერინის წარმოებული ანტიბიოტიკებია ციკლოსერინი აასერინი

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სერინი“-დან