ბენარა
სოფელი | |
---|---|
ბენარა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბენარა |
კოორდინატები | 41°39′30″ ჩ. გ. 42°49′42″ ა. გ. / 41.65833° ჩ. გ. 42.82833° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
მოსახლეობა | 201[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 91,5 % სომხები 8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ბენარა — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბენარა, უნწა, შოლავერი).[1] მდებარეობს მდინარე ოცხის მარჯვნივ, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. სოფელში „ზადენ გორის“ ტერიტორიაზე შემორჩენილია ბენარის ფაუნა. საბჭოთა პერიოდში ბენარას თემი შედიოდა ვარხანის სასოფლო საბჭოში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ძველი სახელწოდება ყოფილა ბელნარა. იგი პირველად მოიხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (1595 წ.), როგორც ახალციხის ლივის ალთუნყალის (ოქროს ციხე) ნაჰიეში შემავალი სოფელი. იმ პერიოდისათვის იქ 17 კომლი ქართველი ცხოვრობდა. მისდევდნენ მემინდვრეობას, მესაქონლეობას, მებოსტნეობას, მეფუტკრეობას და შეწერილი ჰქონდათ გადასახადი 20 000 ახჩის ოდენობით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 201 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 230 | 120 | 110 |
2014[1] | 201 | 109 | 92 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 396.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.