მარაკაი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მარაკაი Maracay | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | არაგუა | ||||
კოორდინატები | 10°14′49″ ჩ. გ. 67°35′46″ დ. გ. / 10.24694° ჩ. გ. 67.59611° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1701 წ, 5 მარტი | ||||
ფართობი | 911,57 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 436 მ | ||||
მოსახლეობა | 1 767 217 კაცი (2008) | ||||
სატელეფონო კოდი | 243 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2101, 2102, 2103, 2104 | ||||
ოფიციალური საიტი | alcaldiagirardot.gob.ve | ||||
მარაკაი (ესპ. Maracay) — ქალაქი ვენესუელაში, არაგუის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. 2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 1 767 217 ადამიანს.
მარაკაი ვენესუელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამრეწველო და სავაჭრო ცენტრია. აქ იწარმოება ქაღალდი, ქიმიკატები, ტექსტილი, თამბაქო, ცემენტი, საკვები პროდუქტები და ა. შ.
ქალაქი 1701 წლის 5 მარტს ეპისკოპოსმა დიეგო ბანიოს ი სოტომაიორმა დააარსა. ყველაზე უფრო მისაღები განმარტების თანახმად, სახელი ეწოდა ადგილობრივი მმართველის გამო, რაც „პატარა ვეფხვს“ ნიშნავს. მარაკაი მნიშვნელოვნად გაიზარდა ხუან ვისენტე გომესის დიქტატორული რეჟიმის დროს (1908 - 1935). ამ პერიოდში აქ მდებარეობდა დიქტატორის რეზიდენცია. მისივე ბრძანებით აშენდა ტრიუმფალური თაღი, ხარის მოედანი, ოპერა, ზოოპარკი და ყველაზე გამორჩეული — ოტელ-ხარდინი (ესპ. Hotel Jardín — ბაღის სასტუმრო), დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ღორსშესანიშნაობა უზარმაზარი ბაღებითურთ. ქალაქში მდებარეობს გომესის მავზოლეუმი, სადაც დიქტატორის ნაწილები ინახება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official site of the Girardot Municipality დაარქივებული 2002-01-23 საიტზე Wayback Machine.
- Map of Maracay დაარქივებული 2016-03-17 საიტზე Wayback Machine.
- Ciudad Maracay. Information about Maracay and Aragua State დაარქივებული 2008-04-10 საიტზე Wayback Machine.
|