ბრიარი
წარმოშობის ქვეყანა | საფრანგეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ბრიარი (ფრანგ. Berger de Brie) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში შუა საუკუნეები/XIX საუკუნე.
ბრიარის წარმოშობა უცნობია, თუმცა ოდესღაც ამ ძაღლს ბოსერონის გრძელბალნიან სახესხვაობად მიიჩნევდნენ. ფიქრობდნენ, რომ ის ბოსერონისა და ბარბეტის შეჯვარების შედეგად გაჩნდა. ძაღლები, რომლებიც წარმოშობით პროვინცია ბრიდან არიან, მთელ საფრანგეთში გავრცელდნენ და გამოიყენებოდნენ როგორც მოდარაჯე და მეცხვარე ძაღლები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა ეს ძლიერი ძაღლი აშშ-ში ჩაიყვანეს, მაგრამ მყარი მდგომარეობის დასაკავებლად 50 წელი დასჭირდათ. დღესდღეობით ბრიარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანიონია საფრანგეთში. 1970 წელს სერიოზული ყურადღება მიექცა იმ ნერვულ აგრესიულობას და მფრთხალობას, რომელიც ზოგჯერ აღინიშნებოდა ამ ჯიშის წარმომადგენლებში.
გადარჩევის შედეგად მიიღეს მყარი ფსიქიკის მქონე ძაღლი, რომელიც შესანიშნავად გრძნობს თავს ოჯახში და შენარჩუნებული აქვს მოდარაჯის თვისებები, ასევე ბრიარი კარგი მეცხვარე ძაღლია. გრძელი ბალანი კი უამინდობისგან იცავს. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს მოყვითალო-ყავისფერი, ან შავი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ბრიარს აქვს მოკლე ყურები, რომელიც დაფარულია გრძელი ბალნით, გრძელი თავი, ფართო, ღრმა მკერდი, გრძელი წვერი. დიდ თვალებს მშვიდი გამოხედვა ახასიათებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრიარი (ინგლისური)