ალეტესი
იერსახე
ალეტესი (ბერძნ. Ἀλήτης) — ჰერაკლეს შთამომავალი, მან დაიპყრო კორინთო და იქიდან განდევნა სიზიფოსის შთამომავლები. ალტესი ათენის დაპყრობასაც ცდილობდა, მაგრამ ვერ შესძლო ათენის მეფის — კოდროსის მიერ თავის მსხვერპლად შეწირვის გამო.
ალტესი ეგისთეს ძე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს ალტესი ეგისთეს ვაჟია. როდესაც ორესტე ტავრიდაში გაემგზავრა, მიკენის ტახტს ალეტესი დაეუფლა, მაგრამ შემდეგ ტახტი კვლავ ორესტემ დაიბრუნა. ალეტესის შესახებ ტრაგედია დაუწრია სოფოკლეს, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.