შინაარსზე გადასვლა

მარინერ 10

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსმოსური ხომალდი „მარინერ-10“

„მარინერ-10“ (Mariner 10) — ამერიკული ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური, გაეშვა 1973 წელს რაკეტა-მატარებელ ატლას-კენტავრის (Atlas SLV-3D/Centaur D-1A) მიერ კანავერალის კონცხის კოსმოდრომიდან. გაშვების მიზანი იყო პლანეტა ვენერასა და მერკურის შესწავლა საფრენი ტრაექტორიიდან. პროექტის საერთო ღირებულებამ 100 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 2008 წლამდე „მარინერ-10“ ერთადერთ აპარატად რჩებოდა, რომელმაც მოახდინა პლანეტა მერკურის გამოკვლევა და გადაღება ახლო მანძილიდან. ეს იყო მარინერის სერიის უკანასკნელი აპარატი, ვინაიდან აპარატები „მარინერ-11“-სა და „მარინერ-12“-ს შემდეგ დაერქვა „ვოიაჯერ-1“ და „ვოიაჯერ-2“ შესაბამისად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]