სტინგი

ინგლისელი მუსიკოსი

გორდონ მეთიუ სამნერი (ინგლ. Gordon Matthew Thomas Sumner, უფრო მეტად ცნობილი ზედმეტსახელით სტინგი (ინგლ. Sting, ქართ. ნესტარი) (დ. 2 ოქტომბერი, 1951) — ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მუსიკოსი.

სტინგი

სტინგი 2018 წლის აპრილში.
დაბადების სახელი გორდონ მეთიუ სამნერი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1951 (1951-10-02) (73 წლის)
უოლსენდი, ინგლისი
ალმა-მატერი ჩრდილოეთ საგრაფოების საგანმანათლებლო კოლეჯი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, აქტივისტი, ქველმოქმედი
აქტიური 1971–დღემდე
მეუღლე(ები) ფრენსის ტომელტი (იქ. 1976–84)
ტრუდი სტაილერი (იქ. 1992)
შვილ(ებ)ი 6; მათ შორის ჯო, მიკი და ელიოტი
ჟანრ(ებ)ი როკი, ახალი ტალღა, ჯაზი, პოპი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა
ლეიბლ(ებ)ი A&M, Deutsche Grammophon, Universal Music Group
ასოციაციები The Police, Strontium 90, Dire Straits, ჩებ მამი, Curved Air, ებერჰარდ შენერი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები Fender Precision Bass
Fender Jazz Bass
Fender Telecaster Bass
საიტი sting.com

დაიბადა ქალაქ ნიუკასლში. სოლო-კარიერამდე (რომელიც 1985 წელს დაიწყო) იყო ჯგუფ The Police-ის ვოკალისტი და ბას-გიტარისტი. მისი მუსიკა მოიცავს როკის, ახალი ტალღის, ჯაზის, პოპის ჟანრებს, თუმცა აგრეთვე შეიმჩნევა რეგის, კლასიკის, ნიუ ეიჯის და უორლდბიტის ელემენტები.[1] როგორც სოლო შემსრულებელი და The Police-ის წევრი, არის გრემის 16 ჯილდოს მფლობელი. აქედან პირველი იყო საუკეთესო როკ-ინსტრუმენტალის კატეგორიაში, 1980 წელს. მას აგრეთვე მიღებული აქვს Brit-ის სამი (1994 წელს საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცისთვის და 2002 წელს გამორჩეული წვლილისთვის[2]) ოქროს გლობუსის, ემის და ოსკარის სამი ჯილდო (ორიგინალური სიმღერისთვის). 2002 წელს იგი შეიყვანეს სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში, ხოლო 2003 წელს, The Police-ის წევრის სახით - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2003 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ბაკინგემის სასახლეში დააჯილდოვა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2014 წელს სტინგი კენედის ცენტრის ჯილდოს მფლობელი გახდა.

The Police-თან ერთად სტინგი იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად. სოლო შემსრულებლის და The Police-ის წევრის სახით მსოფლიოში 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.[3] 2006 წელს Paste-მა იგი 100 საუკეთესო არსებულ შემსრულებელს შორის 62-ე ადგილზე დაასახელა.[4]VH1-ის 100 უდიდესი როკ-შემსრულებლის სიაში მას 63-ე ადგილი ეკავა[5], ხოლო Q-ს XX საუკუნის 100 უდიდესი მუსიკალური ვარსკვლავის სიაში - #80.[6] იგი ცნობილი სხვა შემსრულებლებთან თანამშრომლობით. მათ შორის არიან კრეიგ დეივიდი („Rise & Fall“), ბრაიან ადამსი და როდ სტიუარტი („All for Love“), ისევე, როგორც რაი შებ მამი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა სტინგთან ჩაწერილი „Desert Rose“-ით.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

სტინგი დაიბადა უოლსენდში (ჩრდილოეთი ტაინსაიდი, ინგლისი), 1951 წლის 2 ოქტომბერს[7][8] და იყო ოდრი (დაბ. კაუელი) და ერნესტ მეთიუ სამნერების ყველაზე უფროსი შვილი. მამა მერძევე და ინჟინერი იყო, ხოლო დედა - პარიკმახერი.[9] ბიჭუნა იზრდებოდა უოლსენდის ნავსაშენებთან, რამაც მასზე გავლენა მოახდინა. მამას რძის სახლებში ტარებისას ეხმარებოდა და 10 წლის ასაკში დაინტერესდა ძველი ესპანური გიტარით, რომელიც მამამისის ემიგრირებულმა მეგობარმა დაუტოვა. [10]

ნიუკასლ-აპონ-ტაინში სტინგი წმ. კათბერტის გრამატიკულ სკოლაში დადიოდა. საღამოს Club A Go-Go-ს მსგავს ადგილებში ესწრებოდა Cream-ის და Manfred Mann-ის მსგავს კოლექტივებს, რომლებმაც მის მუსიკაზეც გავლენა მოახდინეს.[11] მუშაობდა ავტობუსის კონდუქტორად, მუშად მშენებლობაზე და საგადასახადო ინსპექტორად. 1971-1974 წლებში ჩრდილოეთ საგრაფოების საგანმანათლებლო კოლეჯში სწავლობდა და მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო.[12] კრემლიგტონში იგი წმ. პავლეს სახელობის პირველ სკოლაში ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა.[13]

საღამოობით გორდონი ჯაზს ასრულებდა. იგი უკრავდა კოლექტივებთან Phoenix Jazzmen და Newcastle Big Band, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ დროისთვის Last Exit აღმოჩნდა. Phoenix Jazzmen-ის წევრობისას იგი ატარებდა შავი და ყვითელი ზოლებით მოქარგულ სვიტრს, რითაც ჯგუფის ლიდერ გორდონ სოლომონს ფუთკარი მოაგონა[14]. ამიტომ მას სტინგი (ინგლ. Sting, ქართ. ნესტარი) შეარქვეს. 1985 წლის დოკუმენტურ ფილმში Bring on the Night ჟურნალისტი მას გორდონით მიმართავს, რაზეც მუსიკოსი პასუხობს: "შვილები სტინგს მიწოდებენ, დედა - სტინგს, გორდონი ვინ არის?"[15] Time-თან 2011 წლის ინტერვიუში მან განაცხადა: "გორდონით არ მომმართავდნენ. ქუჩაში "გორდონი" რომ გეყვირათ, თავს მოგარიდებდით".[16]

მუსიკალური კარიერა

რედაქტირება

1977 წლის იანვარში სტინგი ნიუკასლიდან ლონდონში გადავიდა და სტიუარტ კოუპლენდის და ჰენდრი პადოვანის მონაწილეობით ტრიო The Police ჩამოაყალიბა. პადოვანის მოგვიანებით გიტარისტი ენდი სამერსი ჩაენაცვლა. 1978-1983 წლებში მათი ხუთივე სტუდიური ალბომი ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში მოექცა. ჯგუფმა მიიღო ექვსი გრემი და ორი Brit-ის ჯილდო (საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის და მუსიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის).[17][18] სტინგმა და სამერსმა 1978 წელს იმუშავეს პარალელურ პროექტზე, ებერჰარდ შენერის ალბომზე Video Magic, რომელშიც სტინგის ვოკალი და ბას-გიტარა და ენდის სოლო გიტარა ჟღერს. მათ აგრეთვე მონაწილეობდა მიიღეს შენერის Flashback-ის ჩაწერაში.

The Police თავდაპირველად პანკით შთაგონებულ მუსიკას ასრულებდა, მაგრამ მოგვიანებით რეგის და მინიმალისტური პოპის მიმართულებას გაჰყვა. მათი უკანასკნელი ალბომი Synchronicity ნომინირებული იყო ხუთ გრემიზე, მათ შორის წლის ალბომის კატეგორიაში. მასში შეტანილია 1983 წელს სტინგის მიერ დაწერილი ჯგუფის უდიდესი ჰიტი "Every Breath You Take"

"ლოგიკა მკარნახობდა - "შეიშალე? თქვენ ხართ მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი – გაუძელი და ფული აკეთე." მაგრამ აგრეთვე იყო ინსტინქტი, ლოგიკის საპირისპიროდ, კარგი რჩევის მიუხედავად, რომელიც მანიშნებდა, რომ უნდა წავსულიყავი."
— —სტინგი 1986 წელს ჯგუფიდან წასვლის შესახებ.[19]

სტინგი დოკუმენტურ ფილმში Last Play at Shea საუბრობს, რომ The Police-იდან წასვლა გადაწყვიტა 1983 წლის 18 აგვისტოს, შის სტადიონზე გამართული კონცერტის შემდეგ. მისი თქმით, იქ დაკვრა ევერესტის დაპყრობის ტოლფასი იყო.[20] მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად კოლექტივი არ დაშლილა, Synchronicity-ს შემდეგ წევრები სოლო პროექტებზე გადავიდნენ. წლების განმავლობაში ისინი გამორიცხავდნენ რეფორმირების შესაძლებლობას, თუმცა 2007 წელს გაიმართა მათი ტურნე.[21]

ჯგუფის ხუთი სტუდიური ალბომიდან ოთხი მოხვდა Rolling Stone's-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში, ხოლო სტინგის ავტორობით შექმნილი "Every Breath You Take" და "Roxanne" - გამოცემის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში.[22] 2003 წელს The Police როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.[23] ისინი აგრეთვე მოხვდნენ Rolling Stone-ის და VH1-ის "ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის" სიებში.[24][25]

ადრეული სოლო ნამუშევრები: 1981-1984

რედაქტირება

1981 წლის სექტემბერში სტინგის პირველი სოლო გამოსვლები გაიმართა, Amnesty International-ის საქველმოქმედო The Secret Policeman's Other Ball-ზე (ლონდონი). მან შეასრულა "Roxanne" და "Message in a Bottle". დროებით ბენდთან "The Secret Police" ერთად მან შეასრულა ბობ დილანის "I Shall Be Released"-ის ქავერ ვერსია. მისი გამოსვლები მოხვდა საკონცერტო ალბომში და კონცერტის ვიდეოშიც. The Secret Policeman's Other Ball-ით დაიწყო სტინგის აქტიურობა პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებში. 1982 წელს მან გამოუშვა სინგლი "Spread a Little Happiness", დენის პოტერის ფილმის „გო­გირ­დი და ბადაგი“ საუნდტრეკი. ეს სიმღერა, ვივიენ ელისის 1920 წლის სიმღერის ინტერპრეტაცია, მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო 20-ეულში.[26]

სოლო დებიუტი: 1985–1989

რედაქტირება

მისი პირველი სოლო ალბომი, 1985 წლის The Dream of the Blue Turtles ჩაიწერა ჯაზ-მუსიკოსებთან, რომელთა შორის იყვნენ კენი კირკლენდი, დერილ ჯოუნსი, ომარ ჰაკიმი და ბრენფორდ მარსელისი. ალბომში შეტანილია ჰიტ-სინგლები "If You Love Somebody Set Them Free" (b-მხარე "Another Day"), "Fortress Around Your Heart", "Love Is the Seventh Wave" და "Russians" - უკანასკნელი ეფუძნება „ლეიტენანტ კიჟეს“ თემას, რომლის ავტორია სერგეი პროკოფიევი.[27] წლის განმავლობაში ალბომმა მიაღწია სამმაგი პლატინის სტატუსამდე. იგი ნომინირებული იყო გრემიზე, წლის ალბომის, საუკეთესო პოპ-ვოკალისტ მამაკაცის, საუკეთესო ჯაზური შესრულებისა და საუკეთესო ხმის ინჟინერის კატეგორიებში.[28]

 
სტინგი 1985 წელს

Dire Straits-ის 1985 წლის სიმღერაში "Money for Nothing" სტინგმა შეასრულა ცნობილი სტრიქონი "I Want My MTV". 1984 წლის ნოემბერში იგი მონაწილეობდა Band Aid-ის საქველმოქმედო "Do They Know It's Christmas?"-ის ჩაწერაში.[29] 1985 წელს მან The Police-ის ჰიტები შეასრულა უემბლიზე გამართულ Live Aid-ზე. სცენაზე იგი აგრეთვე შეუერთდა Dire Straits-ს და "Money for Nothing" შეასრულა[30], ისევე, როგორც ორი სიმღერა ფილ კოლინზთან.[31]

1985 წელს სტინგმა შეასრულა ვოკალი მაილს დეივისის ალბომზე You're Under Arrest. მისმა ვოკალმა აგრეთვე გაიჟღერა Arcadia-ს "The Promise"-ში, ფილ კოლინზის No Jacket Required-ის ორ სიმღერაში და "Mack the Knife"-ში, რომელიც მან ჩაწერა ალბომისთვის Lost in the Stars: The Music of Kurt Weill. 1985 წლის სექტემბერში მან MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, ნიუ-იორკში "If You Love Somebody Set Them Free" შეასრულა.[32] 1986 წელს გამოვიდა მაიკლ ეპტიდის ფილმი Bring on the Night, რომელშიც ასახულია სტინგის სოლო ბენდის შექმნის პროცესი და პირველი კონცერტი, გამართული საფრანგეთში.[33]

 
სტინგი და ბონო ტურნეს A Conspiracy of Hope კონცერტზე ნიუ-ჯერსიში, 1986

1987 წელს გამოვიდა სტინგის მეორე ალბომი ...Nothing Like the Sun, რომელშიც მოხვდა "We'll Be Together", "Fragile", "Englishman in New York" და "Be Still My Beating Heart". ალბომი მიეძღვნა მუსიკოსის გარდაცვლილ დედას. მას ორმაგი პლატინის სტატუსი მიენიჭა. "The Secret Marriage", შეტანილი ალბომში, ადაპტირებულია ჰანს აისლერის მუსიკაზე დაფუძნებით, ხოლო "Englishman In New York" კვენტინ კრისპის შესახებ არის. ალბომის სახელწოდება შექსპირის 130-ე სონეტის სტრიქონიდან მომდინარეობს.[34] Brit-ის 1988 წლის ცერემონიაზე ჩანაწერს წლის საუკეთესო ბრიტანული ალბომის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1989 წელს - გრემის სამი ნომინაცია, მათ შორის რიგით მეორე - წლის ალბომის კატეგორიაში. "Be Still My Beating Heart" გრემიზე ნომინირებული იყო წლის სიმღერის და წლის საუკეთესო პოპ-ვოკალისტი მამაკაცის კატეგორიებშ. 1989 წელს ...Nothing Like the Sun Rolling Stone-ის 1980-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომის სიაში #90 პოზიციას იკავებდა, ხოლო The Police-ის Synchronicity - #17-ს.[35]

1988 წლის თებერვალში სტინგმა გამოსცა EP Nada como el sol, რომელშიც მოხვდა ...Nothing Like the Sun-ის რამდენიმე სიმღერის ვერსიები ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე. 1987 წელს იგი გილ ევანზის ბენდთან ერთად გამოვიდა, ხოლო ფრენკ ზაპას 1988 წლის Broadway the Hard Way-ში მოხვდა "Murder By Numbers"-ის ვერსია, შესრულებული ოლივერ ნელსონის "Stolen Moments"-ის თანხლებით, მიძღვნილი ჯიმი სუოგარტისადმი. 1988 წლის ოქტომბერში მან დირიჟორ კენტ ნაგანოსთან და ლონდონის კამერულ ორკესტთან ერთად ჩაწერა იგორ სტრავინსკის „ჯარისკაცის ამბის“ (The Soldier's Tale) ვერსია. დადგმაში მონაწილებდნენ ვანესა რედგრეივი, სერ იენ მაკ-კელენი და თავად სტინგი, რომელიც ჯარისკაცს განასახიერებდა.[36]

მეტი სოლო წარმატება: 1990-1997

რედაქტირება

1991 წლის ალბომი The Soul Cages მიეძღვნა სტინგის გარდაცვლილ მამას. მასში შეტანილია ცნობილი "All This Time", "Mad About You", "Why Should I Cry For You" და სასათაურო სიმღერა. იმავე წელს მან იქორწინა ტრუდი სტაილერთან და ნორთუმბრიის უნივერსიტეტისგან მიიღო მუსიკის დოქტორის საპატიო წოდება. 1991 წელს ჩაწერა "Come Down in Time" ელტონ ჯონის სიმღერების ქავერ ვერსიების ალბომისთვის Two Rooms: Celebrating the Songs of Elton John and Bernie Taupin. იმავე წელს MTV-ისთვის ჩაიწერა სტინგის აკუსტიკური კონცერტი, მოგვიანებით გამოცემული, როგორც Unplugged. აგრეთვე გამოვიდა ალბომი Acoustic Live in Newcastle, ჩაწერილი ცოცხლად ნიუკასლში. 1992 წლის 27 სექტემბერს მოდენაში გაიმართა პირველი კონცერტი სერიიდან Pavarotti and Friends. მასში, სტინგის გარდა მონაწილეობდნენ ცუკერო, ლუჩიო დალა, The Neville Brothers, სიუზან ვეგა, მაიკ ოლდფილდი, ბრაიან მეი, ბობ გელდოფი და პატრისია კაასი. სტინგმა შეასრულა "It's Probably Me" , ლუჩანო პავაროტისთან ერთად - "Panis Angelicus", ცუკეროსთან - "Muoio Per Te", ხოლო სრულ შემადგენლობასთან - "La donna è mobile".

Ten Summoner's Tales, 1993 წლის ალბომი, აშშ-ის და ბრიტანეთის ჩარტების ლიდერად იქცა და სამმაგი პლატინა მიიღო.[26][37] ჩაწერილი უილტშირის საგრაფოში მდებარე სტინგის სახლში, იგი ნომინირებული იყო მერკურის პრიზზე, ხოლო 1994 წელს - გრემის წლის ალბომის ჯილდოს კატეგორიაში. ალბომში შეტანილია სიმღერები "It's Probably Me", "If I Ever Lose My Faith in You" (რომელმაც სტინგს გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო პოპ შემსრულებლის ჯილდო მოუტანა[38]), "Seven Days", "Fields of Gold" და "Shape of My Heart" (რომელიც ფილმში „ლეონი: პროფესიონალი“ მოხვდა). სინგლებზე აგრეთვე გამოიცა აკუსტიკური ჩანაწერები Acoustic Live in Newcastle-იდან. სტუდიური ალბომის თანმხლები ვიდეო, რომელშიც სრულდება ალბომის ყველა სიმღერა, გადაიღეს სტინგის სტინგის სახლში. ალბომის გამოშვებას მოჰყვა საკონცერტო ტურნე, რომელიც 1993 წლის 12 მარტიდან 1994 წლის ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა, დამატებითი კონცერტებით იაპონიაში. ტურნეს მსვლელობისას ჩაიწერა კონცერტები უდინესა და ოსლოში, მოგვიანებით გამოსული ლაზერულ დისკსა და VHS-ზე, Summoner's Travels-ის სათაურით.

1993 წლის მაისში The Police-ის "Demolition Man"-ის ვერსია, ჩაწერილი სტინგის მიერ ფილმისთვის „დამანგრეველი“, გამოვიდა სინგლზე. ბრაიან ადამსთან და როდ სტიუარტთან ერთად მან ჩაწერა "All for Love" ფილმისთვის „სამი მუშკეტერი“. უკანასკნელი, გამოცემული სინგლის სახით, აშშ-ის ჩარტების პირველ პოზიციას ხუთი კვირის განმავლობაში იკავებდა და პლატინის სტატუსი შეიძინა. სტინგის The Police-ის შემდგომ კარიერაში ეს არის ერთადერთი სინგლი, რომელიც აშშ-ში პირველ ადგილზე მოხვდა.

1994 წლის თებერვალში სტინგმა მიიღო ორი გრემი და ნომინირებული იყო კიდევ სამზე.[38] ბერკლის მუსიკის კოლეჯისგან მას მაისში მუსიკის დოქტორის მეორე საპატიო წოდება მიენიჭა. ნოემბერში გამოვიდა სტინგის კომპილაცია Fields of Gold: The Best of Sting, მოგვიანებით აღნიშნული ორმაგი პლატინით. ალბომში შევიდა ახალი სიმღერა "When We Dance" და The Police-ის "Demolition Man"-ის ვერსია (სხვადასხვა გამოცემაში). წარმატება პატო ბანტონის მონაწილეობით ჩაწერილმა სიმღერამ, "This Cowboy Song". ბანტომა აგრეთვე იმღერა ფილმში „ეის ვენტურა: შინაური ცხოველების დეტექტივი“ შეტანილ "Spirits in the Material World"-ის ახალ ვერსიაში. იმავე წელს სტინგმა ვანესა უილიამსთან ერთად უკანასკნელის ალბომისთვის The Sweetest Days ჩაწერა "Sister Moon". Brit-ის დაჯილდოებაზე ლონდონში მას იმავე წელს საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცის წოდება მიენიჭა.[39]

1996 წლის ალბომი Mercury Falling წარმატებას ინარჩუნებდა სინგლით "Let Your Soul Be Your Pilot", თუმცა ჩარტებიდან მალე ამოვარდა. საუკეთესო 40-ეულში მოხვდა ალბომის სინგლები "You Still Touch Me" და "I'm So Happy I Can't Stop Crying" - უკანასკნელი 1997 წელს კიდევ ერთხელ ჩაიწერა ტობი კითის მიერ. დისნეის ფილმისთვის „მზის სამეფო“ (მოგვიანებით ცნობილი, როგორც „იმპერატორის ახალი თავგადასავალი“) სტინგმა ჩაწერა "My Funny Friend and Me".

1996 წელს სტინგის ვოკალმა გაიჟღერა ტინა ტერნერის "On Silent Wings"-ში, ალბომზე Wildest Dreams. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო ტომ ჯობიმის "How Insensitive"-ის ჩაწერაში, რომელიც მოხვდა შიდსით დაავადებულების მხარდამჭერ საქველმოქმედო ალბომში Red Hot + Rio. ფილმში „საბრინა“ მოხვდა სტინგის "Moonlight", რომელიც აგრეთვე ნომინირებული იყო გრემიზე, ფილმისთვის ან ტელევიზიისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში. 1995 წლის ფილმში „ლას-ვეგასის დატოვებისას“ მოხვდა სტინგის მიერ შესრულებული სამი სიმღერა - "Angel Eyes", "My One and Only Love" და "It's A Lonesome Old Town". იმავე წელს მან The Chieftains-ის ალბომისთვის The Long Black Veil ჩაწერა ვოკალი, ირლანდიური სიმღერისთვის "Mo Ghile Mear". აღნიშნულ კოლექტივთან ერთად მან აგრეთვე იმუშავა ლეონარდ კოენის "Sisters of Mercy"-ს ქავერ ვერსიაზე, რომელიც ალბომში Tower of Song: The Songs of Leonard Cohen მოხვდა.

1997 წლის 4 სექტემბერს სტინგმა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე The Notorious B.I.G.-ისადმი სიმღერა "I'll Be Missing You" (რომელშიც გამოიყენებოდა "Every Breath You Take"-ის მელოდია) Puff Daddy-სთან შეასრულა.[40] რეპერმა აგრეთვე გამოსცა "Roxanne '97", The Police-ის სიმღერის ვოკალის სემპლით. სტინგმა მონაწილეობა უკანასკნელის პრომო ვიდეოშიც მიიღო. სიმღერა მოხვდა სტინგის კომპილაციაში The Very Best of Sting & The Police და რეპერის პრომო დისკზე Changing The Sound Of Popular Music.

15 სექტემბერს მუსიკოსი გამოვიდა როიალ ალბერტ ჰოლში, კონცერტზე Music for Montserrat, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ პოლ მაკ-კარტნი, ელტონ ჯონი, ერიკ კლეპტონი, ფილ კოლინზი და მარკ ნოპფლერი.[41] 1998 წელს გამოსულ ფილმ „საიდუმლო მასალების“ თანმხლებ ალბომში მოხვდა სტინგის დუეტი Aswad-თან, სიმღერის "Invisible Sun" ახალი ვერსია. იმავე წელს გამოვიდა დუეტი კორსიკულ ჯგუფ I Muvrini-სთან, "Terre d'oru", "Fields of Gold"-ის ვერსია კორსიკულ ენაზე.

Brand New Day და საუნდტრეკები: 1998-2005

რედაქტირება
 
სტინგის გამოსვლა 2000 წლის იანვარში

1999 წლის სექტემბერში გამოვიდა სტინგის ალბომი Brand New Day, სიმღერებით "Brand New Day" და "Desert Rose". ალბომი 2001 წლის იანვარში სამმაგი პლატინის მფლობელი გახდა. 2000 წელს ალბომმა და სიმღერამ გრემის ჯილდოები მიიღეს. "Desert Rose" დაჯილდოების ცერემონიაზე სტინგმა ჩებ მამისთან ერთად შეასრულა.

„იმპერატორის ახალი თავგადასავლის“ საუნდტრეკი, სიმღერით "My Funny Friend and Me" გამოვიდა 2000 წელს. 2001 წლის თებერვალში გრემი მიიღო ალბომში A Love Affair: The Music Of Ivan Lins შეტანილმა სიმღერამ "She Walks This Earth (Soberana Rosa)". საუკეთესო 40-ეულში მოხვდა Brand New Day-ს სინგლი "After the Rain Has Fallen". 11 სექტემბერს იტალიაში, სტინგის ვილის ეზოში უნდა გამართულიყო აკუსტიკური კონცერტი, რომლის განწყობა 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ შეიცვალა. გარდა სხვა სიმღერებისა, ამ კონცერტზე შესრულდა "Fragile"-ის ახალი ვერსია, მოგვიანებით გამოცემული სინგლის სახითაც. ...All This Time, ცოცხალი DVD და ალბომი ამ კონცერტით მიეძღვნა „ყველას, ვინც იმ დღეს დაიღუპა“. "Fragile" აგრეთვე იო-იო მასთან ერთად სოლტ-ლეიკ-სიტიში 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე შესრულდა.[42]

2002 წელს ფილმში „კეიტი და ლეოპოლდი“ გაჟღერებული "Until..."-ისთვის სტინგმა საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში ოქროს გლობუსი მიიღო.[38] Brit-ის 2002 წლის დაჯილდოებაზე, რომელიც თებერვალში გაიმართა, სტინგს გადაეცა სპეციალური პრიზი მუსიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის.[39] ივნისში იგი სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2003 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა, მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.[43] სექტემბერში ემის დაჯილდოებაზე სტინგმა მიიღო ჯილდო გამორჩეული ინდივიდუალური შესრულებისთვის, A&E-ზე გასული Sting in Tuscany... All This Time-ისთვის.[38] კრეიგ დეივიდის 2002 წლის ალბომში Slicker Than Your Average შევიდა დუეტი სტინგთან, "Rise & Fall", სიმღერის "Shape of My Heart" მელოდიით. "Shape of My Heart" აგრეთვე Sugababes-მა გამოიყენა, სიმღერაში "Shape", ალბომიდან Angels with Dirty Faces.

2003 წელს სტინგმა გამოსცა ალბომი Sacred Love, რომელშიც მოხვდა თანამშრომლობები მერი ჯეი ბლაიჯთან და სიტარის შემსრულებელ ანუშკა შანკართან. ბლაიჯთან ჩაწერილმა დუეტმა "Whenever I Say Your Name" გრემი მიიღო. თუმცა, ალბომიდან გამოცემული სინგლები მნიშვნელოვან ჰიტებად არ აქცეულა.

სტინგის ავტობიოგრაფიული წიგნი Broken Music ოქტომბერში გამოიცა. ტურნე Sacred Love 2004 წელს დაიწყო. მოგვიანებით ჩატარდა ტურნე Broken Music, რომელმაც მოიცვა მცირე საკონცერტო დარბაზები. The Black Eyed Peas-ის ალბომში Monkey Business მოხვდა დუეტი სტინგთან, სიმღერა "Union", რომელშიც გამოიყენეს Englishman in New York-ის სემპლები. Live Aid-ის ერთგვარი გაგრძელება, Live 8, რომელზეც მუსიკოსი გამოჩნდა, ჩატარდა 2005 წლის ივლისში.[44] ნელსონ მანდელას მიერ ორგანიზებული კონცერტის 46664 თანმხლებ EP-ში 46664 - One Year On შევიდა სტინგის, ჯიმი კლიფისა და ტონი რებელის მიერ ჩაწერილი "People". შერილ კროუს 2005 წლის ალბომში შეტანილია დუეტი კროუსთან, "Always on Your Side", რომელმაც აშშ-ის ჩარტში #33 პოზიცია დაიკავა.

ექსპერიმენტული ალბომები და The Police-ის გაერთიანება: 2006-2009

რედაქტირება

2006 წელს სტინგმა გრეგ კოფი ბრაუნი ალბომისთვის "Lullaby to an Anxious Child" ჩაწერა, რომლის არანჟირებასა და პროდიუსირებაზე იმუშავეს ლინო ნიკოლოსიმ და პინო ნიკოლოსმა(Nicolosi productions).[45]

 
სტინგი და The Police, მედისონ-სკვერ-გარდენი, ნიუ-იორკი, 1 აგვისტო 2007

2006 წლის ოქტომბერში გამოვიდა ალბომი Songs from the Labyrinth, რომელშიც შეტანილია ჯონ დოულენდის სიმღერების არანჟირება ბარბითისთვის. იგი ჩაიწერა ბოსნიელი მუსიკოს ედინ კარამაზოვის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, სტინგმა სახელი კლასიკურ მუსიკაშიც გაიმყარა.[46] ალბომის პრომო კამპანიის ფარგლებში მან Studio 60-ის მეხუთე ეპიზოდში "Come Again" და "Fields of Gold" შეასრულა. მოგვიანებით ლონდონში გაიმართა სტინგის და კარამაზოვის კონცერტი, რომელიც გამოვიდა CD-ის და DVD-ის The Journey and the Labyrinth სახით.

2007 წლის 11 თებერვალს გრემის დაჯილდოებაზე გაერთიანდა The Police, რომელმაც "Roxanne" შეასრულა. მოგვიანებით ჩატარდა ჯგუფის გამაერთიანებელი ტურნე. იგი 2007 წლის 28 მაისს, 22.000 მსმენელის წინაშე, ვანკუვერში გაიხსნა. ჯგუფი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა, ეწვია ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და იაპონიას. ბრიტანეთის ტურნეს ყველა ბილეთი გაიყიდა 30 წუთის განმავლობაში.[47] უკანასკნელი კონცერტი მედისონ-სკვერ-გარდენზე, 2008 წლის 7 აგვისტოს გაიმართა. ტურნეს დაემთხვა კომპილაციის The Police გამოცემა. მოგვიანებით გამოვიდა საკონცერტო ალბომი და ვიდეო The Police: Certifiable, ჩაწერილი 2007 წლის 1 და 2 დეკემბერს, ბუენოს-აირესში. ტურნეს დასრულების შემდეგ The Police კვლავ დაიშალა.

2008 წელს სტინგს დაუკავშირდა ტორონტოელი რეჟისორი-დოკუმენტალისტი ვანესა დაილინი, რომელიც მუშაობდა ფილმზე The Musical Brain, ნეურობიოლოგ დენიელ ლევიტინის მონაწილეობით. ამ ფილმისთვის გადაღებებისას სხვადასხვა სიმღერის მოსმენისას მოხდა სტინგის ტვინის სკანირება. Neighborhood Ball-ზე, რომელიც ბარაკ ობამას ინაუგურაციის დღეს, 2009 წლის 20 იანვარს გაიმართა, სტინგს შეუერთდა სტივი უანდერი. ერთად მათ შეასრულეს "Brand New Day". [48]

თებერვლის დასაწყისში სტინგმა დაიწყო მუშაობა ახალ ალბომზე, If on a Winter's Night..., რომელიც ოქტომბერში გამოვიდა. ალბომმა მიიღო არაერთგვაროვანი შეფასებები მას შემდეგ, რაც რამდენიმე მსმენელს ჰქონდა საშუალება, მოესმინა მისი პრომო ვერსიები. ბევრს არ მოეწონა სტინგის მიერ აღებული მუსიკალური მიმართულება.[49] A Winter's Night... Live From Durham Cathedral, ვიდეო დარჰემის ტაძარში ჩაწერილი კონცერტით, 2009 წლის ბოლოს გამოვიდა.

მუსიკოსი ამავე წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გამოჩნდა, სადაც სტივი უანდერთან ერთად შეასრულა "Roxanne" და "Higher Ground".[50][51] 2003 წელს სტინგი თავად იქნა შეყვანილი დარბაზში, The Police-ის წევრის სახით.[52][53]

2009 წლის ოქტომბერში სტინგი გამოვიდა ტაშკენტში (უზბეკეთი), ხელოვნების ფესტივალზე. მან განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ კონცერტს UNICEF აფინანსებდა, თუმცა მუსიკოსი მკაცრად გააკრიტიკეს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მან პრეზიდენტ ისლამ კარიმოვისგან (რომელსაც ბრალს დებენ ადამიანთა უფლებების დარღვევაში) დაახლოებით ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. UNICEF-მა დაადასტურა, რომ ამ ღონისძიებასთან კავშირი არ ჰქონია.[54]

The Last Ship: 2010-დღემდე

რედაქტირება
 
სტინგის გამოსვლა ბუდაპეშტში, 30 ივნისი 2011

Symphonicities, ალბომი სტინგის სიმღერების ორკესტრული არანჟირებებით გამოვიდა 2010 წელს. 2010-2011 წლებში გაიმართა მისი მხარდამჭერი ტურნე Symphonicity. ტურნეს ფარგლებში მუსიკოსი და ორკესტრი ეწვივნენ სამხრეთ კორეას, იაპონიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ ამერიკას და ევროპას.[55] ბერლინში 21 სექტემბერს ჩაწერილი კონცერტი გამოვიდა ალბომის და ვიდეოს სახით. წინა გამოცემებთან ერთად ეს არის ლეიბლ Deutsche Grammophon-ზე გამოსული მუსიკოსის მეოთხე ჩანაწერი.

2011 წლის მეორე ნახევარში სტინგმა დაიწყო ტურნე Back to Bass, რომლის ფარგლებში იგი დაუბრუნდა სიმღერების ტრადიციულ ჯგუფთან შესრულების ფორმას. ტურნე 2013 წლის ჩათვლით გაგრძელდა.[56] 2011 წელს Time-მა სტინგი დაასახელა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან პიროვნებას შორის.[57] 26 აპრილს მუსიკოსმა "Every Breath You Take", "Roxanne" და "Desert Rose" შეასრულა, გამოცემის მიერ გამართულ Time 100 Gala-ზე, ნიუ-იორკში.[58] 2011 წელს ნიკოლ შერზინგერის სადებიუტო ალბომში Killer Love შევიდა სტინგთან ერთად 2007 წელს ჩაწერილი "Power's Out". სერიალში „კლუბი“ მოხვდა სტინგის მიერ მეთიუ რობინსონთან ერთად ჩაწერილი "Let Your Soul Be Your Pilot", რომელიც აგრეთვე მორისონის სადებიუტო ალბომში შევიდა.[59] 15 სექტემბერს სტინგმა "Fragile" ნიუ-იორკში, 92nd Street Y-ში შეასრულა, 11 სექტემბრის შეტევის შედეგად დაღუპულ მეგობარ ჰერმან სანდლერის ხსოვნისადმი პატივსაცემად.[60] 2012 წელს სტინგის სიმღერა "Deep in the Meadow (Lullaby)" შეიტანეს ფილმის „შიმშილის თამაშები“ თანმხლებ ალბომში The Hunger Games: Songs from District 12 and Beyond.

რამდენიმე წლის განმავლობაში სტინგი მუშაობდა მიუზიკლზე „უკანასკნელი გემი“[61], რომელიც შთაგონებული იყო მისი მოგონებებით უოლსენდში გატარებული ბავშვობის შესახებ. 2013 წელს მიუზიკლის დადგმაზე მუშაობა დაიწყო.[62] მისი სასცენო დებიუტი გაიმართა 2014 წლის ივნისში, ჩიკაგოში. შემოდგომაზე მიუზიკლის ჩვენებამ ბროდვეის თეატრში გადაინაცვლა.[63][64][65] ალბომი The Last Ship (რომელშიც აგრეთვე შეტანილი იყო რამდენიმე სიმღერა, რომელიც მიუზიკლში არ გაჟღერებულა), გამოვიდა 2013 წლის 24 სექტემბერს.[66][67] მიუზიკლის გუნდის მიერ ჩაწერილი სიმღერები ალბომის სახით გამოიცა 2014 წლის 14 ნოემბერს.

2014 წლის თებერვალში დაიწყო სტინგის და პოლ საიმონის ერთობლივი ტურნე On Stage Together, ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული 21 კონცერტით.[68] იგი 2015 წელს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კონცერტებით გაგრძელდა.[69][70] დაგეგმილია 23 კონცერტი ევროპაშიც.[71]

აქტივიზმი

რედაქტირება

სტინგის მონაწილეობა ადამიანთა უფლებების დამცველ ღონისძიებებში დაიწყო 1981 წლის სექტემბერს, როდესაც მუსიკოსი მარტინ ლუისის თხოვნით გამოვიდა Amnesty-ს კონცერტზე The Secret Policeman's Other Ball (თუმცა, კონცერტის ერთგვარი საცდელი ვარიანტი გაიმართა 1979 წელს, პიტ ტაუნსენდის ინიციატივით).[72] სტინგმა შეასრულა "Roxanne" და "Message in a Bottle". სხვა მუსიკოსებთან ერთად (პირობითი სახელით The Secret Police) მან შეასრულა ბობ დილანის "I Shall Be Released"-ის რეგის სტილში არანჟირებული ვერსია. ეს იყო ბობ გელდოფთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა. 1984 წელს სტინგმა მონაწილეობა მიიღო გელდოფის პროექტში "Feed The World". მოგვიანებით, 1985 წელს, სტინგი გამოვიდა გელდოფის ორგანიზებულ Live Aid-ზე[31]. აღსანიშნავია Band Aid-იც, მუსიკოსთა გაერთიანება, რომელმაც საქველმოქმედო "Do They Know It's Christmas?" ჩაწერა. სტინგი შემდგომში განაგრძობდა Amnesty-ს ორგანიზებულ კონცერტებზე გამოსვლას.[73]

1986 წელს სტინგი დროებით გაერთიანდა The Police-თან, Amnesty-ს ორგანიზებული ტურნეს A Conspiracy of Hope ფარგლებში. როგორც თავად აღნიშნავდა, ორგანიზაციასთან თანამშრომლობამდე არაფერი იცოდა მსოფლიოში ადამიანთა წამების პრეცედენტების შესახებ.[74] 1988 წელს იგი გამოვიდა პიტერ გებრიელთან და ბრიუს სპრინგსტინთან ერთად, Amnesty-ს Human Rights Now!-ის ტურნეს ფარგლებში.[73]

 
სტინგი და ბელადი რაონი, პარიზი, 1989 წლის აპრილი

The Police-ის 1980 წლის სიმღერაში "Driven to Tears" გამოხატულია სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებით დაინტერესება. 1988 წლის სიმღერა "They Dance Alone" ასახავს ჩილეში, აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის დროს დაღუპული ადამიანების ამბავს.[75]

1980-იანებში სტინგი დაინტერესდა კაიაპოს (ბრაზილია) მკვიდრების ბედით. მეუღლესთან, ტრუდი სტაილერთან ერთად მან დააარსა ფონდი, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ტყეებისა და დარჩენილი მოსახლეობის გადარჩენას. 1989 წელს იგი ალტამირას შეკრებას დაესწრო, სადაც განაცხადა თავისი მხარდაჭერის შესახებ.[76] ორგანიზაცია კვლავ აქტიურობს. მისი საქმიანობის ფარგლებში კარნეგი-ჰოლში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობდნენ ბილი ჯოელი, ელტონ ჯონი, ჯეიმზ ტეილორი და სხვები. ამაზონის ტყეებისთვის აქტიური ბრძოლისთვის კოლუმბიაში აღმოჩენილ ბაყაყს სტინგის პატივსაცემად Dendropsophus stingi დაარქვეს.[77]

1997 წლის 15 სექტემბერს სტინგი, პოლ მაკ-კარტნი, ერიკ კლეპტონი, ელტონ ჯონი, ფილ კოლინზი და მარკ ნოპფლერი როიალ ალბერტ ჰოლში გამოვიდნენ, კონცერტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ვულკანით დაზარალებულ მონსერატზე მცხოვრებთა დახმარებას. 2000 წლის 30 ივნისს სტინგს და ტრუდი სტაილერს შერბორნში (მასაჩუსეტსი) გადასცეს სპეციალური ჯილდო Peace Abbey Courage of Conscience.[78] 2001 წელს სტინგი გამოვიდა კონცერტზე America: A Tribute to Heroes, სადაც "Fragile" შეასრულა. კონცერტი გაიმართა 11 სექტემბრის ტრაგედიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით.[79]

2005 წლის თებერვალში სტინგი დასავლეთ ავსტრალიაში გამოვიდა. კონცერტიდან შემოსული 4 მილიონი აშშ დოლარი 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრით და ცუნამით დაზარალებულებს მოხმარდა.[80][81] 2 ივლისს მუსიკოსი გამოვიდა ლონდონის ჰაიდ პარკში, სადაც Live 8, Live Aid-ის ერთგვარი გაგრძელება გაიმართა.[44]

2007 წელს სტინგი, ენდი სამერსი და სტიუარტ კოუპლენდი გამოვიდნენ ნიუ-ჯერსიში, Live Earth-ში, სიმღერით "Message in a Bottle".[82] 2008 წელს სტინგმა მონაწილეობა მიიღო კონცერტში Songs for Tibet, რომელიც მიზნად ისახავდა ტიბეტის და დალაი ლამას მხარდაჭერას.[83] 2010 წლის იანვარსში მუსიკოსმა "Driven to Tears" შეასრულა საქველმოქმედო Hope for Haiti Now-ს ეთერში.[84] 2010 წლის 25 აპრილს იგი ვაშინგტონში, დედამიწის დღეს გამოვიდა.[85]

სტინგის და სხვა პიროვნებების პატრონაჟით მოქმედებს ელტონ ჯონის შიდსის ფონდი.[86] 2010 წელს იგი გახდა საქველმოქმედო Bees for Development-ის მეთვალყურე. აღნიშნული ორგანიზაცია მეფუთკრეობის განვითარებაში და სიღარიბის დაძლევაში მონაწილეობს.[87] 2011 წელს სტინგმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან ღია წერილს ხელი მოაწერა. წერილში მოთხოვნილი იყო ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია. მუსიკოსმა აღნიშნა: „ახალგაზრდების დამნაშავეებად გამოცხადება მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების გამო უშედეგოა – დროა, დავფიქრდეთ საზოგადოებაში ნარკოტიკების პრობლემის გადაწყვეტის უკეთეს მეთოდებზე.“[88]

2011 წლის 4 ივლისს ყაზახეთში, ქალაქ ნურ-სულთანიში დაგეგმილი იყო სტინგის კონცერტი. ყაზაზეთში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში მომუშავე პერსონალის უფლებების ფონზე, Amnesty International-ის თხოვნით და მითითებით კონცერტი არ ჩატარებულა. 2012 წელს სტინგი გამოვიდა Hurricane Sandy: Coming Together-ში, სადაც "Message in a Bottle" შეასრულა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აშშ-ში ქარიშხალ სენდისგან დაზარალებულთა დახმარებას. ცნობილი იყო, რომ მარათონმა 23 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა.[89] 2014 წლის აგვისტოში The Guardian-ში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც 200 პიროვნებასთან ერთად სტინგიც ეწინააღმდეგებოდა შოტლანდიის დამოუკიდებლობას.[90]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
სტინგი კენედის ცენტრში 2014 წელს მიღებული მედლით

პარტნიორები და ქორწინება

რედაქტირება

სტინგმა და ჩრდილოეთ ირლანდიელმა მსახიობმა ფრენსის ტომელტიმ იქორწინეს 1976 წლის 1 მაისს. 1984 წელს გაყრამდე მათ ორი შვილი ეყოლათ - ჯოზეფი (დ. 23 ნოემბერი 1976) და ფუქსია კეტრინი („კეიტი“, დ. 17 აპრილი 1982). 1980 წელს სტინგმა დაიწყო გადასახადებისგან თავის არიდება[91][92][93] და გოლუეიში (ირლანდია) გადასახლდა. 1982 წელს, მეორე შვილის დაბადების შემდეგ იგი ტომელტის გაეყარა და ცხოვრება მსახიობ და კინოპროდიუსერ ტრუდი სტაილერთან დაიწყო. ისინი ოფიციალურად 1992 წლის 22 აგვისტოს დაქორწინდნენ, უილტშირში.[94] სტაილერთან ერთად სტინგს ეყოლა ოთხი შვილი - ბრიჯიტ მაიკლი (მიკი), დ. 19 იანვარი 1984), ჯეიკი (დ. 24 მაისი 1985), ელიოტ პოლინი (კოკო, დ. 30 ივლისი 1990) და ჯაკომო ლუკი (დ. 17 დეკემბერი 1995). კოკო მღერის ლონდონურ ჯგუფში I Blame Coco. ჯაკომო ლუკის სახელი ეწოდა კენტუკის დერბიში გამარჯვებულ ცხენს.[95] ჯეიკ სამნერის დაბადება აღბეჭდილია ფილმში Bring on the Night.

სტინგს უთქვამს, რომ შვილები მის 180 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ქონებას მემკვიდრეობით არ მიიღებენ: „ბევრი არ დარჩება, ჩვენ ამ თანხას ვხარჯავთ.“[96] Sunday Times-ის მდიდრების სიაში 2011 წელს სტინგი მითითებული, როგორც ერთ-ერთი მდიდარი პიროვნება ბრიტანეთის მუსიკალურ სამყაროში.[97]

მშობლები

რედაქტირება

სტინგის მამა, ერნესტ მეთიუ სამნერი, მუშაობდა უოლსენდის ქარხანაში. ოდრი კოუელთან ქორწინების შემდეგ იგი მერძევე გახდა. ოდრიმ ასევე შეიცვალა საქმიანობა და ადგილობრივ საავადმყოფოში მომვლელად დაიწყო მუშაობა. გორდონი 18 წლის ასაკში გააჩინა, რასაც კიდევ სამი შვილი მოჰყვა, ამიტომ ოდრის რამდენიმე წლის განმავლობაში არ უმუშავია.

ოჯახში მუდმივი მატერიალური პრობლემები იყო, ვინაიდან მხოლოდ ერნესტი მუშაობდა და მისი ხელფასი არ იყო საკმარისი ოჯახის სარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მამა გორდონს არ აძლევდა გიტარაზე დაკვრის უფლებას, საბოლოოდ დათანხმდა და ბიჭუნამ დაიწყო დაკვრა ერნესტის ძმის მიერ დატოვებულ გიტარაზე. გაკვეთილები, რომლებიც მან გაიარა მუსიკის მასწავლებელთან, წარუმატებელი იყო, ვინაიდან სტინგს არ სურდა იმ მელოდიების დაკვრა, რომლებსაც პედაგოგი აძლევდა, ამიტომ ერნის აღარ სურდა ამ გაკვეთილებისთვის ფულის გადახდა.

დედა წლების შემდეგ კვლავ მიმზიდველად გამოიყურებოდა და, როდესაც ქუჩაში გაივლიდა, ბიჭები ხუმრობით უსტვენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სტინგს ეს არ მოსწონდა, მეორე მხრივ, ამაყობდა, რომ ოდრიმ შეინარჩუნა ეს მიმზიდველობა. დროდადრო ოდრი თავად ესაუბრებოდა ადგილობრივ გოგონებს და შვილთან შეხვედრებს უნიშნავდა. იგი აქტიურად ინტერესდებოდა გორდონის პირადი ცხოვრებით. მიუხედავად დედა-შვილის თბილი ურთიერთობებისა, ერთხელ, როდესაც ბიჭუნა საკუთარ ოთახში მარტო იჯდა და გიტარაზე უკრავდა, არ ისურვა ვახშამზე ჩასვლა. გაღიზიანებულმა ერნესტმა ოდრის სთხოვა გორდონის ჩამოყვანა. დედამ მას სთხოვა, შეეწყვიტა დაკვრა და ჩასულიყო, საბოლოოდ კი, უარის მიღების შემდეგ, შევარდა საძინებელში, შვილს გიტარა წაართვა და დაამტვრია. გორდონი იმდენად გაოგნებული იყო, რომ ამ სკანდალმა დედის როლი მის წარმოდგენაში შეამცირა. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ მან დაკარგა ნდობა უოლსენდში ცხოვრებისადმი - ოჯახისადმი და სკოლისადმი.

მუსიკალური კარიერის წლებში სტინგმა ალბომი Nothing Like the Sun დედის, ხოლო შემდეგი, The Soul Cages - მამის ხსოვნას მიუძღვნა. ისინი 1986 და 1987 წლებში გარდაიცვალნენ, კიბოს შედეგად. სტინგი რომელიმეს დასაფლავებას არ დასწრებია - იგი შიშობდა, რომ მედია მისი მშობლებისადმი ხსოვნისადმი უპატივცემულობას გამოხატავდა.[98]

1995 წელს სტინგმა სასამართლოში უჩივლა ყოფილ ბუღალტერს, რომელმაც მიითვისა მილიონობით გირვანქა-სტერლინგი მისი ქონებიდან.[99] სტინგი მსოფლიოში რამდენიმე სახლის მფლობელია. მათ შორის არის სოლსბერიში (უილტშირი) მდებარე ლეიკ ჰაუსი; ბინა ნიუ-იორკში; სახლი მალიბუში; 2.4 კმ-იანი ფართი ტოსკანაში[100] და ბინა ლონდონში, ისევე, როგორც XVIII საუკუნის სახლი ჰაიგეიტში.[101]

ჯანმრთელი ცხოვრება და სპორტი

რედაქტირება
 
გარი კასპაროვი და სტინგი ტაიმს სქვერზე, ნიუ-იორკი, 2000

სტინგი წარსულში დღეში 8 კილომეტრს გარბოდა და აერობიკით იყო დაკავებული. იგი მონაწილეობდა ლონდონის პარლამენტ-ჰილში ჩატარებულ გარბენაში და საქველმოქმედო გარბენენში. დაახლოებით 1990 წელს დენი პერედაისთან ნაცნობობით დაინტერესდა იოგით და დაიწყო აშტანგა ვინიასა იოგის ვარჯიშები, თუმცა ამჟამად ტანტრა და ჯივამუკტი იოგაც აინტერესებს.[102] მან დაწერა განგა უაიტის 2007 წლის წიგნის Yoga Beyond Belief[103] წინასიტყვაობა. 2008 წელს ცნობილი გახდა, რომ იგი მაჰარიში მაჰეშ იოგის ტრანსცენდენტური მედიცინის ტექნიკას ეუფლებოდა.[104] ცნობილია, რომ მუსიკოსი მაკრობიოტიკური დიეტის მიმდევარია.[105]

2000 წელს სტინგმა და გარი კასპაროვმა ჭადრაკში ამხანაგური მატჩი გამართეს. მათ გარდა, თამაშში მონაწილეობდნენ დომინიკ მილერი, ჯეისონ რებელო, კრის ბოტი და რას ირვინი. კასპაროვმა ხუთივე 50 წუთის განმავლობაში დაამარცხა.[106]

სტინგი არის ნიუკასლ იუნაიტედის გულშემატკივარი. 2009 წელს იგი შეუერთდა გუნდის მხარდამჭერთა კამპანიას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ნიუკასლის მფლობელ მაიკ ეშლის მიერ სენტ ჯეიმზ პარკისთვის კლუბის სახელწოდების გაყიდვის უფლებას.[107]

სტინგის იოგისადმი დაინტერესებას მოჰყვა ჭორები მისი სექსუალური აქტიურობის შესახებ. გავრცელდა ამბავი, თითქოს მას შეეძლო მეუღლესთან სექსით რვა საათის განმავლობაში გართობა.[108][109] ეს ამბავი წარმოიშვა ინტერვიუდან სტინგთან და ბობ გელდოფთან, რომელშიც ჟურნალისტმა ჰკითხა „საწოლში როგორი ხართ?“ გელდოფმა თქვა, რომ „სამი წუთი მისთვის საკმარისი იყო“, ხოლო სტინგმა უპასუხა, რომ იოგის დახმარებით სქესობრივ აქტს ოთხ საათამდე ახანგრძლივებდა.[110]

2011 წელს Time-თან ინტერვიუში სტინგმა განაცხადა: „აგნოსტიკოსი ვარ. ღმერთთან პრობლემა არ მაქვს. რელიგიასთან მაქვს პრობლემა. გადავწყვიტე, რელიგიური მრწარმსის გარეშე მეცხოვრა. ვფიქრობ, საშიშია. მუსიკა მნიშვნელოვანია ჩემი ცხოვრებისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის.“[16] რელიგიასთან მისი დამოკიდებულება ასახულია სასათაურო სიმღერაში ალბომიდან Sacred Love.

სხვა საქმიანობა

რედაქტირება

1969 წელს სტინგმა წაიკითხა მერვინ პიკის „გორმენგასტის ტრილოგია“ და შეიძინა უფლებები მის ეკრანიზაციაზე. შინაურ ცხოველებს, ცხენს, გამომცემელ კომპანიასა და შვილს (ფუქსია) მან წიგნების პერსონაჟების სახელები დაარქვა.[111]

2013 წლის აგვისტოში სტინგმა „ტაინმუთის ღია აუზის მეგობრების“ ორგანიზაციას შესწირა თანხა, რათა აღედგინათ ტაინმუთში, ლონგსენდსის სანაპიროზე მდებარე 1920-იან წლებში აშენებული პლაჟი.[112]

დისკოგრაფია

რედაქტირება
The Police
სოლო

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სტინგს აგრეთვე აქვს მსახიობის ხანგრძლივი კარიერა. გარდა თეატრალური როლებისა, მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია:[113]

მსახიობი
საკუთარ თავი

მიუზიკლის იანომამოს (1983) პრემიერის დროს სტინგი ტექსტს კითხულობდა. მიუზიკლი ამაზონის ტყის პრობლემებს ეძღვნებოდა. მოგვიანებით იგი დაიდგა ფილმის სახით, რომელიც ეთერში გავიდა სახელწოდებით Song of the Forest. 1990-იანების სერიალში Captain Planet and the Planeteers იგი ახმოვანებს ზარმის პერსონაჟს. 1989 წელს მან შეასრულა მაკჰითის როლი ჯონ დექსტერის მიერ დადგმულ „სამგროშიან ოპერაში“. სტინგის პერსონაჟი აგრეთვე გამოჩნდა ვიდეო თამაშში Guitar Hero World Tour.

ბროდვეი
წელი სახელწოდება შენიშვნა
1982 Rock 'N Roll! The First 5,000 Years ავტორი: "Message in a Bottle"
1989 სამგროშიანი ოპერა როლი: მაკჰითი
2014 უკანასკნელი გემი მუსიკა და ტექსტი

როლი: ჯეკი უაიტი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • 2009 The Words and Music of Sting, კრისტოფერ გეიბლი, Praeger, ISBN 978-0-275-99360-3
  • 2007 Lyrics by – Sting, Simon & Schuster, ISBN 978-1-84737-167-6
  • 2003 ავტობიოგრაფიაBroken Music, Simon & Schuster, ISBN 0-7434-5081-7
  • 2005 ბიოგრაფია Sting and I, ჯეიმზ ბერიმენი, ჯონ ბლეიკი, ISBN 1-84454-107-X
  • 2000 ავტორიზებული ბიოგრაფია A Sting in the Tale, ჯეიმზ ბერიმენი, Mirage Publishing, ISBN 1-902578-13-9
  • 1998 ბიოგრაფია Sting – Demolition Man, კრისტოფერ სენდფორდი, Little, Brown and Company, ISBN 0-316-64372-6

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სტივენ თომას ერლეუაინი. Sting Biography. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი 2010
  2. „Brit Awards 2002: The winners“. BBC News. 20 თებერვალი 2002. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2014.
  3. Sting Is Worth $300 Million, But Isn't Leaving It To His Kids. Forbes.com (13 ივლისი 2014). ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2014.
  4. 100 Greatest Living Songwriters. pastemusic.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2013.
  5. VH1 Greatest Artists of Rock. Rockonthenet.com. ციტირების თარიღი: 30 იანვარი 2014.
  6. The 100 Greatest Stars of the 20th Century. Q (აგვისტო 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2014.
  7. Garrard, Aranda. (2009)Proud history and lively community; Around the region: Wallsend has grown out of its Roman and shipbuilding roots into a thriving community with plenty to offer buyers looking for a bargain.. TheFreeLibrary.com /MGN / Cengage Learning. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი 2012.
  8. Sting. The Biography Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-12. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2008.
  9. Sting biography at Film Reference website. Filmreference.com. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2011.
  10. Sting (2003). Broken Music. Simon & Schuster. 
  11. Wensley Clarkson (1996). "Sting: the secret life of Gordon Sumner". p. 17. John Blake Publishing, Limited,
  12. Famous Alumni. Northumbria University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-20. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2008.
  13. Berryman, James (2000). A Sting in the tale. Mirage Publishing, გვ. 135. ISBN 9781902578132. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2011. 
  14. News from The Phoenix Jazzmen დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine. – stingme.dk, 6 იანვარი 2009
  15. Periale, Elizabeth. (4 ოქტომბერი 2011) Sting Turns 60 – How Did that Happen?. omg!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-18. ციტირების თარიღი: 16 იანვარი 2012.
  16. 16.0 16.1 Luscombe, Belinda (21 ნოემბერი 2011). „10 Questions for Sting“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-26. ციტირების თარიღი: 16 იანვარი 2012.
  17. "1985 Brit Awards" დაარქივებული 2015-09-23 საიტზე Wayback Machine. Brits.co.uk. წაკითხვის თარიღი: 1 თებერვალი 2014
  18. "The Police Chart history". Official Charts Company. წაკითხვის თარიღი: 21 აგვისტო 2014
  19. Billboard 13 Dec 2003. p. 26
  20. 'Last Play at Shea' documentary tells stadium's story. Newsday (20 აპრილი 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2010.
  21. „Reunited Police start world tour“. BBC News. 30 მაისი 2007. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2011.
  22. Journal de RadioKaKa – Rolling Stone's 500 Greatest Albums of all time (2012 Edition) – Last.fm. Lastfm.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-10. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  23. "The Police: Timeline". Rock on the Net. წაკითხვის თარიღი: 16 ოქტომბერი 2012
  24. "The Greatest Artists of All Time". VH1/Stereogum. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი 2014.
  25. Flowers, Brandon. "The Police: 100 Greatest Artists of All Time". Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2015
  26. 26.0 26.1 Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums. London: Guinness World Records Limited
  27. Analysis of this song, the H. Eisler-adaption The Secret Marriage and the J.S. Bach-quote in Whenever I Say Your Name in: Michael Custodis, chapter Sting als Songwriter zwischen Prokofiev, Eisler, Bach und Dowland, in: Klassische Musik heute. Eine Spurensuche in der Rockmusik, Bielefeld transcript-Verlag 2009 ISBN 978-3-8376-1249-3
  28. "Grammy Awards - Sting". Grammy.com. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2014
  29. Looking Back At Live Aid, 25 Years Later დაარქივებული 2011-12-19 საიტზე Wayback Machine. MTV. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი 2011
  30. Live Aid – DVD Boxed Set AllMusic. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი 2011
  31. 31.0 31.1 „Live Aid: The show that rocked the world“. BBC News. 5 აპრილი 2000. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2014.
  32. 1985 MTV Video Music Awards დაარქივებული 2008-08-28 საიტზე Wayback Machine. MTV. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი 2011
  33. "New York Times Film Reviews". p. 160. New York Times, 1988
  34. Nothing Like the Sun Album Review Rolling Stone. 29 დეკემბერი 2011
  35. "The 100 Greatest Albums of the 80s." Rolling Stone. Special Issue 1990. წაკითხვის თარიღი: 19 ნოემბერი 2011
  36. Barry Lazell (1989). "Rock movers & shakers" p.487. Billboard Publications, Inc., 1989
  37. Billboard: Ten Summoner's Tales AllMusic. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი 2011
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 Rock on the Net: Sting Rock on the Net. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი 2011
  39. 39.0 39.1 Brit Awards: Sting დაარქივებული 2010-01-15 საიტზე Wayback Machine. Brit Awards. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი 2011
  40. 1997 Video Music Awards დაარქივებული 2008-08-30 საიტზე Wayback Machine. MTV. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი 2011
  41. "Billboard 6 სექტემბერი 1997". p.59. Billboard. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2012
  42. Sting sings at Winter Olympics BBC. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი 2011
  43. „No. 56963“. The London Gazette (1st supplement). 14 ივნისი 2003.
  44. 44.0 44.1 Live 8 - Sting". BBC. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2014
  45. Guest Appearances – GREGG KOFI BROWN: Together As One. Sting.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-07. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2013.
  46. Sting and Edin Karamazov: 'Songs from the Labyrinth'. Flyinginkpot.com (22 თებერვალი 1999). ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2011.
  47. "Police tickets sell out in minutes" დაარქივებული 2014-11-12 საიტზე Wayback Machine. . TVNZ. One News.
  48. "Stevie Wonder and Sting Inaugural Balls image". Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2014
  49. StingUs-team. (6 ოქტომბერი 2009) Fan Reviews of 'If on a Winter's Night' New CD by Sting. Stingus.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2011.
  50. Anderson, Kyle. (30 ოქტომბერი 2009) Tom Morello, John Legend, Sting brought out as special guests at Rock and Roll Hall of Fame 25th anniversary concert.. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 14 მაისი 2013.
  51. Pareles, John. (30 ოქტომბერი 2009) Rock and Roll Hall of Fame Concert: Set List. The New York Times. ციტირების თარიღი: 14 მაისი 2013.
  52. The Police: inducted in 2003. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2013.
  53. Pareles, John (11 მარტი 2003). „Clash, Costello and Police Enter Rock Hall of Fame“. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2013.
  54. Barnes, Ed (13 აპრილი 2010). „Rocker Sting Stung by Controversy Over Secret Concert for Dictator's Daughter“. Fox News. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2014.
  55. Powers, Ann. (16 ივნისი 2010) Symphonicity tour: A few thoughts on Sting and strings. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2013.
  56. Mapes, Jillian. (24 იანვარი 2013) Sting Announces 2013 ‘Back To Bass’ Tour, Includes 3 New England Dates. WZLX. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2013.
  57. "The 2011 TIME 100: Sting" დაარქივებული 2013-04-21 საიტზე Wayback Machine. , Time. წაკითხვის თარიღი: 20 აპრილი 2013
  58. "Hive Five: Things Sting Saves" დაარქივებული 2013-05-27 საიტზე Wayback Machine. , MTV. წაკითხვის თარიღი: 20 აპრილი 2013
  59. Matthew Morrison (Glee). HMV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-18. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო 2011.
  60. Sting and the Kalichstein-Laredo-Robinson Trio at 92nd Street Y. Goldstar Events (2011). ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი 2012.
  61. Sting and Brian Yorkey Embark on a New Musical, ‘The Last Ship’. The New York Times (1 სექტემბერი 2011). ციტირების თარიღი: 13 მაისი 2013.
  62. Sting's THE LAST SHIP Musical Coming to Broadway in 2014; Louise Pitre to Lead?. BroadwayWorld (13 მაისი 2013). ციტირების თარიღი: 13 მაისი 2013.
  63. STING'S THE LAST SHIP – New Album From the 16-Time Grammy® Award Winner. Sting.com (5 ივნისი 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-16. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2013.
  64. Sting's Visceral, Emotional 'The Last Ship' Arrives on Broadway. RollingStone.com (3 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2014.
  65. Morgan, Scott C (11 ოქტომბერი 2013). „Sting sails into Chicago to promote 'Last Ship'. Daily Herald. Chicago. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2013.
  66. Sullivan, Caroline (19 სექტემბერი 2013). „Sting: The Last Ship - review“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2014.
  67. Decurtis, Anthony. (24 სექტემბერი 2013) The Last Ship. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 17 იანვარი 2014.
  68. Graff, Gary. (10 თებერვალი 2014) Paul Simon and Sting Q&A: Tour Mates on Shared Music DNA and Future 'Writing'. Billboard. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  69. Sting & Paul Simon: On Stage Together - Second & Final Perth Show Added!. Sting.com (10 ივლისი 2014). ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  70. Sting & Paul Simon: On Stage Together – Final New Zealand Show Confirmed!. Sting.com (25 აგვისტო 2014). ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  71. BELFAST DATE ADDED FOR 'PAUL SIMON & STING: ON STAGE TOGETHER' 2015 EUROPEAN TOUR. PaulSimon.com (13 ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  72. „REVOLVER“. The Irish Times. 10 ოქტომბერი 2006. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2008.
  73. 73.0 73.1 "How Amnesty International Rocked the World: The Inside Story". Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2014
  74. Sting TV Interview On NBC Today Show about Amnesty concerts. YouTube (22 აპრილი 2008). ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2011.
  75. Chilean Women’s Resistance in the Arpillera Movement. ციტირების თარიღი: 3 ივნისი 2011.
  76. Turner, Terence (1993). „The Role of Indigenous Peoples in the Environmental Crisis: The Example of the Kayapo of the Brazilian Amazon“. Johns Hopkins University Press: 526–545.
  77. M. Kaplan (1994). „A new species of frog of the genus Hyla from the Cordillera Oriental in northern Colombia with comments on the taxonomy of Hyla minuta“. Journal of Herpetology. Society for the Study of Amphibians and Reptiles. 28 (1): 79–87. doi:10.2307/1564684. ISSN 0022-1511. JSTOR 1564684.
  78. THE COURAGE OF CONSCIENCE AWARD. The Peace Abbey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-17. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2008.
  79. Carman, John (სექტემბერი 22, 2001). „Musicians, actors honor heroes, raise money for attack victims“. San Francisco Chronicle. p. A1.
  80. „Sting Concert Raises 4m for Tsunami“. The Sydney Morning Herald. 11 თებერვალი 2005. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2010.
  81. „Willie Nelson stages Tsunami gig“. BBC News. 10 იანვარი 2005. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2010.
  82. "The Police, West, Mayer Close Out Live Earth New York". Billboard, წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2914
  83. Sting, Matthews, Mayer gamer for Tibet than Beijing. E! (22 ივლისი 2008).
  84. Karger, Dave. (22 იანვარი 2010) 'Hope for Haiti Now': The telethon's 10 best performances. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 26 აპრილი 2010.
  85. Richards, Chris (26 აპრილი 2010). „Earth Day Climate Rally features music, speeches and an assist from Mother Nature“. The Washington Post. p. C.1. ციტირების თარიღი: 26 აპრილი 2010.
  86. Elton John AIDS Foundation patrons. Elton John AIDS Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-12. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი 2012.
  87. Patrons. Beesfordevelopment.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 18 აპრილი 2012.
  88. „Dame Judi Dench and Sting head drug rethink call“. BBC News. 2 ივნისი 2011.
  89. NBC Hurricane Sandy Telethon Raises 23 Million. Rolling Stone (5 ნოემბერი 2012). ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი 2012.
  90. „Celebrities' open letter to Scotland – full text and list of signatories“. The Guardian. London. 7 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო 2014.
  91. McMahon, Gary. (აგვისტო 2008) The Returns of the Prodigal Tax Exile. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2010.
  92. Sting | Music's Top Twelve Tax Exiles. Comcast.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-20. ციტირების თარიღი: 3 ივლისი 2010.
  93. GQ, ივნისი 1985, Interview with Fred Schruers
  94. Maximillien De Lafayette (2010). "Hollywood Most Beautiful, Exclusive and Rarest Photos Album: Films, Superstars, Divas, Femmes Fatales, and Legends of the Silver Screen. 2nd Edition". p. 371. Lulu.com,
  95. „Every Little Horse He Names is Magic (Or Just About)“. The New York Times. ციტირების თარიღი: 18 იანვარი 2015.
  96. Press Association. (ოქტომბერი 1996) Sting says his six children will not inherit £180m fortune. The Guardian. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2014.
  97. Evans, Tara. (4 მაისი 2011) The top 50 richest people in music: Sunday Times Rich List. This Is Money. ციტირების თარიღი: 6 ივნისი 2013.
  98. Sutcliffe, Phil. (ოქტომბერი 1996) Interview Date: ოქტომბერი 1996. Q. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-05. ციტირების თარიღი: 18 იანვარი 2008.
  99. Berryman, James (2005). Sting and I. 
  100. Foscale, Luigi. (2 აპრილი 2013) Sting, Music & Business. Retire Rich blog. ციტირების თარიღი: 3 აპრილი 2013.
  101. „What's wrong with being pretentious?“. The Sydney Morning Herald. 11 ნოემბერი 2003. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2008.
  102. Sting and Yoga. YogaEdge (1 ივნისი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-16. ციტირების თარიღი: 2015-02-05.
  103. ''Yoga Beyond Belief''. White Lotus Foundation. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2010.
  104. Shankar, Jay. (6 თებერვალი 2008) Maharishi Mahesh Yogi. Bloomberg L.P.. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2010.
  105. Sting. International Vegetarian Union. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2013.
  106. Manning, Kara. (30 ივნისი 2000) Sting Battles Chess King Kasparov In Times Square. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2008.
  107. Mitchell, Terry. (12 ნოემბერი 2009) Newcastle United fans campaign backed by Sting. The Football Fan Census. ციტირების თარიღი: 11 მარტი 2011.
  108. Gatecrasher. (20 აგვისტო 2009) Sting's Tantric sex rep a gag started by friend Bob Geldof, says his daughter Coco. NY Daily News. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2014.
  109. Rob Fitzpatrick. (12 სექტემბერი 2014) Sting on tantric sex, Justin Bieber and pretentiousness. The Guardian. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2014.
  110. Jones, Nicholas. (2 იანვარი 2012) 24-Hour Sex Sessions? Tell Him He’s Dreaming Says Sting’s Wife. ToneDeaf. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2014.
  111. „Police man's Peake – 'Weird and wonderful' is how superstar Sting describes the novels of Mervyn Peake...“. Radio Times. დეკემბერი 1984. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-13. ციტირების თარიღი: 2015-02-05.
  112. Sharma, Sonia (3 აგვისტო 2013). „Geordie star Sting's cash gift to help save Tynemouth Outdoor Pool“. Evening Chronicle.
  113. "About this Person - Sting". New York Times. წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი 2014