ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრი

ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრი (ინგლ. National Center for Biotechnological Information; აბრევიატურა — NCBI) — ამერიკული ორგანიზაცია, დაარსებული 1988 წლის 4 ნოემბერს, ბეთესდაში, (მერილენდი), როგორც მოლეკულარული ბიოლოგიის მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ცენტრალური ინსტიტუტი. წარმოადგენს აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ნაწილს (ინგლ. United States National Library of Medicine, NLM), რომელიც თავის მხვრივ არის აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ინსტიტუტის (ინგლ. National Institutes of Health, NIH) ქვეგანყოფილება.

ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრი
National Center for Biotechnology Information

ოფიციალური ლოგო
აბრევიატურა NCBI
შეიქმნა 4 ნოემბერი, 1988; 36 წლის წინ (1988-11-04)[1]
სტატუსი მოქმედი
ტიპი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ბიოლოგიის მონაცემთა ბაზა, მონაცემთა არქივი
შტაბ-ბინა ბეთესდა, მერილენდი, აშშ
ენა ინგლისური
ქვეყანა აშშ
ncbi.nlm.nih.gov

NCBI-ში წარმოდგენილია ინფორმაცია ცილის დომენების მონაცემთა ბაზების, დნმ-ისა (GenBank) და რნმ-ის, სამეცნიერო ლიტერატურისა (PubMed) და ტაქსონომიური ინფორმაციის (TaxBrowser) სტატიების მონაცემთა ბაზების შესახებ, უზრუნველყოფს მონაცემთა ძიებას კონკრეტულ ბიოლოგიურ სახეობებზე (Taxonomy). აგრეთვე შიეცავს სხვადასხვა სტანდარტულ პროგრამებს ბიოინფორმატიკაზე (BLAST). მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომია საძიებო სისტემა Entrez-ის მეშვეობით.[2]

ყოველწლიურად NCBI-ის ეგიდით იმართება სემინარები და სამეცნიერო კონფერენციები, მიძღვნილი მოლეკულარული ბიოლოგიის, გენეტიკისა და ბიომედიცინისადმი. ორგანიზაცია აგრეთვე დაკავებულია საგანმანათლებლო საქმიანობით, მათ შორის on-line-ის რეჟიმში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kent Smith. A Brief History of NCBI’s Formation and Growth en. National Center for Biotechnology Information (US). ციტირების თარიღი: 2021-01-13.
  2. Wang Y. & Bryant S H. (2014). The NCBI Handbook, 2nd edition, NCBI PubChem BioAssay Database