კარეკა
ანტონიო დე ოლივეირა ფილიო (პორტ. Antônio de Oliveira Filho; დ. 5 ოქტომბერი, 1960, არარაკუარა, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც კარეკა. 1986 წლის მექსიკის და 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 62-ე ადგილზე დასახელდა.[1][კომ. 1][2][კომ. 2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანტონიო დე ოლივეირა ფილიო | ||
დაბადების თარიღი | 5 ოქტომბერი, 1960 | ||
დაბადების ადგილი |
არარაკუარა, სან-პაულუ, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1978–1982 | გუარანი | 77 | (46) |
1983–1987 | სან-პაულუ | 67 | (54) |
1987–1993 | ნაპოლი | 164 | (73) |
1993–1996 | კაშივა რეისოლი | 60 | (31) |
1997 | სანტოსი | 9 | (2) |
1998 | კამპინასი | 10 | (6) |
1999 | სან-ჟოზე | 2 | (0) |
სულ | 389 | (212) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1982–1993 | ბრაზილია | 64 | (30) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაკარეკამ საკლუბო კარიერა საფეხბურთო კლუბ „გუარანის“ შემადგენლობაში 1976 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ ამ გუნდის რიგებში ბრაზილიის ჩემპიონი გახდა.
1983 წელს „სან-პაულუში“ გადავიდა, სადაც რამდენიმე წარმატებული სეზონი ჩაატარა, ხოლო 1986 წელს გუნდთან ერთად ბრაზილიის ჩემპიონობა მოიპოვა.
1987 წელს კარეკამ ბრაზილიის დატოვება და ევროპულ კლუბში გადასვლა გადაწყვიტა. ეს კლუბი იტალიური „ნაპოლი“ გახდა, სადაც ანტონიო არგენტინელ მარადონასა და თანამემამულე ალემაოს შეუერთდა.
სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების შეფასებით „ნაპოლიში“ კარეკა ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. პირველ სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 13 ბურთი გაიტანა. მომდევნო წელი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა, როდესაც გუნდთან ერთად უეფას თასი მოიპოვა, რომლის ორმატჩიან ფინალშიც ნეაპოლელებმა გერმანულ „შტუტგარტს“ აჯობეს (2–1, 3–3), ხოლო კარეკამ ორივე ფინალურ მატჩში თითო ბურთის გატანა მოახერხა.[3]
1989–90 წლების სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში გაიმარჯვა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1982–1993 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 64 შეხვედრას ატარებს და 30 ბურთი გააქვს.[4][კომ. 3]
ბრაზილია | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1982 | 4 | 0 |
1983 | 11 | 5 |
1984 | 0 | 0 |
1985 | 7 | 3 |
1986 | 11 | 8 |
1987 | 9 | 2 |
1988 | 0 | 0 |
1989 | 7 | 6 |
1990 | 9 | 3 |
1991 | 1 | 0 |
1992 | 2 | 0 |
1993 | 7 | 2 |
ჯამში | 68 | 30 |
მსოფლიო ჩემპიონატზე
რედაქტირებაკარეკამ მსოფლიო ჩემპიონატების 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 ბურთი გაიტანა.[5][6][7]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1986 | მექსიკა | 9 | თავდამსხმელი | 5 | 5 | 4 | 1 | 0 | |
1990 | იტალია | 9 | თავდამსხმელი | 4 | 2 | 3 | 0 | 1 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ბრაზილიის ჩემპიონატი (სერია A): 1986
- პაულისტას ჩემპიონატი: 1985, 1987
- უეფა-ს თასი: 1988–89
- იტალიის სერია A: 1989–90
- იტალიის სუპერთასი: 1990
სანაკრებო
რედაქტირება- კოპა ამერიკა: 1989
ინდივიდუალური
რედაქტირება- ბრაზილიის ჩემპიონატის ოქროს ბურთი: 1986 [8]
- ბრაზილიის ჩემპიონატის ვერცხლის ბურთი: 1982, 1985 [9]
- პაულისტას ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1985
- ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1986
- მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის ბუცი: 1986
- სამხრეთ ამერიკის წლის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1986
ლიტერატურა
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბ.: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins. ISBN 0060731427
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაAssociation of Football Statisticians (AFS) · Footballfacts.ru · Footballhd.ru · National Football Teams · Planet World Cup · Sambafoot · Soccerway · Sportbox.ru · Sports.ru · torcida.com.ru · Transfermarkt |
1982 · 1983 · 1985 · 1986 · 1987 · 1989 · 1990 · 1991 · 1992 · 1993 |
Brazil's World Cup squad 1986 · Brazil's World Cup squad 1990 |
Brasil - Resultados Históricos · Campeonatos Estaduais · World Cup 1986 · World Cup 1990 |
ბრაზილიის ნაკრები 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე · ბრაზილიის ნაკრები 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე |
Alamy · Getty Images · Pinterest |
As · El País · Placar |
კომენტარები
რედაქტირება- ↑ In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100
- ↑ Diego Armando Maradona aveva in grande considerazione Arrigo Sacchi, tanto che un giorno gli disse: “Mister, venga al Napoli, con me e Careca si parte sempre da 1 a 0". Careca non delude le aspettative andando a segno per ben cinque volte, compresa la partita Brasile – Francia dei quarti di finale finita 1 a 1 che vede l’eliminazione ai rigori della squadra Carioca. Careca mette a segno 9 colpi, con 29 presenze. Il primo anno del “dopo Diego “, con Ranieri allenatore, Careca e con lui tutto il Napoli, ritrova gli antichi splendori: gli Azzurri si classificano al quarto posto, con un Careca semplicemente strepitoso autore di 15 gol in 33 partite. Il 1992/93 vede il Napoli partire con il favore del pronostico nel ruolo di outsider al Milan di Capello, ma le cose non andranno come sperato. Bianchi rileva Ranieri dopo 9 giornate, Careca (7 gol) e compagni non riusciranno mai a trovare il ritmo giusto, classificandosi all’undicesimo posto. Emanuele Orofino. 22/7/2004
- ↑ კარეკასა (№ 9) და ჩილელი ფეხბურთელის ორთაბრძოლა — ეპიზოდი ბრაზილია 1–1 ჩილეს ამხანაგური მატჩიდან. 7 მაისი, 1986
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Placar's 100 Craques do Século // rsssf.com
- ↑ Antonio de Oliveira Filho (Careca) // pianetaazzurro.it
- ↑ UEFA Cup 1988-89 // rsssf.com
- ↑ კარეკა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1986 დაარქივებული 2013-12-10 საიტზე Wayback Machine. // fifa.com
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1990 დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. // fifa.com
- ↑ Careca in the World Cups // thesoccerworldcups.com
- ↑ Placar-ის Bola de Ouro
- ↑ Placar-ის Bola de Prata