შინაარსზე გადასვლა

გიორგი მაისაშვილი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გია მაისაშვილი)
გიორგი მაისაშვილი

გიორგი მაისაშვილი
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1962
თბილისი, საქსსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 26 თებერვალი, 2018 (55 წლის)
აშშ
ეროვნება ქართველი
პროფესია საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე

გიორგი (გია) მაისაშვილი (დ. 24 ნოემბერი, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ, — გ. 26 თებერვალი, 2018, აშშ) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი.

გიორგი მაისაშვილმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ეკონომიკური კონცეფცია პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდისათვის, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებამ ვერ მოასწრო. ამის შემდეგ, მაისაშვილი აშშ-ში გადასახლდა.

1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა.

მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2001 წლამდე. ოყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარატამენტის უფროსი. ხელმძღვანელობს საკონსულტაციო კომპანია „ჰერიკლე გრუპ“-ს.

2003 წელს გიორგი მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა ვარდების რევოლუციის პერიოდში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური კონსულტანტი გახდა.

2004 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის მთავრობა“.

2006 წელს გიორგი მაისაშვილმა საკუთარი ძალისხმევით ჩამოაყალიბა ლიდერთა სკოლა, რომლის მიზანიც არის „ახალი, განათლებული, ჭკვიანი და მამაცი ლიდერთა თაობის აღზრდა“.

2007 წლის 26 ივლისს გიორგი მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს სრული პოლიტიკური სტაბილურობა, ქვეყნის ერთიანობის უზრუნველყოფა, სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება.

2008 წლის 5 იანვრის მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში.

2018 წლის 26 თებერვალს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გიორგი მაისაშვილი აშშ-ში გარდაიცვალა.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]