არიონი
იერსახე
არიონი | |
---|---|
ბერძ. Ἀρίων | |
დაბადების თარიღი | ძვ. წ. VII საუკუნე |
დაბადების ადგილი | მითიმნა |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. VI საუკუნე |
გარდაცვალების ადგილი | სავარ. ძველი კორინთი |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, დითირამბების ავტორი და მეკითარე |
ენა | ძველი ბერძნული ენა |
არიონი[1] [ბერძ. Ἀρίων; დ. ძვ. წ. VII ს.-ის ბოლო, ლესბოსი – გ. ძვ. წ. VI ს.-ის დასაწყისი, კორინთი(?)] — ძველი ბერძენი პოეტი, საგუნდო ლირიკის წარმომადგენელი. მისი თხზულებები არ შემორჩენილა. ითვლება დითირამბის (მანამდე — ზეპირი სახალხო პოეზიის ერთ-ერთი ფორმა) ლიტერატურული ფორმის შემქმნელად, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო ტრაგედიის ჟანრობრივ სტრუქტურას. არიონის ფიგურა ძლიერ გამითებულია; მასთან დაკავშირებული ლეგენდებიდან ყველაზე მეტად ცნობილია ჰეროდოტეს მიერ გადმოცემული, რომლის თანახმადაც არიონი ზღვაში მეკობრეებისგან დელფინმა იხსნა და იგი ხმელეთამდე მიიყვანა (სიუჟეტი შემდგომში ალექსანდრე პუშკინმა გამოიყენა თავის ლექსში „არიონი“).[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 34.
- ↑ Ярхо В. Н. Арион // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 211.