შინაარსზე გადასვლა

ომის დანაშაულები რუსეთის უკრაინაში შეჭრისას

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ დახვრეტილი სამოქალაქო პირები, რომლებსაც ხელები ზურგს უკან შეუკრეს, 3 აპრილი, 2022 წელი
რუსული სარაკეტო იერიშის შედაგად მოკლული ბავშვის გვამი ვინიციას ქალაქის ცენტრში

რუსეთის უკრაინაში შეჭრისას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინა ომის დანაშაულები სამოქალაქო სამიზნეებზე განზრახ თავდასხმითა[1][2][3] და განურჩეველი თავდასხმებით მჭიდროდ დასახლებულ ზონებში.[4][5][6] რუსულმა ძალებმა სამოქალაქო პირები დააყენეს არასაჭირო და არაპროპორციული საფრთხის წინაშე კლასტერული შეიარაღებისა[7][8][9][10] და სხვა ფეთქებადი იარაღის, როგორიცაა: რაკეტები, ბომბები, მძიმე არტილერია და სარაკეტო არტილერია, გამოყენებით.[9] რუსული თავდახმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო დანიშნულების შენობები: სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები,[9] ბირთვული ელექტროსადგურები,[11] ისტორიული მნიშვნელობის შენობები, კულტურული ძეგლები და ტაძრები.[12][13] ივლისის დასაწყისისთვის რუსულმა თავდასხმებმა შეიწირა 10 000-ზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე, მათ შორის, დოკუმენტირებულად, 335 ბავშვი, თუმცა, მოსალოდნელია, რომ რეალური რიცხვი მეტად დიდია.[14]

რუსეთის ძალების კიევიდან უკან დახევის შემდეგ გამოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების მიერ უკრაინელი სამოქალაქო პირების გაუპატიურების, წამებისა და დახვრეტების სამხილები.[15] გავრცელდა ინფორმაციები ათასობით უკრაინელის, მათ შორის ბავშვების, ძალისმიერი დეპორტაციების მარიუპოლიდან რუსეთში,[16][17] სექსუალური ძალადობისა, მათ შორის გაუპატიურებები, ჯგუფური გაუპატიურებები და წამებები,[18][19][14] და უკრაინელის სამოქალაქო პირების განზრახ მკვლელობების შესახებ რუსი სამხედროების მიერ.[20] მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს ქალაქი ბუჩა კიევის ოლქში, სააშკარაოზე გამოვიდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ხოცვა-ღლეტა.[21][22][23] 1200-ზე მეტი მოკლული უკრაინელი სამოქალაქო პირის გვამი იპოვეს კიევის ოლქში რუსების უკან დახევის შემდეგ, ზოგი მათგანი დახვრეტილი იყო[14] და უკრაინაში გაეროს ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მისიამ დოკუმენტირებულად ასახა 50 სამოქალქო პირის უკანონო მკვლელობა ბუჩაში, მოკლულთა უმეტესობა კაცები, თუმცა ასევე ქალებიც და ბავშვებიც.[24] შეჭრის პირველ თვეში სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა ჟურნალისტების, აქტივისტების, საზოგადო მოღვაწეებისა და თანამდებობების პირების უკანონო დაკავებები ოკუპირებულ ტერიტორიებში[25][9][26][9] და გამოთქვა შეშფოთება ომში აყვანილი ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ.[9]

Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის მიხედვით, ომის ტყვეებს ჩაგრავენ, აწამებენ,[27][28] კლავენ და ომის ტყვეებს საზოგადოების ცნობისმოყვარეობის წინაშე ააშკარავებენ[29][30] როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე.[31][32]

2 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა დაიწყო გამოძიება უკრაინაში 2013 წლის 21 ნოემბრიდან მოყოლებული უკრაინაში ჩადენილი ყველა შესაძლო ომის დანაშაულის, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულისა ან გენოციდის დანაშაულის გარშემო. შეიქმნა ონლაინ მეთოდი, რომელიც ადამიანებს, რომლებსაც სამხილები აქვთ, აკავშირებს გამომძიებლებთან და გზავნის გამომძიებელთა ჯგუფებს, ადვოკატებსა და სხვა პროფესიონალებს უკრაინაში სამხილების შესაკრებად.[33][34][35] ასევე ორმა სხვა დამოუკიდებელმა საერთაშორისო სააგენტომ დაიწყო ადამიანების უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამოძიება რეგიონში: უკრაინაში გამოძიების საერთაშორისო კომისიამ, რომელიც დააფუძნა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2022 წლის 4 მარტს და უკრაინაში გაეროს ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც გახსნა OHCHR-მ. ან უკანასკნელმა დაიწყო დარღვევების გამოძიება 2014 წლიდან მოყოლებული ყველა შემთხვევის შესახებ და აიყვანა დაახლოებით 60 დამკვირვებელი. 2022 წლის 7 აპრილს გაერომ დროებით მოხსნა რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან.[36] ივნისის დასაწყისისთვის უკრაინის პროკურატურას ინფორმაცია ჰქონდა 14 000-ზე მეტი ომის დანაშაულის შესახებ, დაასახელა 600-ზე მეტი ეჭვმიტანილი და პროცედურები დაიწყო დაახლოებით 80 მათგანის წინააღმდეგ.[37]

განურჩეველი თავდასხმები

ხარკივის საოლქო ადმინისტრაციის დაბომბვა
დაბომბილი საცხოვრებელი შენობები ხარკივის ოლქში

ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, უკრაინაში შეჭრა განხორციელდა განურჩეველი თავდასხმებით სამოქალაქო ობიექტებზე, როგორებიცაა: სკოლები, საავადმყოფოები, საცხოვრებელი სახლები და საბავშვო ბაღები.[4][5][9]

25 თებერვალს Amnesty International-მა განაცხადა, რომ რუსეთმა „გამოიჩინა სამოქალაქო პირების სიცოცხლეების აშკარა უგულებელყოფა ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა ფეთქებადი იარაღის გამოყენებით“. რუსეთმა განაცხადა, რომ ისინი იყენებდნენ მხოლოდ ზუსტ მართულ იარაღებს, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. Amnesty International-მა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ვუჰლედარზე, ხარკივსა და უმანზე თავდასხმები დიდი ალბათობით ომის დანაშაულებად ჩაითვლებოდა.[4] უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა 26 თებერვალს თქვა, რომ რუსეთი ომის დანაშაულებს სჩადიოდა.[38]

რუსული არტილერია 15 საათის განმავლობაში ბომბავდა მჭიდროდ დასახლებულ სამეზობლოს მარიუპოლში 1 და 2 მარტს, რამაც დიდი ნგრევა გამოიწვია. ქალქის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ „სულ მცირე ასობით ადამიანი დაიღუპა.“[39][40]

3 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ შეჭრის პირველ კვირაში 1006 სამოქალაქო პირის დაღუპვა დააფიქსირა და დაამატა, რომ „რეალური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია.“[41]

6 მარტს WHO-მ გამოსცა განცხადება, რომლის მიხედვითაც მას ჰქონდა სამხილები ჯანდაცვის ცენტრებზე თავდასხმის შესახებ უკრაინაში და გენერალურმა დირექტორმა თედოროს ღებრეიესუსმა თქვა: „ჯანდაცვის ცენტრებზე თავდასხმა ან ჯანდაცვის მუშაკების ნეიტრალიტეტის დარღვევა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა“.[42]

24 მარტს Amnesty International-მა რუსეთი დაადანაშაულა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში შეჭრის პირველ თვეში. Amnesty International-მა დაადასტურა ეს განცხადებები და ვიდეოები სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმის შესახებ.[43]

5 ივლისს გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა, განაცხადა, რომ სამოქალაქო დანაკარგების უმეტესობა გამოწვეული იყო დასახლებულ ზონებში რუსული ძალების მიერ ფეთქებადი იარაღის გამოყენების შედეგად. ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმების შედეგად გამოწვეული მძიმე დანაკარგები უდავო იყო.[14]

კლასტერული შეიარაღების გამოყენება

კლასტერული შეიარაღების გამოყენებამ საფრთხის ქვეშ დააყენა მშვიდობიანი მოსახლეობა.[9][10] არც რუსეთმა და არც უკრაინამ დაამტკიცა 2008 წლის კონვენცია კლასტერული შეიარაღების შესახებ,[7] თუმცა დასახლებულ ზონებში კლასტერული შეიარაღების გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის პრინციპებთან შეუთავსებლად, რადგან ის კრძალავს განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებს.[6] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიხედვით, კლასტერულ შეიარაღებას იყენებდნენ რუსული ძალები და პრორუსი სეპარარისტები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებიც, თუმცა მცირე მასშტაბებით.[44]

24 თებერვალს, 10:30 საათზე (UTC) ვუჰლედარს თავს დაესხნენ 9M79 ტოჩკა რაკეტით, რომელიც საავადმყოფოსთან დაეცა, დაიღუპა 4 და დაიჭრა 10 სამოქალაქო პირი.[44] ამნესტიმ თავდასხმა დაადანაშაულა, როგორც „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის კანონების დარღვევის უტყუარი მტკიცებულება“ რუსული ძალების მიერ.[4] Human Rights Watch-მა (HRW) დაადგინა, რომ ვუჰლედარში გამოიყენეს 9N123 კლასტერული შეიარაღება, რომელშიც მოთავსებულია 50 9N24 ინდივიდუალური ქვეშეიარაღება, რომლებიც, თითო 316 პატარა ბომბად იშლება. HRW-მ თავისი ანალიზი შემთხვევის ფოტო და ვიდეო მასალებით და ადგილობრივ ადმინისტრაციებთან კონტაქტის შედეგად გამოაქვეყნა. HRW-მ რუსეთ მოუწოდა შეეწყვიტა „უკანონო თავდასხმები იარაღებით, რომლებიც განურჩევლად კლავს და ჭრის“.[8] რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, უარყო მომხდარში რუსეთის მონაწილეობა და თქვა, რომ ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ.[45]

27 თებერვალს Amnesty International-მა განაცხადა, რომ რუსეთი ოხტირკაში საბავშვო ბაღს, რომელშიც სამოქალაქო პირები აფარებდნენ თავს, თავს დაესხა 220 მმ BM-27 ურაგანის რაკეტით, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. დრონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს 4 კრატერი საბავშვო ბაღის სახურავზე, სამი კრატერი მიწაზე, ორი დაჭრილი ან დაღუპული სამოქალაქო პირი და სისხლის გუბეები. Amnesty International-მა გადაიღო შემთხვევის 65 ფოტო და ვიდეო და ინტერვიუები ჩამოართვა ადგილობრივებს.[46] Amnesty-მ რაკეტის ტიპი დაახასიათა, როგორც „უმართავი და არაზუსტი“ და დაამატა, რომ თავდასხმა პოტენციური ომის დანაშაულია, რომელიც უნდა გამოიძიონ.[46]

The New York Times-მა განაცხადა, რომ უკრაინებმა 220 მმ ურაგანის კლასტერული შეიარაღება ესროლეს რუსების მიერ კონტროლირებად სოფელ ჰუსარივკას, ხარკივის სამხრეთით. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა.[47][48]

13 მარტს მიკოლაივზე თავდასხმისას გამოიყენეს კლასტერული შეიარაღება, დაიღუპა 9 სამოქალაქო პირი, მათ შორის 2 ბავშვი.[44]

14 ივნისს Amnesty International-მა, აპრილსა და მაისში ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია რუსეთის მიერ კლასტერული შეიარაღების განმეორებითი გამოყენებებისა და ხარკივის ოლქში ნაღმების გაფანტვის შესახებ, რაც ომის დანაშაულია.[49][50] Amnesty International-მა დოკუმენტირებულად აღწერა რუსების მიერ კლასტერული შეიარაღების გამოყენების 7 შემთხვევა 28 თებერვლიდან 30 აპრილამდე.[51]

19 ივნისს The New York Times-მა განიხილა პოტენციურად აკრძალული შეიარაღების 1000 ფოტო. მან დაადგინა კლასტერული შეიარაღების ფართო სპექტრის გამოყენება სამოქალაქო ზონებში. უმეტესობა იყო უმართავი რაკეტები, რომლებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო პირებისთვის. ნიუ იორკ თაიმსმა აღმოაჩინა სხვა აკრძალული იარაღიც, როგორიცაა ნაღმები.[52]

აგრესიის დანაშაული

უკრაინაში შეჭრამ დაარღვია გაეროს წესდების აკრძალვა აგრესიაზე და გამოიწვია აგრესიის დანაშაული, სისხლის საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით.[53] 25 თებერვალს, Amnesty International-მა განაცხადა, რომ მოიძიეს უტყუარი სამხილი რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის და რუსეთის ზოგი თავდასხმის ომის დანაშაულად ქცევის შესახებ.[54] Amnesty-მ და Human Rights Watch-მა განაცხადეს, რომ რუსეთი განურჩევლად უტუვდა სამოქალაქო ზონებსა და საავადმყოფოებს, მათ შორის ვუჰლედარის საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმა, რომელმაც 4 სამოქალაქო პირი შეიწირა და 10 დაჭრა, სამედიცინო პერსონალის ჩათვლით.[55][56]

ექსპერტებსა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებზე დაყრდნობით, უკრანიაში შეჭრამ დაარღვია გაეროს წესდების აკრძალვა აგრესიაზე და შეიძლებოდა ჩათვლილიყო აგრესიის დანაშაულად სისხლის საერთაშორისო სამართლის მიხედვით.[57][58][59][60] თუმცა არსებობს დიდი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის რუსეთის ლიდერების გასამართლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, არც უკრაინა და არც რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმომწერი ქვეყანა.[61] გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სისხლის სამართლის საერთაშრისო სასამართლოსათვის მიმართვა ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის ვეტოსა და ჩინეთის გავლენის გამო.[62][63] თუმცა, აგრესიის დანაშაული შეიძლება გასამართლდეს სახელმწიფოს დონეზე, რუსეთში, უკრაინასა ან სხვა ქვეყნებში, რომლებშიც დაშვებულია ომის დანაშაულებზე საერთო იურისდიქცია.[57][58][64]

სამოქალაქო ზონებზე თავდასხმა

ხარკივის რეგიონული ადმინისტრაციის შენობის დაბომბვა
ხარკივის ოლქის საცხოვრებელი შენობების დაბომბვა

25 თებერვალს Amnesty International-მა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა „გამოიჩინეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეების უგულებელყოფა ბალისტიკური რაკეტების და სხვა ფეთქებადი იარაღის გამოყენებით მჭიდროდ დასახლებულ არეებში“. დამატებით, რუსეთმა სიცრუით განაცხადა, რომ მხოლოდ მართვად იარაღს იღენებდნენ. ვუჰლედარის, ხარკივისა და უმანის ბრძოლებში, Amnesty International-მა განაცხადა,რომ რუსები ცეცხლს განურჩევლად ხსნიდნენ და ეს იყო ომის დანაშაული.[65] უმანზე თავდასხმა დაიწყო 07:00 საათზე (UTC), 24 თებერვალს, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი და დაზიანდა რესტორანი, ხარკივს შეუტიეს 08:00-ზე, რაკეტა საცხოვრებელი შენობებს შორის დაეცა და ერთი მშვიდობიანი პირი შეიწირა.[65]

1 და 2 მარტს რუსულმა არტილერიამ შეუტია მარიუპოლის მჭიდროდ დასახლებულ სამეზობლოებს, დაბომბვა თითქმის 15 საათი გაგრძლედა. სამეზობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა და, მერის რწმუნებულის განცახადებით, „სულ მცირე ასობით ადამიანი დაიღუპა.“[66][67]

3 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ შეჭრის პირველ კვირაში სულ მცირე 1006 სამოქალაქო პირი დაიღუპა, თუმცა ასევე ითქვა, რომ „ნამდვილი მონაცემები ბევრად მაღალი იქნებოდა.“[68]

6 მარტს WHO-მ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსები თავს დაეხსნენ სამედიცინო დაწესებულებებს. ტედროს ადანომ გებრეისუსმა თქვა, რომ „სამედიცინო ცენტრებზე თავდასხმა ან სამედიცინო პირების ნეიტრაილიტეტის უგულებელყოფა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა“.[69]

ჰუმანიტარულ დერეფნებზე თავდასხმა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფოტო, რომელიც რუსული დაბომბვის მსხვერპს გვიჩვენებს მარიუპოლში, მარტში

მარიუპოლის ალყისას განცოხრციელდა ჰუმანიტარული ევაკუაციის დერეფნის შექმნის მცდელობები, თუმცა ისინი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მათ მიზანში იღებდა და თავს ესხმოდა რუსეთი. 5 მარტს გამოცხადდა ხუთსაათიანი ცეცლის შეწყვეტა, თუმცა ევაკუაცია მალევე შეწყდა, რადგან არტილერია კვლავ ისროდა, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებოს მიუხედავად.[70] მეორე დღეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) გამოაცხადა ევაკუაციის მეორე მცდელობის წარუმატებლობის შესახებ.[71] 7 მარტს ICRC-მა განაცხადა, რომ ევაკუაციის ერთ-ერთი მარშრუტი რუსულმა ძალებმა დანაღმეს.[72]

7 მარტს, მარიუპოლის ალყისას, აშშ-ის ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში, მაიკლ კარპენტერმა, აღწერა ორი ინციდენტი, რომლებსაც ომის დანაშაულები უწოდა, მან განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში რუსებმა დაბომბეს წინასწარ შეთანხმებული და დაწესებული დერეფნები მაშინ, როდესაც მათ გამოყენებას სამოქალაქო პირები ცდილობდნენ.[73]

თერმობარული (ვაკუუმის) ბომბები

28 თებერვალს ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ რუსეთმა გამოიყენა თერმობარული ბომბი ოხტირკაში.[74][75][76] საერთაშორისო სამართალი არ კრძალავს თერბობარულ შეიარაღების, საწვავ-საჰაერო ფეთქებად მოწყობილებების ან ვაკუუმის ბომბების სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებას.[77][78] მათი გამოყენება აკრძალულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გაეროს (UN) კონვენციით ზოგიერთ კონვენციურ იარაღზე (CCW).[79] მარკაროვამ განაცხადა, რომ თერმობარული იარაღის გამოყენება ჟენევის კონვენციების დარღვევაა.[80][81][82] თეთრი სახლის პრესის მდივანმა, ჯენ ფსაკიმ, განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა რუსების მიერ მსგავსი იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ცნობები და თქვა: „თუ ეს სიმართლეა, ეს პოტენვიურად იქნება ომის დანაშაული“.[74] თავდასხმამ გაანადგურა უკრაინული სამხედრო ბაზა დამოკლა 70 სამხედრო.[83]

საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის ცენტრებზე თავდასხმა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფოტო, რომელშიც ჩანს ჩერნიჰივის რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად მოკლული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე

24 თებერვალს კლასტერული შეიარაღება აფეთქდა ვუჰლედარის ცენტრალურ საქალაქო საავადმყოფოსთან, თავდასხმამ შეიწირა 4 ადამიანის სიცოცხლე და დაჭრა 10, ასევე დააზიანა სასწრაფო დახმარების მანქანები და საავადმყოფო.[9] 8 მარტს იზიუმში, ხარკივის სამხრეთში, გაანადგურეს ახლად აღდგენილი საავადმყოფო[84][85] და 11 მარტს იმავე ქალაქში თავს დაესხნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს.[86] 9 მარტს რუსეთის საჰაერო იერიშისას განადგურდა მარიუპოლის მესამე საავადმყოფო, რომელიც აშკარად იყო მონიშნული სამოქალაქო ობიექტად, თავდასხმის შედეგად დაშავდა 17 სამოქალაქო პირი, ერთი მათგანი იყო ფეხმძიმე ქალი, ნაყოფი და დედა ვერ გადარჩნენ.[9]

26 მარტს უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა 74 თავდასხმა სამედიცინო ცენტრებზე, 61 მათგანი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე, 9 ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოთხი საბრძოლო ზონაში. ექვსი პერინატალური და სამშობიარო საავადმყოფოები და 10 საბავშვო საავადმყოფო დაზიანდა თავდასხმების შედეგად, განადგურდა ორი საბავშვო საავადმყოფო და ერთი პერინატალური საავადმყოფო.[9] ასევე 26 მარტს AP-ის ჟურნალისტებმა უკრაინაში განაცხადეს, რომ შეაგროვეს სამხილები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები განზრახ უტევენ საავადმყოფოებს.[87]

30 მარტს World Health Organization-მა (WHO) განაცხადა 82 დადასტურებული თავდასხმის შესახებ, მათ შრის თავდასხმები ჯანდაცვის ცენტრებზე, პაციენტებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე, 24 თებერვლის შემდეგ. WHO ვარაუდობდა, რომ თავდასხმების შედეგად დაიღუპა 72 და დაიჭრა 43 ადამიანი.[88] 8 აპრილისთვის WHO-მ დაადასტურა 91 თავდასხმა.[89]

მარიუპოლის საავადმყოფოზე თავდასხმა

9 მარტს რუსულმა ძალებმა დაბომბეს სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო მარიუპოლში.[90] საავადმყოფო განადგურდა.[91] სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ახალგაზრდა გოგო, და 16 ადამიანი დაშავდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მეტი პაციენტი და სამედიცინო პერსონალი იყო ნანგრევებში მოყოლილი.[92] ბორის ჯონსონმა დაბომბვას „უზნეო“ უწოდა.[93] დმიტრო კულებამ დაბომბვას „უეჭველი ომის დანაშაული“ უწოდა.[94]

რუსეთმა განაცხადა, რომ დაშავებული ფეხმძიმე ქალი „დაქირავებული მსახიობი“ იყო.[95] ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო რუსულ ტელეგრამ არხებზე, რომლებსაც ასობით ათასი გამომწერი ჰყავთ.[96] რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში ტვიტერზე გააზიარა ტელეგრამის ეს ინფრომაცია და დაამატა, რომ ქალს „კარგი მაკიაჟი ჰქონდა“. ტვიტერმა წაშალა საელჩოს პოსტები.[97]

სხვა ფეფმძიმე ქალი, რომელსაც ვიდეოში საკაცით გადაჰყავდათ, 13 მარტს დაიღუპა.[98]

თავდასხმები კულტურულ მემკვიდრეობაზე

ფეთქებადი იარაღის გამოყენებამ საფრთხეში ჩააგდო ისტორიული მონუმენტები, ხელოვნების ნიმუშები, ეკლესიები და სხვა კულტურული ობიექტები.[99][100][101][102] რუსულმა ძალებმა დააზიანეს და გაანადგურეს კუინდჟის ხელოვნების მუზეუმი მარიუპოლში, საბჭოთა ეპოქის შჩორსის კინოთეატრი და გოთური აღზევების ბიბლიოთეკა,[103] ბაბინ იარის ჰოლოკოსტის მემორიალური კომპექსი კიევში,[104] საბჭოთა ეპოქის სლოვოს შენობა[100] და საოლქო ადმინისტრაციის შენობა ხარკივში, XIX საუკუნის ხის ეკლესია ვიაზივკაში, ჟიტომირის ოლქში[105] და ისტორიული და ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი ივანკივში.[106] 24 ივნისს UNESCO-მ განაცხადა, რომ სულ მცირე 150 ისტორიული ძეგლი, რელიგიური შენობა და მუზეუმი დაზიანდა ან განადგურდა რუსული აგრესიის შედეგად.[107]

კულტურულ ძეგლებს აქვს სპეციალური დაცვის პრივილეგიები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.[108] ჟენევის კონვენციის პირველი პროტოკოლი და ჰააგის კონვენცია კულტურული საკუთრების დაცვისთვის შეიარაღებული კონფლიქტის დროს (ორივე ეხება უკრაინასა და რუსეთს) კრძალავს ისტორიული ძეგლების სამიზნეში ამოღებას სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად.[108] ჰააგის კონვენციის მეორე პროტოკოლი იძლევა კულტურულ საკუთრებაზე თავდასხმის უფლებას „გადაუდებელი სამხედრო აუცულებლობის“ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სხვა გამოსავალი.[109][108] კულტურულ მემკვიდრეობზე თავდასხმა ომის დანაშაულია, რომლისთვისაც შესაძლოა ბრალდებული წარდგეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.[108]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Chernihiv: Are these Russia's weapons of war?“. BBC News (ინგლისური). 9 April 2022. ციტირების თარიღი: 3 May 2022.
  2. Gall, Carlotta; Kramer, Andrew E. (3 April 2022). „In a Kyiv Suburb,'They Shot Everyone They Saw'. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2022. ციტირების თარიღი: 3 May 2022.
  3. Ukraine: Russian Forces Fired On Civilian Vehicles en (2 May 2022). ციტირების თარიღი: 3 May 2022
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Russian military commits indiscriminate attacks during the invasion of Ukraine (25 February 2022). ციტირების თარიღი: 25 February 2022
  5. 5.0 5.1 Ukraine: Deadly Attacks Kill, Injure Civilians, Destroy Homes (18 March 2022). ციტირების თარიღი: 27 March 2022
  6. 6.0 6.1 Bogner, Matilda. (25 March 2022) Situation in Ukraine. Statement delivered by the Head of Human Rights Monitoring Mission in Ukraine on the situation in Ukraine. Office of the High Commissioner for Human Rights.
  7. 7.0 7.1 United Nations Treaty Collection. ციტირების თარიღი: 11 April 2022
  8. 8.0 8.1 Ukraine: Russian Cluster Munition Hits Hospital – 4 Civilians Killed, 10 Wounded (25 February 2022). ციტირების თარიღი: 26 February 2022
  9. 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 9.10 HRMMU Update on the human rights situation in Ukraine, 24 February – 26 March 2022. UN Human Rights Monitoring Mission in Ukraine (28 March 2022).
  10. 10.0 10.1 Lance, Rachel. „The Enduring Danger of Cluster Bombs“. Wired. ISSN 1059-1028. ციტირების თარიღი: 2 April 2022.
  11. „Ukraine nuclear power plant attack: All you need to know“. Al Jazeera. 4 March 2022. ციტირების თარიღი: 3 April 2022.
  12. Reid, Anna (15 March 2022). „Ukrainian heritage is under threat – and so is the truth about Soviet-era Russia“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2 April 2022.
  13. Russia Kidnaps Ukrainian Children (23 April 2022).
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 Ukraine: High Commissioner updates Human Rights Council en (5 July 2002). ციტირების თარიღი: 2022-07-06
  15. Rape as a weapon: huge scale of sexual violence inflicted in Ukraine emerges en (4 April 2022). ციტირების თარიღი: 7 May 2022
  16. Ukraine: US condemns 'unconscionable' forced deportations of civilians from Mariupol. The Guardian (20 March 2022). ციტირების თარიღი: 2 April 2022
  17. Ochab, Ewelina U.. (10 April 2022) Ukrainian Children Forcibly Transferred And Subjected To Illegal Adoptions en. ციტირების თარიღი: 28 April 2022
  18. Engelbrecht, Cora (29 March 2022). „Reports of sexual violence involving Russian soldiers are multiplying, Ukrainian officials say“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 March 2022. ციტირების თარიღი: 1 April 2022.
  19. Wamsley, Laurel (30 April 2022). „Rape has reportedly become a weapon in Ukraine. Finding justice may be difficult“. NPR (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 May 2022.
  20. „War in Ukraine: Street in Bucha found strewn with dead bodies“. BBC News. 2 April 2022. ციტირების თარიღი: 3 April 2022.
  21. „In Bucha, the scope of Russian barbarity is coming into focus“. Washington Post. 7 April 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2022.
  22. Callaghan, Louise (2 April 2022). „Bodies of mutilated children among horrors the Russians left behind“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 April 2022. ციტირების თარიღი: 5 April 2022.
  23. Ukraine documents alleged atrocities by retreating Russians. ციტირების თარიღი: 3 April 2022
  24. Ensuring accountability for atrocities committed in Ukraine en. ციტირების თარიღი: 3 May 2022
  25. Russians use abduction, hostage-taking to threaten Ukrainian journalists in occupied zones (25 March 2022). ციტირების თარიღი: 27 March 2022
  26. „Ukraine War: Civilians abducted as Russia tries to assert control“. BBC News. 25 March 2022. ციტირების თარიღი: 27 March 2022.
  27. Ukraine: Apparent POW Abuse Would Be War Crime. Human Rights Watch (31 March 2022). ციტირების თარიღი: 1 April 2022
  28. „Vidéo. Prisonniers russes torturés : des vidéos vérifiées par "Le Monde" mettent en cause un bataillon de volontaires ukrainiens“. Le Monde (ფრანგული). 13 May 2022. ციტირების თარიღი: 20 May 2022.
  29. Russia/Ukraine: Prisoners of war must be protected from public curiosity under Geneva Convention. Amnesty International (7 March 2022). ციტირების თარიღი: 7 March 2022
  30. Ukraine: Respect the Rights of Prisoners of War (16 March 2022). ციტირების თარიღი: 19 March 2022
  31. Al-Hlou, Yousur; Froliak, Masha; Hill, Evan; Browne, Malachy; Botti, David (2022-05-19). „New Evidence Shows How Russian Soldiers Executed Men in Bucha“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2022. ციტირების თარიღი: 2022-06-18.
  32. „Video appears to show Ukrainian forces killing Russian captive“. Reuters. Reuters. 7 April 2022. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
  33. „ICC prosecutor: Team leaves to investigate war crimes in Ukraine“. Thomson Reuters. 3 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2022. ციტირების თარიღი: 4 March 2022.
  34. Statement of ICC Prosecutor, Karim A.A. Khan QC, on the Situation in Ukraine: Additional Referrals from Japan and North Macedonia; Contact portal launched for provision of information (11 March 2022). ციტირების თარიღი: 23 March 2022
  35. Statement of ICC Prosecutor, Karim A.A. Khan QC, on the Situation in Ukraine: "I have decided to proceed with opening an investigation." (28 February 2022). ციტირების თარიღი: 23 March 2022
  36. Nichols, Michelle (7 April 2022). „U.N. suspends Russia from human rights body, Moscow then quits“. Reuters. ციტირების თარიღი: 7 April 2022.
  37. She was sure her son's death was a war crime. But the investigation is more painful than she expected.
  38. „Ukrainian prime minister accuses Russia of war crimes“. www.timesofisrael.com. The Times of Israel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 February 2022. ციტირების თარიღი: 27 February 2022.
  39. Gunter, Joel (2 March 2022). „Ukrainian city of Mariupol 'near to humanitarian catastrophe' after bombardment“. bbc.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2022. ციტირების თარიღი: 2 March 2022.
  40. Hundreds feared dead from 15-hour Russian attack on Mariupol, Ukraine (2 March 2022). ციტირების თარიღი: 2 March 2022
  41. Ukraine: Civilian casualties as of 24:00 3 March 2022. Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (3 March 2022). ციტირების თარიღი: 4 March 2022
  42. Ukraine health centres have been attacked, WHO chief says. Reuters (6 March 2022). ციტირების თარიღი: 6 March 2022
  43. "Everything is on fire": One month since the Russian invasion of Ukraine (24 March 2022). ციტირების თარიღი: 27 March 2022
  44. 44.0 44.1 44.2 The situation of human rights in Ukraine in the context of the armed attack by the Russian Federation, 24 February to 15 May 2022. OHCHR (29 June 2022). ციტირების თარიღი: 9 August 2022
  45. ru:В Кремле опровергли сведения об использовании на Украине кассетных бомб ru (4 March 2022). ციტირების თარიღი: 6 March 2022
  46. 46.0 46.1 Ukraine: Cluster munitions kill child and two other civilians taking shelter at a preschool (27 February 2022). ციტირების თარიღი: 27 February 2022
  47. Ukraine used cluster munitions — which many countries have banned — to force Russian troops out of a village, report says.
  48. Russia using cluster bombs to kill Ukrainian civilians, analysis suggests en (21 April 2022). ციტატა: „According to the New York Times, Ukrainian troops used a cluster munition rocket in early March in Husarivka, a village in the east of the country that they were trying to retake.“ ციტირების თარიღი: 3 June 2022
  49. Ukraine: Week May 21 to June 14: Amnesty says Russia guilty of war crimes in Kharkiv shelling en-GB. ციტირების თარიღი: 2022-06-16
  50. Ukraine: Hundreds killed in relentless Russian shelling of Kharkiv – new investigation en (2022-06-12). ციტირების თარიღი: 2022-08-10
  51. Ukraine: "Anyone can die at any time": Indiscriminate attacks by Russian forces in Kharkiv, Ukraine en. ციტირების თარიღი: 2022-06-19
  52. Ivory, Danielle; Ismay, John; Lu, Denise; Hernandez, Marco; Queen, Cierra S.; Ruderman, Jess; White, Kristine; Higgins, Lauryn; Wong, Bonnie G. (2022-06-19). „What Hundreds of Photos of Weapons Reveal About Russia's Brutal War Strategy“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-19. ციტირების თარიღი: 2022-06-19.
  53. Guilfoyle, Douglas; McIntyre, Juliette; Paige, Tamsin Phillipa (24 February 2020). „Is international law powerless against Russian aggression in Ukraine? No, but it's complicated“. The Conversation. ციტირების თარიღი: 26 February 2022.
  54. Churchman, Laurie (25 February 2022). „Russia carrying out 'indiscriminate attacks' on civilian areas, says Amnesty“. The Independent. ციტირების თარიღი: 25 February 2022.
  55. „Ukraine: Russian military have carried out indiscriminate attacks – new expert analysis“. Amnesty International. 25 February 2022.
  56. „Ukraine: Russian Cluster Munition Hits Hospital“. Human Rights Watch. 25 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022.
  57. 57.0 57.1 „A Reminder of the Importance of the Crime of Aggression: Considering the Situation of Russia and Ukraine“. Opinio Juris. 4 February 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022.
  58. 58.0 58.1 Guilfoyle, Douglas; McIntyre, Juliette; Paige, Tamsin Phillipa (24 February 2020). „Is international law powerless against Russian aggression in Ukraine? No, but it's complicated“. The Conversation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022.
  59. Can Russia Be Held Accountable for War Crimes in Ukraine? en. ციტირების თარიღი: 2022-03-22
  60. Ukraine: Russia's invasion is 'crime of aggression' under international law. Amnesty International (2022-03-01). ციტირების თარიღი: 2022-03-22
  61. Statement of ICC Prosecutor, Karim A.A. Khan QC, on the Situation in Ukraine en-GB (2022-02-28). ციტირების თარიღი: 2022-03-22
  62. Mechanisms for Criminal Prosecution of Russia’s Aggression Against Ukraine. Just Security. ციტირების თარიღი: 14 March 2022.
  63. Could the international criminal court bring Putin to justice over Ukraine? en (2022-03-02). ციტირების თარიღი: 2022-03-22
  64. 65.0 65.1 Russian military commits indiscriminate attacks during the invasion of Ukraine (25 February 2022). ციტირების თარიღი: 25 February 2022
  65. Gunter, Joel (2 March 2022). „Ukrainian city of Mariupol 'near to humanitarian catastrophe' after bombardment“. bbc.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2022. ციტირების თარიღი: 2 March 2022.
  66. Hundreds feared dead from 15-hour Russian attack on Mariupol, Ukraine (2 March 2022). ციტირების თარიღი: 2 March 2022
  67. Ukraine: Civilian casualties as of 24:00 3 March 2022. Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (3 March 2022). ციტირების თარიღი: 4 March 2022
  68. Ukraine health centres have been attacked, WHO chief says. Reuters (6 March 2022). ციტირების თარიღი: 6 March 2022
  69. Gunter, Joel. (5 March 2022) Siege of Mariupol: Fresh Russian attacks throw evacuation into chaos. BBC News. ციტირების თარიღი: 5 March 2022
  70. „Ukraine: Second attempt to evacuate civilians from Mariupol fails — live updates | DW | 6 March 2022“. Deutsche Welle. 6 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2022. ციტირების თარიღი: 6 March 2022.
  71. Rahman, Khaleda (7 March 2022). „Evacuation Route Offered to Fleeing Ukrainians Was Mined—Red Cross“. Newsweek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 March 2022. ციტირების თარიღი: 7 March 2022.
  72. Mangan, Dan. (7 March 2022) U.S. is collecting evidence of possible Russian war crimes in Ukraine. CNBC. ციტირების თარიღი: 7 March 2022
  73. 74.0 74.1 Zengerle, Patricia. Ukraine's ambassador to U.S. says Russia used a vacuum bomb on Monday. Reuters. ციტირების თარიღი: 28 February 2022
  74. Oil depot burns after artillery shelling in Okhtyrka, Sumy Oblast. Mayor Pavlo Kuzmenko reported that Russian occupiers dropped a vacuum bomb. This type of weapon is known as the most deadly non-nuclear bomb, producing high-temperature explosions.. The Kyiv Independent. ციტირების თარიღი: 28 February 2022
  75. „Ukraine's ambassador to U.S. says Russia used a vacuum bomb on Monday“. National Post. 28 February 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2022. ციტირების თარიღი: 1 March 2022.
  76. „Ukraine's ambassador to US says Russia used a vacuum bomb, international groups say banned cluster munitions used to strike shelter“. Australian Broadcasting Corporation. 1 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 March 2022. ციტირების თარიღი: 4 March 2022.
  77. Hanson, Marianne. What are thermobaric weapons? And why should they be banned?. ციტირების თარიღი: 4 March 2022
  78. Dunlap, Charlie (27 February 2022). „The Ukraine crisis and the international law of armed conflict (LOAC): some Q & A“. Lawfire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2022. ციტირების თარიღი: 4 March 2022.
  79. Live Updates / Russia-Ukraine war live updates: Russia investigated for war crimes as peace talks stall. NBC News. ციტირების თარიღი: 1 March 2022
  80. „Ukraine's ambassador to U.S. says Russia used a vacuum bomb on Monday“. National Post. 28 February 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2022. ციტირების თარიღი: 1 March 2022.
  81. Reich, Aaron. (1 March 2022) Ukraine's ambassador to the US accused Moscow of using a vacuum bomb in its invasion * Ukrainian President Volodymyr Zelensky said states that commit war crimes shouldn't get a permanent UNSC seat.. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 1 March 2022
  82. Douglas Busvine. Russia used powerful vacuum bomb on Ukraine, envoy says. Politico (1 March 2022). ციტირების თარიღი: 2 March 2022
  83. „Ukraine war: WHO says attacks on health facilities are rising daily“. BBC News. 26 March 2022. ციტირების თარიღი: 2 April 2022.
  84. Ukraine war: Izyum hospital destroyed by shelling. ციტირების თარიღი: 2 April 2022
  85. „Ukraine says Russian forces hit psychiatric hospital but no one hurt“. Reuters. 11 March 2022. ციტირების თარიღი: 2 April 2022.
  86. Biesecker, Michael; Kinetz, Erika; Dupuy, Beatrice. War Crimes Watch: Russia's onslaught on Ukrainian hospitals en (26 March 2022). ციტირების თარიღი: 19 May 2022
  87. „WHO: Attacks on health care are part of Russian strategy, with Ukrainian civilians used as "chess pieces". CNN. 30 March 2022. ციტირების თარიღი: 31 March 2022.
  88. Sanders IV, Lewis; Felden, Esther; Theise, Eugen (8 April 2022). „How Russia could get away with attacks on Ukraine hospitals“. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 11 April 2022.
  89. „Ukraine war: Maternity hospital hit by Russian air strike“. BBC News. 9 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 March 2022. ციტირების თარიღი: 9 March 2022.
  90. Ukraine war: Aftermath of Mariupol hospital shelling. ციტირების თარიღი: 9 March 2022
  91. AFP (March 10, 2022). „EU condemns Russian bombing of Mariupol maternity hospital as a ‘war crime’“. Times of Israel. ციტირების თარიღი: March 11, 2022.
  92. UK's Johnson condemns reported Mariupol hospital attack (9 March 2022). ციტირების თარიღი: 9 March 2022
  93. Dmytro Kuleba twitter. ციტირების თარიღი: 10 March 2022
  94. Hayes, Andy (16 March 2022). „Ukraine war: People buried under rubble after Mariupol theatre sheltering hundreds is hit by Russian bomb, officials say“. Sky News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 March 2022. ციტირების თარიღი: 16 March 2022.
  95. Macaluso, Nora. Social Media Posts Misrepresent Victims of Hospital Bombed in Mariupol. Annenberg Public Policy Center of the University of Pennsylvania (16 March 2022). ციტირების თარიღი: 20 March 2022
  96. Macaluso, Nora. Social Media Posts Misrepresent Victims of Hospital Bombed in Mariupol. Annenberg Public Policy Center of the University of Pennsylvania (16 March 2022). ციტირების თარიღი: 20 March 2022
  97. „Ukraine war: Pregnant woman and baby die after hospital shelled“. BBC News. 14 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 March 2022. ციტირების თარიღი: 14 March 2022.
  98. Pevny, Olenka Z.. (9 March 2022) Ukraine's cultural heritage faces destruction as Russian bombing continues. ციტირების თარიღი: 2 April 2022
  99. 100.0 100.1 Reid, Anna (15 March 2022). „Ukrainian heritage is under threat – and so is the truth about Soviet-era Russia“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2 April 2022.
  100. „Vladimir Putin's war endangers Ukraine's cultural heritage“. The Economist. 19 March 2022. ISSN 0013-0613. ციტირების თარიღი: 2 April 2022.
  101. Culture in the crossfire: Ukraine's key monuments and museums at risk of destruction in the war (25 March 2022). ციტირების თარიღი: 2 April 2022
  102. Museum building heavily damaged in Ukraine's battle-ravaged city of Chernihiv (15 March 2022). ციტირების თარიღი: 2 April 2022
  103. „Babyn Yar: Anger as Kyiv's Holocaust memorial is damaged“. BBC News. 3 March 2022. ციტირების თარიღი: 2 April 2022.
  104. Russian invaders destroy 19th-century wooden church in Zhytomyr Region. ციტირების თარიღი: 2 April 2022
  105. Ukraine museum reportedly burns down in Russian invasion, destroying 25 works by folk artist Maria Prymachenko (28 February 2022). ციტირების თარიღი: 2 April 2022
  106. Centre, UNESCO World Heritage. Ukraine: over 150 cultural sites partially or totally destroyed en. ციტირების თარიღი: 2022-06-25
  107. 108.0 108.1 108.2 108.3 Hausler, Kristin; Drazewska, Berenika. How does international law protect Ukrainian cultural heritage in war? Is it protected differently than other civilian objects?. British Institute of International and Comparative Law.
  108. Veronika Bílková; Marco Sassòli. Report On Violations Of International Humanitarian And Human Rights Law, War Crimes And Crimes Against Humanity Committed In Ukraine Since 24 February 2022. Organization for Security and Co-operation in Europe (13 April 2022). ციტირების თარიღი: 14 April 2022
  109. „Ukraine war: Pregnant woman and baby die after hospital shelled“. BBC News (ინგლისური). 2022-03-14. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 March 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-14.