ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ეს სტატია იტალიის რეგიონს ეხება. საფეხბურთო კლუბის შესახებ იხილეთ ლაციო (საფეხბურთო კლუბი).

ლაციო (იტალ. Lazio; ლათ. Latium) — რეგიონი ცენტრალური იტალიის დასავლეთ ნაწილში. იგი წარმოადგენს ძველი ლათინების განსახლების არეალს ძვ.წ. X ს-დან. რომაელები ცხოვრობდნენ ძვ.წ. IV ს-დან. დაახლოებით 5,7 მლნ მცხოვრებითა და 170 მლრდ მშპ-ით, ლაციო ქვეყნის მესამე ყველაზე დასახლებული და მეორე ყველაზე მდიდარი რეგიონია. იგი მოიცავს რომს, იტალიის დედაქალაქსა და უმსხვილეს ქალაქს.

რეგიონი
ლაციო
Lazio
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი რომი
შიდა დაყოფა ფროზინონეს პროვინცია, ლატინის პროვინცია, რიეტის პროვინცია, რომის პროვინცია, ვიტერბოს პროვინცია და Metropolitan City of Rome
კოორდინატები 41°54′00″ ჩ. გ. 12°43′00″ ა. გ. / 41.90000° ჩ. გ. 12.71667° ა. გ. / 41.90000; 12.71667
მმართველი Nicola Zingaretti
დაარსდა 1970
ფართობი 17 236 კმ²
მოსახლეობა 5 732 212 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 332,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.lazio.it/rl main/

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ლაციოს რელიეფის რუკა

ლაციოს ფართობი 17 236 კმ²-ია და ესაზღვრება ქვეყნის სხვა რეგიონები: ტოსკანა, უმბრია და მარკე — ჩრდილოეთით, აბრუცი და მოლიზე — აღმოსავლეთით, კამპანია — სამხრეთით, ხოლო დასავლეთით კი ტირენიის ზღვა. რეგიონის რელიეფი ძირითადად დაბლობი და გორაკ-ბორცვიანია, პატარა მთიანი არეალებით აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში.

 
რომის კამპანას (campagna romana) პანორამა

ლაციოს სანაპირო ზოლი ძირითადას ქვიშიანი პლაჟებისგან შედგება. სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს პონციანის კუნძულები, რომლებიც ადმინისტრაციულად ლაციოს შემადგენლობაში შედის. ჩრდილოეთით, სანაპირო ზოლს მიღმა, გადაჭიმულია მარემას სანაპირო ვაკე, რომელიც კომუნა ჩივიტავეკიასთან ტოლფის მტებით (616 მ) წყდება. რეგიონის ცენტრალური ნაწილი უჭირავს რომის კამპანას (იტალ. campagna romana) — 2 100 კმ² ფართობის ვრცელ ალუვიურ ვაკეს, რომელიც გარს ერტყმის დედაქალაქ რომს. სამხრეთის რაიონები ხასიათდება აგრო-პონტინოს ვაკეებით, რომლებიც ერთ დროს ჭაობიანი და მალარიის გავრცელების არეალი იყო, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში წყალს გამოსტაცეს.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
ლაციოს პროვინციები

ლაციოს რეგიონი ადმინისტრაციულად 5 პროვინციად იყოფა:

პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე
(კაცი/კმ²-ზე)
ფროზინონე 3,244 496,545 153.1
ლატინა 2,251 543,844 241.4
რიეტი 2,749 158,545 57.7
რომი 5,352 4,097,085 765.5
ვიტერბო 3,612 314,690 87.1

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაციო“-დან