ილიმანი
იერსახე
ილიმანი | |
---|---|
ილიმანი | |
კოორდინატები: 16°38′00″ ს. გ. 67°47′27″ დ. გ. / 16.63333° ს. გ. 67.79083° დ. გ. | |
ქვეყანა | ბოლივია |
ტერიტორიული ერთეული | ლა-პასის დეპარტამენტი |
სიმაღლე | 6438 მ |
პირველი ასვლა | 1898 წ. |
ილიმანი (ესპ. Illimani) — მთა ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის მთათა სისტემაში, ლა-პასის დასავლეთით. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6438 მეტრია და წარმოადგენს ბოლივიის სიმაღლით მეორე (ნევადო-სახამის შემდეგ) და სამხრეთ ამერიკის მეთვრამეტე მთას.[1] თოვლის ხაზი ზღვის დონიდან 4570 მეტრზე გადის. ჩრდილოეთ კალთებზე მდებარეობს მყინვარები. მთას ოთხი მწვერვალი გააჩნია, რომელთაგან უმაღლესია ნევადო-ილიმანი, ალპინისტებში საკმაოდ პოლულარული მწვერვალი.
გეოლოგიურად, ილიმანი გრანოდიორიტისაგან შედგება და მიეკუთვნება კაინოზოურ ჯგუფს.
ილიმანი ლა-პასის თითქმის ყველა ადგილიდან ჩანს და ამ ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Illimani on Peakware დაარქივებული 2013-04-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The 6000m peaks of the Andes. andes.org.uk. ციტირების თარიღი: 2007-04-13.