კვირა (ერთეული)
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან კვირა (დრო))
კვირა — შვიდდღიანი დროის შუალედი, რომელშიც თითოეულ დღეს საკუთარი სახელწოდება აქვს; აგრეთვე მეშვიდე დღე — კვირის სახელწოდება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვიდდღიანი კვირა პირველად ძველ აღმოსავლეთში შემოიღეს; ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში რომშიც დაკანონდა, იქიდან კი მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელდა. კვირის დღეებს ციურ სხეულთა სახელწოდებანი შეარქვეს, მაგ: შაბათს უწოდეს სატურნის დღეს, კვირას და დანარჩენ დღეებს შესაბამისად — მზის, მთვარის, მარსის, მერკურის, იუპიტერისა და ვენერას დღეები. ძველ ქართულში ამ ციურ სხეულთა შესაბამისად კვირის დღეებს ერქვა: კრონოსისა, მზისა ან საუფლო, მთოვარისა, არიასი, ერმისა, აფროდიტესა და დიოსისა. ზოგ ხალხში გავრცელებული იყო ხუთ- და ათდღიანი კვირებიც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 499.