მომხმარებელი:Arkaitz1974/სავარჯიშო3: განსხვავება გადახედვებს შორის
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 55: | ხაზი 55: | ||
== საბოლოო ცხრილი == |
== საბოლოო ცხრილი == |
||
{| width=" |
{| width="750" style="background: #f9f9f9; border: 2px #aaa solid; border-collapse: collapse; border-color: white; color:black; font-size: 95%;" border="1" cellspacing="0" |
||
|- bgcolor="#c2d2e5" |
|- bgcolor="#c2d2e5" |
||
!№!!კლუბი!!1!!2!!3!!4!!5!!6!!7!!8!!9!!10!!11!!12!!13!!14!!15!!16!!17!!18!!თ!!მ!!ფ!!წ!!ბ!!ქ |
!№!!კლუბი!!1!!2!!3!!4!!5!!6!!7!!8!!9!!10!!11!!12!!13!!14!!15!!16!!17!!18!!თ!!მ!!ფ!!წ!!ბ!!ქ |
20:39, 9 ნოემბერი 2024-ის ვერსია
სეზონი |
1990 ტურნირის ვადები (30 მარტი — 12 ნოემბერი) | ||
---|---|---|---|
ჩემპიონი | „იბერია“ თბილისი (პირველი ტიტული) | ||
დაქვეითდა | „ლიახვი“ ცხინვალი | ||
... | |||
ჩატ. შეხვედრა | 304 | ||
გატანილი გოლი | 811 | ||
საშუალო გოლი/თამაშში | 2,67 | ||
ბომბარდირი |
გია გურული (23 გოლი), „იბერია“ თბილისი, მამუკა ფანცულაია (23), „გორდა“ რუსთავი | ||
უდიდესი საშინაო მოგება |
„იბერია“ 8–1 „მერცხალი“ „გორდა“ 8–1 „შევარდენი“ „იბერია“ 7–0 „ლიახვი“ „დილა“ 7–0 „ამირანი“ | ||
უდიდესი საგარეო მოგება |
„შევარდენი“ 1–8 „გურია“ „ლიახვი“ 1–8 „კოლხეთი“ | ||
უხვგოლიანი შეხვედრა | „ქუთაისი“ 8–3 „დილა“ | ||
|
უმაღლესი ლიგა 1990 — საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველობის რიგით პირველი გათამაშება. დაიწყო 30 მარტს და დასრულდა 12 ნოემბერს. გამარჯვებული გახდა თბილისის „იბერია“. მეორე ადგილზე გავიდა ლანჩხუთის „გურია“, მესამეზე — რუსთავის „გორდა“. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება 23-23 გატანილი ბურთით გია გურულმა და მამუკა ფანცულაიამ გაინაწილეს.
ისტორია
1990 წლის 15 თებერვალს შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტადაც ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. დამოუკიდებელი ფედერაციის პირველმა ყრილობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება — ყველა ქართულ საფეხბურთო გუნდს დაეტოვებინა საბჭოური შეჯიბრებები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ისტორიული არჩევნების შემდეგ თვენახევარი მიდიოდა კამათი იმის თაობაზე, თუ რამდენ გუნდს უნდა ეასპარეზა პირველი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი: ნაწილს მიაჩნდა, რომ გუნდები მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა შეერჩიათ, საკმაო რაოდენობის მომხრე ჰყავდათ მათაც, ვინც თვლიდნენ, რომ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში უმთავრესი აქცენტი გეოგრაფიულ პრინციპზე უნდა გაკეთებულიყო და უმაღლესი ლიგა რეგიონული პრინციპით უნდა დაკომპლექტებულიყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებდნენ საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგიდან — თბილისის „დინამო“ და ლანჩხუთის „გურია“; საკავშირო პირველობის პირველი ლიგიდან — ქუთაისის „ტორპედო“, ბათუმის „დინამო“ და სოხუმის „დინამო“; საკავშირო პირველობის მეორე ლიგიდან — ფოთის „კოლხეთი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“, ოზურგეთის „მერცხალი“, რუსთავის „მეტალურგი“, გორის „დილა“, ხობის „კოლხეთი“, და თბილისის „შევარდენი“. ამ თორმეტ გუნდს დაემატა 1989 წლის საქართველოს პირველობის ექვსი საუკეთესო გუნდი: წყალტუბოს „შადრევანი“, ზუგდიდის „დინამო“, ოჩამჩირის „ამირანი“, გალის „მზიური“, ხაშურის „ივერია“ და ცხინვალის „სპარტაკი“. შესაბამისად, ძირითადი პრიორიტეტი სპორტულ პრინციპებს მიენიჭა, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაციც იზიარებდა.
პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე, გათამაშების მონაწილე თვრამეტი გუნდიდან ცხრა გუნდს სახელწოდება შეეცვალა. მანამდე არსებული წესისგან განსხვავებით, ამჯერად მატჩის მოგების შემთხვევაში გუნდებს ორის ნაცვლად სამი ქულა დაერიცხებოდათ. რაც შეეხება ჩემპიონატის დებულებას, ბოლო ადგილზე გასული გუნდი პირველ ჯგუფში ქვეითდებოდა, საიდანაც ორ უძლიერეს გუნდს ეძლეოდა უმაღლეს ლიგაში აღზევების უფლება. გარკვეული მიზეზების გამო, ჩემპიონატს პირველი წრის მერე ცხინვალის „ლიახვი“ (ყოფილი „სპარტაკი“) გამოეთიშა და პირველი სეზონი ჩვიდმეტმა გუნდმა ჩაამთავრა. დებულების შესაბამისად, სატურნირო ცხრილის ბოლო, მეჩვიდმეტე ადგილზე გასული გუნდი (ამ შემთხვევაში ოჩამჩირის „ამირანი“) პირველი ლიგაში უნდა დაქვეითებულიყო, თუმცა დებულების ეს მოთხოვნა არ შესრულდა და უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში არავინ დაქვეითებულა. ამავე დროს, პირველი ლიგის სამი საუკეთესო გუნდი — ვანის „სულორი“, ზესტაფონის „მარგვეთი“ და გურჯაანის „ალაზანი“, უმაღლეს ლიგაში აღზევდა და ამრიგად, საქართველოს მეორე ეროვნულ ჩემპიონატში უკვე ოცმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
გუნდების ადგილმდებარეობა
საბოლოო ცხრილი
№ | კლუბი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
„იბერია“ | 1:0 | 1:1 | 2:0 | 2:1 | 3:1 | 1:1 | 4:2 | 8:1 | 5:0 | 5:0 | 4:0 | 3:1 | 7:1 | 3:0 | 2:0 | 6:0 | 7:0 | 34 | 24 | 6 | 4 | 91–23 | 78 | ||
„გურია“ | 1:1 | 1:0 | 2:2 | 2:0 | 1:0 | 3:0 | 5:0 | 2:0 | 1:0 | 3:0 | 2:0 | 6:1 | 2:0 | 4:0 | 8:1 | 2:0 | 6:0 | 34 | 22 | 6 | 6 | 73–20 | 72 | ||
„გორდა“ | 1:0 | 0:0 | 2:1 | 2:0 | 3:0 | 3:0 | 2:1 | 2:0 | 3:0 | 1:0 | 6:4 | 4:2 | 2:0 | 3:1 | 8:1 | 1:0 | 3:0 | 34 | 22 | 3 | 9 | 63–33 | 69 | ||
4 | „ქუთაისი“ | 0:2 | 2:1 | 3:0 | 0:1 | 1:0 | 2:1 | 2:1 | 1:0 | 8:3 | 1:0 | 1:0 | 3:0 | 3:1 | 2:2 | 3:1 | 3:0* | 6:0 | 34 | 20 | 5 | 9 | 62–33 | 65 | |
5 | „კოლხეთი-1913“ | 1:0 | 0:1 | 0:1 | 2:1 | 1:0 | 1:0 | 0:0 | 4:1 | 1:0 | 0:0 | 5:0 | 4:0 | 1:0 | 2:0 | 2:0 | 3:2 | 8:1 | 34 | 19 | 5 | 10 | 53–31 | 62 | |
6 | „ბათუმი“ | 2:0 | 0:0 | 1:0 | 1:1 | 1:0 | 3:1 | 1:0 | 0:0 | 4:2 | 4:0 | 2:1 | 2:1 | 2:0 | 6:1 | 3:0 | 1:0 | 6:0 | 34 | 18 | 7 | 9 | 56–28 | 61 | |
7 | „ცხუმი“ | 1:1 | 1:3 | 2:0 | 1:1 | 4:0 | 2:1 | 1:1 | 0:0 | 5:0 | 1:0 | 2:0 | 3:1 | 2:1 | 3:0 | 1:1 | 1:0 | 5:0 | 34 | 13 | 10 | 11 | 50–36 | 49 | |
8 | „ოდიში“ | 1:1 | 0:1 | 1:2 | 0:0 | 1:1 | 2:1 | 2:1 | 2:2 | 3:1 | 3:2 | 1:1 | 4:0 | 3:1 | 3:1 | 5:0 | 1:0 | 2:0 | 34 | 12 | 10 | 12 | 47–38 | 46 | |
9 | „მერცხალი“ | 1:4 | 5:2 | 3:1 | 0:1 | 2:0 | 0:0 | 1:2 | 0:0 | 1:1 | 2:2 | 4:0 | 4:1 | 2:1 | 4:0 | 2:0 | 1:0 | 4:0 | 34 | 11 | 10 | 13 | 49–47 | 43 | |
10 | „დილა“ | 0:3 | 1:0 | 0:2 | 3:1 | 0:1 | 0:0 | 3:2 | 2:1 | 4:2 | 1:0 | 3:0 | 5:1 | 0:0 | 3:1 | 0:0 | 7:0 | 7:1 | 34 | 12 | 6 | 16 | 52–58 | 42 | |
11 | „კოლხეთი“ | 1:2 | 1:0 | 3:1 | 0:1 | 2:0 | 0:3 | 1:0 | 1:0 | 1:1 | 3:0 | 0:0 | 1:1 | 3:1 | 5:0 | 2:0 | 2:2 | 4:0 | 34 | 11 | 8 | 15 | 42–43 | 41 | |
12 | „სანავარდო“ | 0:1 | 1:0 | 1:1 | 1:0 | 0:1 | 0:1 | 0:0 | 2:0 | 1:0 | 3:1 | 2:2 | 3:2 | 0:0 | 2:0 | 3:2 | 1:0 | 3:0 | 34 | 11 | 7 | 16 | 35–50 | 40 | |
13 | „მზიური“ | 3:2 | 0:0 | 3:2 | 0:1 | 1:4 | 2:2 | 1:0 | 0:0 | 2:1 | 1:1 | 0:0 | 1:0 | 4:2 | 3:1 | 1:1 | 4:2 | 4:0 | 34 | 11 | 7 | 16 | 47–69 | 40 | |
14 | „სამგურალი“ | 0:0 | 1:2 | 0:1 | 2:4 | 1:1 | 1:0 | 1:1 | 2:1 | 3:1 | 2:0 | 2:1 | 2:1 | 5:3 | 2:1 | 1:1 | 1:0 | 3:0* | 34 | 11 | 6 | 17 | 42–57 | 39 | |
15 | „ივერია“ | 0:1 | 1:3 | 0:2 | 1:0 | 0:2 | 4:3 | 0:0 | 1:0 | 0:0 | 2:1 | 1:0 | 2:1 | 0:1 | 1:0 | 2:0 | 2:0 | 5:0 | 34 | 11 | 5 | 18 | 34–62 | 38 | |
16 | „შევარდენი-1906“ | 1:3 | 0:4 | 3:0 | 1:3 | 2:1 | 1:1 | 1:1 | 0:3 | 0:0 | 1:0 | 3:1 | 2:1 | 2:0 | 3:0 | 0:0 | 3:1 | 5:1 | 34 | 10 | 8 | 16 | 39–64 | 38 | |
17 | „ამირანი“ | 0:2 | 0:0 | 1:0 | 2:1 | 2:2 | 0:1 | 3:2 | 0:0 | 2:1 | 0:0 | 2:1 | 1:1 | 1:0 | 3:2 | 2:2 | 1:0 | 6:1 | 34 | 10 | 7 | 17 | 36–55 | 37 | |
18 | „ლიახვი“ | 1:4 | 1:5 | 0:3* | 0:3* | 2:3 | 0:3 | 0:3* | 0:3* | 0:3* | 0:3* | 0:3* | 1:2 | 0:2 | 1:3 | 1:2 | 0:3* | 0:3* | 34 | 0 | 0 | 34 | 11–135 | 0 |
შენიშვნა: *ტექნიკური წაგება.
საუკეთესო ბომბარდირები
№ | ბომბარდირი | გუნდი | გოლები |
---|---|---|---|
1 | გია გურული | „იბერია“ თბილისი | 23 |
მამუკა ფანცულაია | „გორდა“ რუსთავი | 23 | |
3 | ოთარ კორღალიძე | „გურია“ ლანჩხუთი | 21 |
საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობა
ზაზა რევიშვილი (34/16), თემურ ქეცბაია (33/11), კახი გოგიჩაიშვილი (32/4), გოჩა ჩიქოვანი (32/2), კახა ცხადაძე (32/1), გია ჯიშკარიანი (31/6), ზაურ ხაპოვი (29), კახა კაჭარავა (28/14), სოსო ჭედია (26), გია გურული (25/23), მამუკა მაჭავარიანი (24), გოჩა ჯამარაული (19), მალხაზ არზიანი (18), გიორგი ნემსაძე (14/2), მიხეილ ყაველაშვილი (13/5), გივი ქველაძე (13), დავით ყიზილაშვილი (10/2), გელა კეტაშვილი (9), გრიგოლ ცაავა (8/3), როინ კერძევაძე (8/1), აკაკი დევაძე (8), ემზარ შონია (5), თემურ ყიფიანი (3). მთავარი მწვრთნელი — დავით ყიფიანი.[1]
ჩემპიონი
1990 წლის საქართველოს ჩემპიონი |
---|
„იბერია“ თბილისი პირველი ტიტული |
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- 1990 წლის უმაღლესი ლიგის საბოლოო ცხრილი — FootballFacts.ru
- 1990 წლის უმაღლესი ლიგის საბოლოო ცხრილი — RSSSF
- 1990 წლის უმაღლესი ლიგის საბოლოო ცხრილი — WildStat.com
სქოლიო
|